среда, 17 июля 2013 г.

ალ ღაზალი, ევროპელებისთვისაც საინტერესო სუფიზმი

ალ ღაზალი, ევროპელებისთვისაც საინტერესო სუფიზმი

ჭეშმარიტი მაჰმადიანი ვერ იქნება ვერავინ თუ კი ის სხვა მაჰმადიანებს არ უსურვებს იმას რაც უნდა თავისთვის. ის რაც შენის აზრით ცუდი და საზიზღარია სხვაში ცუდი და საზიზღარია შენშიც.

ბედნიერების ალქიმიკოსი ალ-ღაზალი
მაჰმადიანი ღმისტყველი, სამართალმცოდნე, ფილოსოფოსი და მისტიკოსი აბუ ჰამიდ მუჰამად ალ-ღაზალი// არაბულად ابو حامد محمد بن محمد الغزالى‎‎//,1058-1111, წარმოშობით სპარსეთის მხარე ხორასანიდან იყო.
ისაა სუფიზმის ერთ-ერთი დამაარსებელი.

ცნობისმოყვარე და აღმოსავლეთით დაინტერესებულმა ევროპელებმა ეხლახანს ფრანგულად გამოსცეს მისი "წიგნი მაჰმადიანური რწმენის შესავალი".

გამოიცა 2011 ივლისში და შემდეგ გამოიცა კიდევ ორჯერ.

juillet 2011

Хами́д Муха́ммад ибн Муха́ммад аль-Газали́ ат-Туси́ аш-Ша́фии (араб. ابو حامد محمد بن محمد الغزالى‎‎, Абу Ха́мид Муха́ммад ибн Муха́ммад аль-Газа́ли; 1058, Тус — 19 декабря 1111, Тус) — исламский богослов, правовед, философ и мистик, родом из области Хорасан в Персии (современный Иран)[1]. Один из наиболее авторитетных учителей, входящих в число основателей суфизма. Деятельность аль-Газали была направлена на формирование всестороннего и систематического учения суфизма, а также на формулирование

გთავაზობთ ამ წიგნის მეორე ნაწილს //ცოდვების ჩადენისგან თავის შეკავება//.

იცოდე რომ რელიგია შედგება ორი თანაბარი ნაწილისგან:
ერთია აკრძალულის არჩადენა და მეორეა საკულტო მოვალეობათა შესრულება.
ბევრად უფრო ძნელია აკრძალულის არჩადენა ვინაიდან ყველას შეუძლია საკულტო მოვალეობების მოხდა.

მარტო გულწრფელად და ჭეშმარიტად მორწმუნეებს შეუძლიათ თავისი ჟინიანი წადილების უარყოფა.

მიტომ თქვა მოციქულმა:
"ნამდვილი ემიგრანტი //მუჰაჯირი// არის ის ვინც ზურგს აქცევს და შორდება ბოროტებას და რწმენის ნამდვილი მებრძოლი// მუჯაჰიდი// არის ის ვინც ებრძვის თავის საკუთარ ჟინიან წადილებს". //აჰმად იბნ ჰანბალი//.


ცოდვას ჩადიხარ შენი სხეულის ნაკვთებით. არადა სხეული და მისი ნაკვთები შენ გაჩუქა,გიწყალობა ღმერთმა. ესაა ღმერთის წყალობა. სიწმინდე რომელიც ღმერთმა მოგანდო.

ღმერთის წყალობით სარგებლობა იმისთვის რომ ეურჩო ღმერთს არის უდიდესი უმადურობა. ის გენდო და მოგანდო სხეული და მისი ნაკვთები და შენ კი ღალატობ ამ ნდობას.

შენი სხეულის ნაკვთები შენი ქვეშევრდომებია და ყურადღება უნდა მიაქციო იმას თუ როგორ მართავ მათ
"თქვენ ყველანი ხართ მწყემსები და პასუხს აგებთ თქვენი ნახირის მდგომარეობაზე //ბუხარი მუსლიმი"//.

იცოდე რომ შენი სხეულის ნაკვთები ილაპარაკებენ შენს წინააღმდეგ აღდგომის დღეს. ისინი შენ გამხელენ ყველა ქმნილების წინაშე.

ალაჰმა თქვა: "ერთხელ მათი ენები,მათი ხელები და ფეხები ილაპარაკებენ მათ წინააღმდეგ" //ყურანი, სურატა 24,სტროფი 24//.

გაუფრთხილდი, მაშ, მთელ სხეულს და განსაკუთრებით შვიდ ნაკვთს ვინაიდან ჯოჯოხეთს აქვს 7 კარიბჭე.

ეს კარიბჭეები არის იმათთვის ვინც ეურჩა ალაჰს 7 ნაკვთით //თვალი, ყური, ენა, მუცელი,სქესობრივი ორგანოები, ხელები და ფეხები//ყურანი, სურატა 15,სტროფი 44//.

თვალი
მოგეცა იმიტომ რომ გზას მიაგნო წყვდიადში,დაიკმაყოფილო საჭიროებები,უყურო ამქვეყნიურ და ციურ საოცრებებს და გამოიტანო აქედან დასკვნები.

მაგრამ არ უნდა უყურო სხვის ქალს,ჟინიანად არ უნდა უყურო ლამაზ გამოსახულებას, ზიზღით არ უნდა უყურო მაჰმადიანს,არ უნდა უთვალთვალო მაჰმადიანის ნაკლებს.

ყური
არ უსმინო ერესებს, ავსიტყვაობას,ძვირის თქმას,უხამსობებს, შეცდომის ირგვლივ მბრუნავ ლაპარაკს, სხვათა ნაკლებზე ლაპარაკს.

ყური მოგეცა ალაჰის, ღმერთის სიტყვის,წინასწარმეტყველის სუნას,მისი წმინდა მეგობრების სიბრძნის გასაგონად რათა იქიდან გამოტანილი დასკვნებით და ცოდნით მიაღწიო მუდმივ სასუფევლამდე,მარადიულ მადლამდე სამყაროთა უფალის ახლოს.

