суббота, 5 октября 2013 г.

ფილიპ სელიე.ბიბლია.დასავლური კულტურის ერთ-ერთი საფუძველი


 И увидел во сне: вот, лестница стоит на земле, а верх ее касается неба; и вот, Ангелы Божии восходят и нисходят по ней. (Быт, 28:12)

სამოთხიდან განდევნა,1510,დიურერი



წიგნი" ბიბლია დასავლური კულტურის წყარო"




ჯოჯოხეთს ჩასვლა, ანდრეი რუბლიოვი//1408-1410//

ქრისტეს ჩასვლა ჯოჯოხეთში არის ქრისტიანული დოგმატი რომლის თანახმადაც ჯვარცმის შემდეგ იესო ქრისტე ჩავიდა ჯოჯოხეთში,გაანგრია მისი კარიბჭე და გამოიყვანა იქ დაპატიმრებული სულები,ძველი აღთქმის ყველა მართალი და ადამი და ევა. ქრისტეს ჩასვლა ჯოჯოხეთს მის ვნებათა ნაწილია. ეკლესია თვლის რომ ეს მოხდა ქრისტეს კუბოში ყოფნის მეორე დღეს. ეკლესია ამ მოვლენას იხსენებს დიდი შაბათის წირვაზე. 

მართლმადიდებლობის თანახმად ქრისტეს გაყვა ძველი აღთქმის ყველა მართალი ადამის მეთაურობით და შემდეგ უველა ის ვინც გამოეხმაურა მის სახარებისეულ ქადაგებას.










ბიბლიაა დასავლური კულტურის წყარო და ერთ-ერთი საფუძველი და არა   მერაბ მამარდაშვილის თხზულებები. ასე ამბობს პარიზი IV-სორბონას უნივერსიტეტის დამსახურებული პროფესორი ფილიპ სელიე, პასკალის და პორტ-როიალის ერთ-ერთი უდიდესი სპეციალისტი. ეს წიგნი პარიზში გამოიცა 2007 წელს.

                         გთავაზობთ ამ წიგნის ფრაგმენტებს.


               
მარკ შაგალი,მოსე იღებს ათ მცნებას







                           
მარკ შაგალი,დავითი ქნარით


         



 სამების სიმბოლოები უბისის ეკლესიის კამარაზე.მე-14 ს.,მხატვარი დამიანე.


ymbols of the Trinity in the vault of the church.
 http://ka.wikipedia.org/wiki/დამიანე

უბისი
"უბისას მონასტრის ხატები და კედლის მხატვრობა - XIVს."

უბისის ეკლესიის ხატწერისა და მონუმენტური ფერწერის ძეგლები ქართულ საეკლესიო ძეგლთა შორის სრულიად განსაკუთრებული მნიშვნელობისაა. მხატვრული დონითა და შინაარსობრივი დატვირთვით ეს უნიკალური ანსამბლია, რომელიც ერთდროულადაა შექმნილი ადგილობრივ სამხატვრო ამქარში გვერდიგვერდ მოღვაწე ხატმწერებისა და მონუმენტალისტების მიერ.


დამიანე

დამიანე, XIV საუკუნის ქართველი მხატვარი. ხელმძღვანელობდა უბისის ეკლესიის მოხატვას. აღნიშნული ძეგლის კედლის მხატვრობაში ფერწერის ორი მანერა შეიმჩნევა, ერთი, რომელიც ეკლესიის მხატვრობაში ჭარბობს, "საიდუმლო სერობის" კომპოზიციისათვის არის დამახასიათებელი; ამ სცენის ქვემოთ დამიანეს წარწერაა, რაც გვაფიქრებინებს, რომ "საიდუმლო სერობის" ფერწერული სტილი დამიანემ შექმნა; მეორე, როგორც ჩანს, მისი მოწაფის მიერაა შექმნილი. დამიანეს მიერ შესრულებული ფრესკები XIV საუკუნის ქართველი მხატვრობის უმნიშვნელოვანეს ძეგლთაგანია, ადრინდელი მხატვრობის მონუმენტურობას, სიდინჯესა და დარბაისლობას აქ დინამიკურობა, დაგრძელებული ფიგურები, სამოსლის ნაკეცთა რთული, ტეხილი ხაზები დაქუცმაცებული ხუროთმოძღვრული ფონი ცვლის. დამიანეს ნახატი მეტყველია, მის ენერგიულ ფერწერას ახასიათებს ფართო, თამამად დადებული ჭარბი მონასმები. მოციქულთა, ანგელოზთა და წმინდანთა სახეები ძალზე საინტერესოა თავისი ექსპრესიით. თმა და წვერი ოსტატურად არის დამუშავებული. "საიდუმლო სერობის" კომპოზიცია გვიჩვენებს, რომ მხატვარი არ ერიდებოდა რეალური სინამდვილის ასახვას - გაშლილ სუფრაზე აწყვია მწვანილი, ქართული პური. დამიანე თავისი დროის დიდი მხატვარი იყო.
http://ka.wikipedia.org/wiki/დამიანე