თუ კი გამოიყენებ ყურს მოსასმენად იმისა რაც არ უყვარს ალაჰს,ღმერთს,შენთვის სასარგებლო ეს საშუალება შენთვის ცუდი აღმოჩნდება.ყური არის შენი ხსნისთვის, მაგრამ თუ მოუსმენ იმას რაც არ უყვარს ღმერთს,ალაჰს, ის შენ დაგღუპავს.

არ გეგონოს, მაშ, რომ ცოდვილია მხოლოდ ბოროტად, უხამსად მეტყველი, ცოდვილია ისიც ვინც ასეთს უსმენს.

ტრადიციის თანახმად მსმენელი დაკავშირებულია მეტყველთან და ისინი თანამზრახველები არიან ძვირის თქმაში,ავსიტყვაობაში.

ენა
ენა შეიქმნა შენთვის რათა შესძლო ღმერთის,ალაჰის მოხმობა,მისი წიგნის გამეორება, ქმნილებებისთვის მისი გზის ჩვენება და შენი მატერიალური და სულიერი საჭიროებების გამოთქმა.


თუ შენ ენას გამოიყენებ სხვა რამისთვის და არა იმისთვის რისთვისაც ის შეიქმნა ესე იგი შენ არ გცოდნია ალაჰის მადლი.

სხეულის ყველა ნაკვთს შორის ენას შეუძლია უდიდესი ზიანის მოტანა როგორც შენთვის ისე სხვებისთვის. 

მაშ, ყველაფერი იღონე ენის დასამორჩილებლად რათა მან არ ჩაგაგდოს გეენას სიღრმეში...

წინასწარმეტყველის დროს ერთი ადამიანი მარტვილად დაეცა ბრძოლის ველზე. ვიღაცამ თქვა: "აი ბედნიერი,ეხლა სამოთხეშია! მაგრამ წინასწარმეტყველმა შენიშნა :

"მაგრამ ვინ გითხრა რომ ის არ ლაპარაკობდა იმას რაც მას არ ეხებოდა და არ იყო დახარბებული იმას რაც მას არ ამდიდრებდა?" 


მოუფრთხილდი ენას რათა თავი აარიდო 8 რამეს:

ა -ტყუილი
ენა დაიმორჩილე როგორც სერიოზული საუბრისას ისე ხუმრობისას. არ შეეჩვიო ტყუილს ხუმრობისთვის რათა სერიოზულად არ დაიწყო ტყუილების ლაპარაკი.

ტყუილი დიდი ცოდვების დედაა. ამას გარდა,თუ ადამიანები გიცნობენ როგორც მატყუარას ისინი შენ აღარ გენდობიან და შეგიზიზღებენ.

თუ კი გინდა შეამოწმო ტყუილის სიმძიმე შენს შემთხვევაში შეხედე სხვათა ტყუილებს. შენ იგრძნობ თუ რამდენად გეზიზღება მატყუარა და რა საშინელებად თვლი ტყუილს. ისევე უნდა უნდა შეხედო შენს საკუთარ ნაკლებს ვინაიდან შენ შენი არასრულყოფილების სიმძიმის გაგება შეგიძლია არა შენ თვითონ არამედ სხვათა მეშვეობით.

ის რაც შენის აზრით ცუდი და საზიზღარია სხვაში ცუდი და საზიზღარია შენშიც.


ბ -დაპირებების შეუსრულებლობა 
არ დაპირდე არავის ის რასაც არ გააკეთებ.

შენ სხვებისთვის სიკეთის მკეთებელი უნდა იყო კონკრეტულად, უსიტყვოდ.

მაგრამ თუ იძულებული ხარ დაპირდე შეასრულე დაპირება. გამონაკლისია როდესაც უძლურობის ან აუცილებლობის გამო ვერ ასრულებ დაპირებას.

დაპირების, მიცემული სიტყვის და დადებული პირობის შეუსრულებლობა არის ორპირობის, პირმოთნეობის და მანკიერების ნიშანი.

წინასწარმეტყველმა თქვა: 
"სამი რამე აქცევს ადამიანს პირმოთნედ და ორპირად მაშინაც კი როდესაც ის მარხულობს და ლოცულობს-ტყუილი,დაპირების შეუსრულებლობა და მონდობილის გაცემა". //ბუხარი მუსლიმი//.


გ -ავსიტყვაობა,ძვირის თქმა
წინასწარმეტყველური ტრადიციის თანახმად ისლამში ავსიტყვაობა,ძვირის თქმა 30 ღალატზე მეტია!

ესაა არმყოფ ადამიანზე მის ზურგს უკან ლაპარაკი ისე რომ მოსმენის შემთხვევაში ის არ მოიწონებდა ამას. ადამიანის გამოლანძღვა მის ზურგს უკან.

ის ვინც ასე იქცევა არის უსამართლო ძვირის მთქმელი,თუნდაც ის სიმართლეს ამბობდეს.

შეიხი მუჰამად ალ-ღაზალის წიგნი 
მაჰმადიანის ზნეობა.
გაფრთხილებ რომ არ მიბაძო მკვეხარა და ტრაბახა მწიგნობრებს რომლებიც ლაპარაკობენ გასაგები ნიუანსებით აზრის პირდაპირ გამოთქმის გარეშე.
მაგალითად: "ღმერთმა გარდაქმნას ის. მე მეწყინა ის რაც მას შეემთხვა და ჩვენ ვთხოვთ ალაჰს ჩვენთვის და მისთვის რომ ის გარდაქმნილი იყოს.!" 

ესეთი გამოთქმები ორმაგად დასაგმობია ვინაიდან ლაპარაკია ძვირის თქმაზე ვინაიდან ვისაც ესმის იგებს თუ რისი თქმა უნდა მთქმელს და მეორეს მხრივ კი მთქმელი იკვეხნის და ამბობს რომ უნაკლოა და თავი გამოჰყავს თანამგრძნობად და მორწმუნედ.

მაგრამ თუ კი შენ ასეთი რამის თქმისას არ ცდილობ ვინმეს დამცირებას ადამიანთა წინაშე,მაგრამ გინდა მის სასარგებლოდ სურვილის გამოთქმა მიმართე ამ თხოვნით ალაჰს ჩუმად,საიდუმლოდ.

ალაჰის ამ სიტყვამ უნდა მოგაშოროს ძვირის თქმისგან, ავსიტყვაობისგან:
"ნუ იტყვით ძვირს და ცუდს ერთმანეთზე. რომელ თქვენთაგანს მოუნდებოდა მკვდარი ძმის გვამის ჭამა თქვენ ეს შეგაძრწუნებთ."//ყურანი,სურატა 49, სტროფი 12//.

ძვირის მთქმელს ალაჰი ადარებს გვამის მჭამელს. ცოტა რამეა ამაზე უარესი.
შეხედე საკუთარ თავს და დაფიქრდი იმაზე გაქვს თუ არა გარეგნული და შინაგანი ნაკლები, სცოდავ თუ არა ღიად თუ ფარულად. 

თუ კი შენ დაინახავ შენს საკუთარ ნაკლებს და ცოდვებს შენ უნდა იცოდე რომ ის ვიზეც ცუდად ლაპარაკობ შენსავით არასრულყოფილი და ცოდვილია.


როგორც შენ არ მოგეწონება რომ შენი ნაკლების გამო ვინმემ დაგამციროს სხვათა წინაშე ისევე არ მოეწონება სხვას მისი ნაკლების გამო მისი დამცირება სხვათა წინაშე.

ღმერთი დამალავს შენს ნაკლებს მაგრამ შენ თუ ვინმეს დაამცირებ მისი ნაკლების გამო ღმერთი აუშვებს შენს წინააღმდეგ ბოროტ ენებს და ისინი დაფლეთენ შენს ღირსებას ამ დაბალ სამყაროში.

და ბოლო დღეს თვითონ ალაჰი დაგამცირებს ყველა ქმნილების წინაშე.

თუ კი შენ კარგად შესწავლე შენი გული და ქმედებები და ვერ ნახე ნაკლები ან არასრულყოფილება იმაში რაც შეეხება როგორც რელიგიურობას ისე ყოველდღიურ ცხოვრებას მაშინ იცოდე რომ შენი საკუთარი ნაკლების უცოდინრობა ყველაზე უარესი სისულელე და სირეგვნეა სისულელეთა და სირეგვნეთა შორის.
არაა სისულელეზე უარესი ნაკლი.

ღმერთს რომ ნდომოდა შენთვის სიკეთე ის დაგანახებდა შენს საკუთარ ნაკლებს.
ის რომ შენ კმაყოფილი ხარ შენი თავით აჩვენებს რომ შენ ხარ დიდი რეგვენი და უმეცარი.

მაგრამ თუ კი ის რასაც ფიქრობ შენს თავზე მართალია და დადასტურებული მაშინ მადლობა უთხარი ალაჰს,ღმერთს და არ დაკარგო ეს მადლი შენი ენით სხვათა ღირსების დამცირებით ვინაიდან სწორედ ესაა ერთ-ერთი უდიდესი ნაკლი.

დ -დავა-კამათები:
უსვინდისობა, ურჯულოება, გამართვა დავა-კამათისა რელიგიის თაობაზე. ყველაფერი ეს ვნებს თანამოსაუბრეს.

ესაა მისი გონიერების და ღირსების შეურაცხყოფა და დამცირება.

ამავე დროს ასეთი დავა-კამათი გამოხატავს მოდავე-მოკამათის თვითკმაყოფილებას. ასეთ კაცს თავი თვის მოწინააღმდეგეზე უფრო ჭკვიანი და მცოდნე ჰგონია.

ასეთი ქცევა ართულებს ამქვეყნად ცხოვრებას.

თვითონ შენთვისაა ცუდი შტერთან დავა-კამათი.

ნუ ეკამათები ჭკვიანსაც ვინაიდან განზე გადგება,გზას მოგცემს და შენზე გამწარებული იქნება.

წინასწარმეტყველმა თქვა:
"თუ კი შეცდომის დამშვები უარს იტყვის კამათზე ალაჰი მას სახლს აუგებს სამოთხის შუაში. თუ კი კამათზე უარს იტყვის ის ვინც ამბობს სიმართლეს ალაჰი მას სახლს აუგებს სამოთხის მწვერვალზე //აბუ დავუდი"//.

არ აყვე ეშმაკს რომელიც კამათის დროს გეტყვის: "თქვი ჭეშმარიტება, არაფერი დათმო!"

ეშმაკი ყოველთვის ცდილობს შტერებს ბოროტება მოაჩვენოს სიკეთედ და ასე უბიძგოს სიკეთედ შენიღბული ბოროტებისკენ.

ნუ იქნები ერთ-ერთი ის იდიოტი რომლებსაც ეშმაკი მასხრად იგდებს.

ჭეშმარიტება უთხარი იმას ვინც მიიღებს მას შენგან, პირისპირ მიეცი რჩევა და არ ეკამათო.

არის ასევე რჩევის მიცემის სახე.მას აქვს კონკრეტული და ზუსტი დამახასიათებელი ნიშნები.

საჭიროა სიტკბო და თავაზი,საწინააღმდეგო შემთხვევაში რჩევა შეიძლება გადაიქცეს შეურაცხყოფად. და მაშინ ის მავნეა და არა სასარგებლო.

დავა კამათი ახასიათებს ქცევას იმათი ვინც დადის ფიკხის ცოდნაზე პრეტენზიის მქონე ადამიანებთან

მათ უჭირთ დუმილი სხვის მოსასმენად განსაკუთრებით მაშინ როდესაც ცუდი სწავლულები მათ არწმუნებენ რომ სწავლულის ღირსებაა არგუმენტაციის უნარი და დავა.

გაერიდეთ მაგათ როგორც შავ ჭირს!

იცოდეთ რომ დავა და მიზნად ბოლო სიტყვის თქმის დასახვა იწვევს ალაჰის და ადამიანების სიძულვილს.

ე -თვითკმაყოფილება:
არ უნდა გაიმართლო თავი და არ უნდა წარმოიდგინო რომ რომ ხარ უნაკლო.

ალაჰმა, ღმერთმა თქვა:
"ნუ იკვეხნით თქვენი სიწმინდით. ალაჰმა უკეთ იცის თუ რომელი თქვენგანია ღვთისმოსავი".// ყურანი,სურატა 53, სტროფი 32//. 


ბრძენთა თქმით დაუშვებელია საკუთარი თავის ქება.

კვეხნა, ტრაბახი, საკუთარი თავის ქება ამცირებს ადამიანის მნიშვნელობას სხვათა თვალში და აჯავრებს ალაჰს. ...

ვ -ალაჰის ქმნილების შეჩვენება და გმობა:

არ დაგმო და არ შეაჩვენო ალაჰის არც ერთი ქმნილება, არც ცხოველი,არც საკვები და,მით უმეტეს, არც ადამიანი.

არ გამოუცხადო უნდობლობა არც ერთ მაჰმადიანს იმ საბაბით რომ ის შეიძლება იყოს პოლითეისტი, ურჯულო თუ ორპირ-პირფერი ვინაიდან გულები იცის მხოლოდ ალაჰმა.

მაშ არ ჩაერიო ალაჰსა და მის ქმნილებებს შორის.

იცოდე რომ აღდგომის დღეს არავინ შეგეკითხება თუ რატომ არ დაგმე და შეაჩვენე ესა თუ ის პირი.

პირიქით აღდგომის დღეს შენ არავინ მოგკითხავს პასუხს იმის გამო რომ შენ არასოდეს შეგიჩვენებია ეშმაკი,ა რასოდეს გილაპარაკია მაზე.

მაგრამ შენ მოგკითხავენ პასუხს მაშინ თუ კი შეგიჩვენებია ალაჰის რონელიმე ქმნილება.

ნუ აკრიტიკებ ალაჰის ქმნილებას.

წინასწარმეტყველი არასოდეს აკრიტიკებდა ცუდ საჭმელსაც. ის უბრალოდ ჭამდა მარტო იმას რაც მოსწონდა და არ ჭამდა იმას რაც არ მოსწონდა.

ნუ აგინებ ალაჰის ქმნილებას მაშინაც კი როდესაც ის დამნაშავეა შენს წინაშე.

თვითონ ალაჰი მოუვლის მას და გადაწყვეტს მის ბედს.

ტრადიციაში ნათქვამია:
"მსხვერპლი განუწყვეტლად აგინებდა იმას ვინც დამნაშავე იყო მის წინაშე და გადააბიჯა ყოველგვარ საზღვარს. დამნაშავეს შემდეგ სასამართლოს დღეს პასუხს მოსთხოვს ჟალიმი."

ყვებიან რომ ზოგმა ღმერთს სთხოვა ალ-ჰაჯაჯის დასჯა.

ერთმა ღვთისმოსავმა მოხუცმა კი თქვა: "ღმერთი მიაგებს მისაგებს ალ-ჰაჯაჯის დამამცირებლებს და ღმერთი მიაგებს მისაგებს მჩაგვრელ ალ-ჰაჯაჯს". 

ზ -ხუმრობა და მასხრად აგდება:
თავშეკავებული იყავი როგორც სერიოზული საუბრისას ისე ხუმრობაში და მასხრობაში. ვინაიდან დაცინვა ადამიანს აკარგვინებს ღირსებას,იწვევს უპატივცემულობას,მარტოობას და ვნებს გულებს.

ისაა კამათის,ჯავრისა და განხეთქილების წყარო და აღიზიანებს ამწარებს გულებს.

არ დასცინო მაშინაც თუ კი ადამიანებმა პირველებმა დაგცინეს და შეაქციე მათ ზურგი მანამდე არ გადავლენ სხვა თემაზე. 
"იყავი იმათგან ვინც ჩაივლიან ფუქსავატობის წინაშე და კეთილშობილად მოშორდებიან მას" //ყურანი,სურატა 25,სტროფი 72//. 

მხოლოდ განმარტოების ან მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში ლაპარაკით შეგიძლია ენით, ტლიკინით გამოწვეული უბედურებების თავიდან აცილება.

აბუ ბაკრი ქვას იდებდა პირში რათა არ ელაპარაკა საჭიროზე მეტი. ის ამბობდა:
"სწორედ მოუთოკავმა ენამ დამაყენა ყველა უსარგებლო გზაზე".

ერიდე. მაშ, შენს საკუთარ ენას, სწორედ ის დაგღუპავს აქაც და საიქიოშიც. 

მუცელი:
არ ჭამო უკანონო და საეჭვო საჭმელი.

ჭამე მარტო კანონიერი,დაშვებული საჭმელი და ჭამე სიმაძღრის ზღურბლამდე ვინაიდან სიმაძღრე აქვავებს გულს,ასუსტებს გონებას და სიფხიზლეს, სხეულს აუძლურებს ღვთისმოსაობაში და ცოდნის ძიებაში,აძლიერებს ჟინს და წადილებს და ეხმარება ეშმაკის ჯარებს.

კანონიერი, დაშვებული საჭმლით გაძღომაა ბოროტება და კიდევ უფრო უარესია უკანონო, აკრძალული საჭმლით გაძღომა.

ყველა მორწმუნის მოვალეობაა კანონიერი საჭმლის ძიება.

ღვთისმოსაობა და ცოდნის ძიება,რომლებსაც თან ახლავს კანონიერი საჭმელი ჰგავს უმტკიცეს გალავანს...

ხელები:
შენი ხელები არ უნდა იხმარო მაჰმადიანის,მორწმუნის წინააღმდეგ.

არ უნდა იქურდო.

შენი ხელებით არ უნდა დაუშავო არაფერი ალაჰის,ღმერთის ქმნილებას.

შენ ხელით არ უნდა დაწერო ის რისი თქმის უფლებაც არა აქვს ენას. ყალამი მეორე ენაა.

ფეხები:
ყურადღება მიაქციე იმას რომ შენმა ფეხებმა არ მიგიყვანოს უკანონო,აკრძალულ რამეებამდე და უსამართლო ხელისუფალთა კარებამდე.

თავი არ დაიმცირო უსამართლო ხელისუფალთა წინაშე,პატივი არ მიაგო მათ იმიტომ რომ ალაჰი, ღმერთი, კრძალავს ამას.

"ნუ დაეყრდნობით უსამართლოებს თორემ ცეცხლი მოგწვდებათ" ყურანი,სურატა 11,სტროფი 113//.

ეს გეპატიებათ მხოლოდ გარდაუვალობის შემთხვევაში.

აკრძალულია უსამართლო ხელისუფალთათვის რამის თხოვნა.

"ყოველი სული არის მძევალი იმისა რაც მოიპოვა" //ყურანი,სურატა 74,სტროფი 38// მაგრამ გფრთხილდი და არ თქვა რომ გულუხვი ღმერთი აპატიებს ადამიანებს მათ შეცდომებს.

ეს მართალია მაგრამ აქ არასწორია მისი გამოყენება და აზრი.

იმას ვინც ამ გამოთქმას იყენებს საბაბად თვითონ წინასწარმეტყველი უწოდებს უტვინოს.

"გონიერი ისაა ვინც თავის სულს და მოქმედებას უმორჩილებს საიქიოს პერსპექტივას. უტვინოა ის ვინც აყვება თავის ჟინს და წადილებს და ფიქრობს რომ ალაჰი მას არ შეხედავს მკაცრად" //აჰმად იბნ ჰანბალი,ტირმიდი და იბნ მაჯაჰი//.


ის ვინც ღმერთის მოწყალებას ახსენებს რათა არ გაისარჯოს ამას აკეთებს იმისთვისაც რომ ეზარება საღვთო საკითხების ცოდნის გაღრმავება და ამბობს

გულუხვ და მოწყალე ღმერთს შეუძლის ჩემს გულში ჩადება იმ ცოდნისა რომელიც მან ოდესღაც ჩასდო წინასწარმეტყველთა და მის წმინდანთა გულებში ისე რომ მე არ დამჭირდება გარჯა,სწავლა და გამეორება.


ასე ლაპარაკობს ის ვისაც უნდა სიმდიდრე მაგრამ ეზარება შრომა და მიწის დამუშავება და ამბობს რომ გულუხვი და მოწყალე ღმერთი მას აჩვენებს დამალულ განძს და ის შესძლებს მხართეძოზე წამოწოლას გაუნძრევლად.

არადა ალაჰი ამბობს ადამიანი მიიღებს მხოლოდ მისი შრომის ნაყოფს//ყურანი, სურატა 53,სტროფი 39//.

თქვენ მიიღებთ თქვენი შრომის შესაბამისად//ყურანი, სურატა 66,სტროფი 7//.

სამართლიანები იქნებიან იქ სადაც სიტკბოებაა, მაგრამ თავის მოვალეობათა შესრულებაზე უარისმთქმელნი, არაკეთილსვინდისიერნი, იქნებიან ჯოჯოხეთში// ყურანი, სურატა 82,სტროფები 13-14//.

თუ კი არა გაქვს მხოლოდ ღმერთის გულუხვობის იმედი და შენ თვითონ ცდილობ ცოდნის მოპოვებას და ამქვეყნიური ყოფის გაუმჯობესებას იფიქრე უკანასკნელ დღეზეც და მოემზადე მისთვის.

არ მოიტყუო თავი. ორი სამყაროს უფალი ერთი და იგივეა ამქვეყნადაც და საიქიოშიც.

ის გულუხვი და მოწყალეა. მისი მოწყალება არ გააძლიერებს შენი ღვთისმოსავი ქცევების მადლს. უს გაძლევს მოთმინების გამოვლენის და სწრაფად წარმავალი წადილების უარყოფის საშუალებას და ამით გიადვილებს მარადიულ სასუფეველში მისვლას. ესაა მისი უდიდესი გულუხვობა. 


ნუ მოიტყუებ თავს უქნარათა მატყუარა ისტორიებით. მიბაძე კეთილი ნების და გონიერ ადამიანებს წინასწარმეტყველთა ღვთისმოსავთა შორის.

ნუ გაქვს იმედი რომ აიღებ მოსავალს რომელიც არ დაგითესია.

შეიწყალებენ იმათ ვინც მარხულობს, ლოცულობს, ებრძვის ურწმუნოებას,ვისაც ეშინია ღმერთისა.

უმანკოებას ვერ დაიცავ ავხორცი მზერისგან შენი თვალის დაცვის გარეშე.უწმინდური აზრებისგან გულის დაცვის გარეშე, მუცლის საეჭვო საჭმლისგან და ღორმუცელობისგან დაცვის გარეშე...


იცოდე რომ გარე ნაკვთების ქმედებას განსაზღვრავს გულის თვისებები.

თუ კი გინდა სხეულის ნაკვთების დაცვა განიწმინდე გული სულიერი ღვთისმოსაობით, ღმერთის შინაგანი შიშით.

გული არის ხორცის ის ნაჭერი რომელზეცაა დამოკიდებული მთელი სხეული.

თუ კი გული წმინდაა და ჯანმრთელი წმინდა და ჯანმრთელი იქნება მთელი სხეული. თუ გული გარყვნილი და გადაგვარებულია გადაგვარებული და გარყვნილი იქნება დანარჩენი სხეულიც.

გარდაქმენი შენი გული და გარდაიქმნებიან გარე ნაკვთებიც. 
ეს კი მოხდება მუდმივი სიფხიზლის მდგომარეობაში.

გულის ცოდვები:
იცოდე რომ გულის ცუდი თვისებები მრავალია.

მის სიმდაბლეთა განწმენდას დიდი დრო სჭირდება. და განკურნებისკენ მიმავალი გზა რთულია.

გულის განწმენდის მეცნიერება და პრაქტიკა კი თითქმის დაკარგულია იმიტომ რომ მაცდურ წუთისოფელს აყოლილი ადამიანები აღარ აქცევენ ყურადღებას იმას რაც არის მათში...

აქ განსაკუთრებით გაფრთხილებთ გულის სამი ბიწიერების შესახებ. ისინი განსაკუთრებით ახასიათებს ჩვენი დროის რელიგიურ სწავლულებად წარმომდგარ ადამიანებს. ისინია არსებითად დაღუპვის და ზოგი სხვა ბიწიერი თვისებების მიზეზი.

ეს სამი ბიწიერი თვისებაა გულით ნდომა,სურვილი,მედიდურობა-მკვეხარობა და თავხედობა.

ეცადე მაშ გულის განწმენდას ცუდი თვისებებისგან და ისწავლე სხვა ცუდი თვისებების თავიდან არიდება.

წინასწარმეტყველმა თქვა:
სამი რამეა დაღუპვის მიზეზი სიხარბე,რომელსაც ავყვებით,მიხვედრა რომელსაც მივსდევთ და ადამიანის ქედმაღლობა-თავხედობა.


გულით ნდომა, სიხარბე:
ხარბი არის ღვთაებრივი სიკეთის თავისთვის მსურველი მაგრამ სხვისთვის ამ სიკეთის უარმყოფელი ადამიანი.


შურიანი კი არის ის ვისაც არ მოსწონს ის რომ ღმერთმა რაღაც არამატერიალური თუ მატერიალური სიკეთე მისცა სხვას და არა მას.

მეტიც, შურიანს მოუნდება რომ სხვამ დაკარგოს ის სიკეთე რაც თვითონ მას არა აქვს მაშინაც კი როდესაც ეს მას არავითარ ხეირს არ აძლევს. ესაა უდიდესი მანკიერება.

ამიტომ ამბობდა წინასწარმეტყველი რომ შური წვავს გაკეთებულ სიკეთეს ისე როგორც ცეცხლი წვავს ხეს.

შურიანი ამქვეყნადაც და საიქიოშიც დასჯილი იქნება მარადიულად ყოველგვარი მოწყალების გარეშე ვინაიდან მის ნაცნობებს და მსგავსებს შორის ბევრი იქნება მცოდნე,შეძლებული თუ ღირსეული ადამიანი და და მათი სიკეთის ხედვით დაჩაგრული შურიანი უბედური იქნება სიკვდილამდე. შემდეგ მოდის სასჯელი სიკვდილის შემდეგ.

ჭეშმარიტი მაჰმადიანი ვერ იქნება ვერავინ თუ კი ის სხვა მაჰმადიანებს არ უსურვებს იმას რაც უნდა თავისთვის.

მნაჰმადიანმა ბედნიერებაც და უბედურებაც უნდა გადაიტანოს სხვა მაჰმადიანებთან ერთად ვინაიან მაჰმადიანები მათი ერთიანობით გვანან შენობას რომლის ნაწილებიც აძლიერებენ ერთმანეთს.


ისინი ქმნიან ერთ სხეულს,როდესაც იტანჯება ერთ-ერთი ნაკვთი იტანჯება მთელი სხეული.

თუ კი ასეთი შეგრძნება არა გაქვს გულში უნდა დაფიქრდე შენი სულის ხსნაზე.

მედიდურობა:
მედიდურობა არის შენიღბული წარმართობა,პოლითეიზმი. საკუთარი თავის ღმერთივით თაყვანისცემა.

მედიდურება არის ადამიანთა გულში ადგილის ძიება პრესტიჟისა და პატივის მოსაპოვებლად.

დიდების სიყვარული არის ადამიანთა დამღუპველი ჟინის სახეობა.

ეს ადამიანები დაიღუპნენ სხვა ადამიანთა გამო.

ისინი ნამდვილად პატიოსნები რომ ყოფილიყვნენ აღიარებდნენ რომ მათ თავისი ცოდნა შეიძინეს და სასურველს მიაღწიეს მხოლოდ თავის გამოჩენის მიზნით,ეს კი ტრადიციის თანახმად აზრს უკარგავს ყველა მიღწევას.

როდესაც მარტვილს მიიყვანენ ჯოჯოხეთში ია იტყვის რომ მან თავი გასწირა უფლის გულისთვის. უფალი კი ეტყვის ტყუილს ამბობს. შენ უბრალოდ გინდოდა რომ შენზე ეთქვათ რომ ვაჟკაცი ხარ. ასე ითქვა კიდეც და ეს ნათქვამია შენი ჯილდო!


ასევე განისჯებიან ის სწავლულები,მლოცველები და ყურანის მკითხველები ვინც მოღვაწეობდნენ და საქმიანობდნენ თავის გამოჩენის მიზნით,სხვებისთვის თავის მოსაწონებლად.

ამაოება, ქედმაღლობა-თავხედობა და კვეხნა-ტრაბახი:
ესაა უკურნებელი მანკიერებები. ადამიანი განადიდებს თავის თავს და ზიზღით უყურებს სხვებს.

ეს ქედმაღლობა მჟღავნდება იმის პირში ვინც მუდამ ამბობს მე.

ამით ის გავს შეჩვენებულ ეშმაკ იბლისს. ღმერთმა იბლისს უბრძანა ადამის წინაშე ქედის მოხრა და მან კი ასე უპასუხა: 
"მე,მე უკეთესი ვარ მასზე. შენ მე შემქმენი ცეცხლისგან და ის შექმენი თიხისგან "// ყურანი,სურატა 7,სტროფი 12//. 

ქედმაღალი და თავხედი ადამიანი წინ გამოდის ხოლმე შეკრებებზე და თავს თვლის სხვებზე უკეთესად. მას უნდა გამარჯვება ყველა დისკუსიაში და არავის აქვს შეპასუხების უფლება. თავხედი უყურადღებოა როდესაც მას არიგებენ და თავის აზრებს სხვებს იძულებით ახვევს თავზე.

თავხედი და ქედმაღალია ყველა ვინც თვლის რომ ის უკეთესია ალაჰის,ღმერთის ნებისმიერ ქმნილებაზე.

ბევრად მეტიც,უნდა იცოდე რომ ადამიანთა შორის საუკეთესოა ის ვინც ღმერთის თვალშია საუკეთესო საიქიოში. და ეს სტატუსი მიუწვდომელი საიდუმლოა იმიტომ რომ დამოკიდებულია იმაზე თუ რა მდგომარეობაში დაასრულებს ადამიანი თავის სიცოცხლეს.

დაჯერება იმისა რომ სხვებზე უკეთესი ხარ წმინდა უვიცობაა შენს მხრივ.

პირიქით, შენ ყველას უნდა შეხედო როგორც შენზე უკეთესს,როგორც შენზე მეტი ღირსებების მქონეს.

ასე მაგალითად როდესაც ხედავ ბავშვს თქვი რომ მას არასოდეს ჩაუდენია ცოდვა მაშინ როდესაც შენ ჩაიდინე და ამიტომ ბავშვი უეჭველად უკეთესია შენზე.

როდესაც დაინახავ შენზე უფროსს თქვი რომ ის შენზე ადრე სცემდა თაყვანს ღმერთს და ამდენად ის შენზე უკეთესია.

თუ კი შეხვდები სწავლულს თქვი რომ მან გასცა ის რაც შენ არ გაგიცია, რომ ის მივიდა იქ სადაც შენ არ მისულხარ და მენ შეიცნო ის რაც შენ არ შეგიცნია და როგორ იქნები შენ მისნაირი.

უმეცრის დანახვისას თქვი რომ მან სცოდა უმეცრებით და შენ კი სცოდე საქმის ცოდნით,რომ ღმერთის არგუმენტი შენს წინააღმდეგ ურყევია. რომ შენ არ იცი თუ როგორ დამთავრდება როგორც შენი ისე მისი ცხოვრება.

როდესაც შეხვდები ურწმუნოს თქვი რომ ის შეიძლება გახდეს მორწმუნე და დაასრულოს ცხოვრება როგორც სათნო ადამიანმა და რომ მოქცევით ის ისე იოლად აარიდებს თავს ცოდვებს რა ადვილადაც ვიღებთ ბეწვს ფქვილიდან. რომ ღმერთმა შენ შიძლება მოგცეს გზიდან აცდენის საშუალება და მაშინ გადაიქცევი ურწმუნოდ და ცუდი საქციელით დაამთავრებ ცხოვრებას. მაშინ ის ვინც დღეს ურწმუნოა შეიძლება გადაიქცეს ღმერთის ახლობლად და შენ კი შეიძლება ჩამოშორდე ღმერთს. 

ქედმაღლობა და თავხედობა გამოვა შენი გულიდან მხოლოდ მაშინ როდესაც გაიგებ რომ ადამიანი ნამდვილად დიდია მაშინ როდესაც ის დიდია ღმერთის თვალში.

ეს კი დამოკიდებულია იმაზე თუ რა მდგომარეობაში ასრულებს ადამიანი თავის ცხოვრებას. 


როდესაც ამას გაიგებ შეგეშინდება ცხოვრების დასასრულისა და შენ ვეღარ იქნები ქედმაღალი ღმერთის ქმნილებების და მსახურთა მიმართ მაშინ როდესაც არ იცი თუ როგორ დამთავრდება შენი ცხოვრება.

შენი დღევანდელი რწმენა ვერ გაფიქრებინებს რომ მომავალში ცვლილება შეუძლებელია ვინაიდან სინამდვილეში ღმერთი,ალაჰი გარდაქმნის გულებს, ის გზას უჩვენებს იმას ვისაც სურს და აბნევს იმას ვისაც სურს....

//Abu Ilyas Muhammad Diakho-ს მიერ არაბულიდან ფრანგულად თარგმნილი ეს ტექსტი შემოკლებით თარგმნა გ. მარჯანიშვილმა//.


"აბა ვის ძალუძს სრულად უთხრას მადლობა დიდ პოეტს, ერის მარგალიტს!" //ბეთჰოვენი გოეთეზე//.
ცოდვებში ჩაფლული სამყაროს არაბულ ნაწილში მუჰამედის გამოჩენა და მისი ქადაგება სასწაული იყო.

ეს დაინახა და დააფასა უდიდესმა გერმანელმა პოეტმა და მოაზროვნე იოჰან ვოლფგანგ გოეთემაც //1749-1832//.

მან დაწერა არა მარტო გერმანული არამედ მთელი ევროპული ლირიკის ერთ-ერთი უდიდესი წიგნი- "დასავლურ-აღმოსავლური დივანი".

ირანის სახელგანთქმულ პოეტებად,განსაკუთრებით კი შეუდარებელ ნიმუშად შერჩეულ ჰაფეზად გარდასხვისას ის ტკბება აღმოსავლეთით...

"დასავლურ აღმოსავლური დივანიდან"

1814-1818

იჯრა //სიტყვა-სიტყვით თარგმანი რუსულიდან//:
ჩრდილოეთი,დასავლეთი, სამხრეთი დაინგრა, ტახტები და სამეფოები დაეცა.
წადი ღვინის,სიყვარულის და სიმღერის აღმოსავლეთში,ისუნთქე პატრიარქალური ჰაერით და აღორძინდი ახალი სიცოცხლისთვის. 

იქ წინასწარმეტყველის მიერ დარიგებული სულით დაუბრუნდი წყაროებს,

დაბრუნდი სამყაროში სადაც მოკვდავი ღმერთს ესაუბრებოდა კამკამა ბრძნული სიტყვით და მიწიერ სიტყვაში ტანჯვისა და ტკივილის გარეშე იძენდა ცათა სინათლეს.


სამყაროში სადაც პატივს მიაგებენ წინაპრებს,სადაც ყურადღებას არ აქცევენ უცხოს, სადაც თავისუფლადაა სწორი რწმენა,სადაც ვიწროდაა ეშმაკური სიბრძნე და მუდამ ახალია სიტყვა ვინაიდან სიტყვა ზეპირი იყო.

მწყემსად იხეტიალე ფარასთან ერთად, გაგრილდი ჭადრის ძირში,ატარე ქარავანი ქვიშებით ყავით, მუსკუსით, აბრეშუმებით. ატარე უწყლობაში, სიცხეში, უგზოობაში.

ვიწრო და ციცაბო ბილიკზე შიში გაფანტე სიმღერით, ღამის წყვდიადში აქლემიდან მთელი ძალით დასჭექე ჰაფეზი ისე რომ აზანზარდნენ ვარსკვლავები და ყაჩაღები გაიქცნენ.

ნადიმზეც და აბანოშიც ისევ იმღერე წმინდა ჰაფეზი, საფარველქვეშ ამოიცანი მარჯანივით აალებული ბაგეები და მზეთუნახავის გული დაიყოლიე ვნებიანი სიტკბოებისკენ.
           
ალ-ღაზალი, ჰაფეზი და გოეთე გაგახსენდება ქართველი მწერალი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, თანამედროვე ქართული და გერმანული ფსიქოლოგიური რომანის ერთ-ერთი ფუძემდებელი გრიგოლ რობაქიძის აი ასეთი აზრების წაკითხვის შემდეგაც:

"1916 წელს როგორც სამხედრო მოხელე სპარსეთში მოვხვდი. ეს ჩემი ცხოვრების შემობრუნების წერტილი იყო. მესოპოტამიის ზღურბლამდე მივაღწიე და მქონდა შეგრძნება რომ საუკუნეებში დაკარგული მშობელი ვიპოვე.

ისტორიკოსები ვარაუდობენ,ქართველთა უძველესი პირველსამშობლო ქალდეა იყო. მიწის შეგრძნება ჩემში ყოველთვის განსაკუთრებით იყო გამოხატული-ის ირანის ზეგანზე რაღაც კოსმიურად იქცა. მთელი ჩემი არსებით ვიგრძენი რომ ჩემი პოეტური ფესვები იქ იყო...

http://www.nplg.gov.ge/gsdl/cgi-bin/library.

დასავლეთ-აღმოსავლეთის პარადიგმატიკა და გრიგოლ რობაქიძე 


მანანა კვატაია
საქართველო, თბილისი

...ადრეულ შემოქმედებაში რობაქიძის სიმპათია ამომავალი მზის საუფლოსაკენ იხრებოდა. მისი რომანტიკული აღფრთოვანება არაერთ სტრიქონს აღუბეჭდავს:
„დიადია აღმოსავლეთი: მწვავი და ნელი მისი ცხელი შუადღე, როცა მზის ნადიმზე ოქროს ნაკადულებში ლურჯთვალა ქალწული იბადება; ღრმა და მყუდროა მისი შუაღამე, როცა ცის ლურჯ ფსკერზე უძირო საიდუმლონი ბრილიანტობენ“ („ლეილა“, 1917 წ.) (ევროპა 1997: 283). მწერლის იმდროინდელი პოზიცია ნათლად იკვეთება მის შემდეგ სიტყვებში: „საქართველოც ხომ ნატეხია აღმოსავლეთის: და ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ ჩვენი აკვანი. ძირფასია დასავლეთი ევროპა, მაგრამ ევროპისათვის აღმოსავლეთს ვერ დავსთმობთ. უმჯობესი იქნება, მათი ქორწილი ქართული ნადიმით გადავიხადოთ“. რობაქიძის აზრით, ამის მაგალითი რუსთაველია, რომელმაც „შეჰკრა სინთეზი აღმოსავლეთის დაჩრდილული ფიქრისა და იტალიის აშადრევანებული რენესანსის გაქანებისა...” (იქვე).


     ИЗ "ЗАПАДНО-ВОСТОЧНОГО ДИВАНА"
     
     1814-1818
    
     ГИДЖРА
    
     Север, Запад, Юг в развале,
     Пали троны, царства пали.
     На Восток отправься дальный
     Воздух пить патриархальный,
     В край вина, любви и песни,
     К новой жизни там воскресни.
    
     Там, наставленный пророком,
     Возвратись душой к истокам,
     В мир, где ясным, мудрым слогом
     Смертный вел беседу с богом,
     Обретал без мук, без боли
     Свет небес в земном глаголе.
    
     В мир, где предкам уваженье,
     Где чужое - в небреженье,
     Где просторно вере правой,
     Тесно мудрости лукавой
     И где слово вечно ново,
     Ибо устным было слово.
    
     Пастухом броди с отарой,
     Освежайся под чинарой,
     Караван води песками
     С кофе, мускусом, шелками,
     По безводью да по зною
     Непроезжей стороною.
    
     Где тропа тесней, отвесней,
     Разгони тревогу песней,
     Грянь с верблюда что есть мочи
     Стих Гафиза в пропасть ночи,
     Чтобы звезды задрожали,
     Чтоб разбойники бежали.
    
     На пиру и в бане снова
     Ты Гафиза пой святого,
     Угадав за покрывалом
     Рот, алеющий кораллом,
     И склоняя к неге страстной
     Сердце гурии прекрасной.
    
     Прочь, завистник, прочь, хулитель,
     Ибо здесь певца обитель,
     Ибо эта песнь живая
     Возлетит к преддверьям рая,
     Там тихонько постучится
     И к бессмертью приобщится.

Комментариев нет:

Отправить комментарий