La culture occidentale est enracinée dans la Bible bien plus profondément que dans la pensée grecque et le droit romain, qui n'étaient étudiés que par les élites. La Bible a au contraire imprégné la totalité de la société et ses axes sont devenus universellement populaires : sens de l'histoire, absolu de la personne humaine -d'où dérivent les droits de l'homme-, intérêt pour les démunis, séduction de la personnalité du Christ, révélation de l'amour comme secret et idéal de nos existences.
Si certains des 73 livres bibliques peuvent, par leur éloignement dans le temps, donner l'impression d'une forêt, leur message devient de plus en plus lumineux à mesure qu'on s'élève vers les sommets. Ce sont des cimes couronnées de neiges éternelles qui sont proposées ici au cheminement du lecteur. Il s'agit à la fois de comprendre l'univers au sein duquel nous vivons, de ne pas avancer comme des aveugles, et surtout de respirer un air plus vif : l'air des hauteurs.



              დასავლური კულტურა ბიბლიაში ბევრად უფრო ღრმადაა ფესვგადგმული ვიდრე  ბერძნულ აზრში და რომაულ სამართალში რომლებიც შეისწავლეს მხოლოდ ელიტებმა. 

          ბიბლიამ,პირიქით,თავისი კვალი დაამჩნია მთელ საზოგადოებას  და მისი ძირითადი მიმართულებები  საყოველთაოდ პოპულარულია.

           ეს მიმართულებებია ისტორიის მნიშვნელობის განცდა,ადამიანის პიროვნების აბსოლუტი-საიდანაც მომდინარეობს ადამიანის უფლებები,დაინტერესება გაჭირვებულთა,უბედურებაში ჩავარდნილთა ბედით,ქრისტეს პიროვნების მომხიბლაობა, გაცხადება იმისა რომ ადამიანის არსებობის საიდუმლო და იდეალი არის სიყვარული....

         ბიბლია არის წიგნი რომელსაც ყველაზე მეტად კითხულობენ და ყველაზე მეტად თარგმნიან მსოფლიოში.  მთლიანად თუ ახალი აღთქმით შემოფარგლული,ის არსებობს 2 355 ენაზე.  2006 წლის ბოლოს  New Yorker  ასკვნიდა რომ ბიბლია ყოველ წელს ჩანს როგორც წლის ბესტსელერი. 

                                      2005 წელს აშშ-ს ამერიკელებმა იყიდეს ბიბლიის 5 მილიონი ეგზემპლარი და მათი 47 პროცენტი ბიბლიას ყოველ კვირას კითხულობს. 

          ფიქრობენ რომ  ინგლისურად არსებობს ბიბლიის 500 ვერსია.  საფრანგეთში ბიბლიის ახალ თარგმანთა რაოდენობა გაიზარდა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ....

                 ბიბლია არის დასავლური კულტურის ერთ-ერთი საფუძველი. ის ეყრდნობა ბერძნული და ებრაული ტექსტების ორ პრესტიჟულ ანსამბლს. 

         ეს გენეალოგია ხშირად დაჰყავთ ორი ქალაქის,იერუსალიმის და ათენის სახელებზე,მაგრამ  ებრაული ბიბლიის მონოთეიზმმა ბერძნული კულტურა კრიტიკულად მიიღო  ანტიკური სამყაროს ერთ-ერთ ინტელექტუალურ დედაქალაქში,ალექსანდრიაში. 

            ბიბლია ბერძნულად გამოჩნდა ძვ.წ. 250 წლიდან. 

               ღმერთის,სამყაროს,ისტორიის, ღმერთის სახედ შექმნილი ადამიანის ბიბლიურმა ხედვამ  შეითვისა მდიდარი ბერძნული აზრის ნაწილი. 

              წარმატებულმა სინთეზმა სხვადასხვა ძალის კვალი დაამჩნია ყველა კონტინენტს. 

                 ბიბლიამ მსოფლიო ლიტერატურას მისცა ზოგი უმნიშვნელოვანესი ქმნილება,მაგალიტად ისაიას წიგნი და სხვა წინასწარმეტყველთა მრავალი ფურცელი,იობის წიგნი,ეკლესიასტე,ქებათა ქება... ბიბლიის მოთხრობამ სამყაროს წარმოშობის შესახებ აჯობა ბერძნულ მითებს და მისცა სიმბოლური ჩარჩო ათეულობით თაობას. 

          მოთხრობებმა ეგვიპტური მონობიდან განთავისუფლების,უდაბნოს გავლის,აღთქმულ მიწაზე შესვლის, აღდგომით დასრულებულმა ქრისტეს ვნებამ  ოცნებები გაუჩინა და მოქმედებისკენ უბიძგა ადამიანებს.

             ფსალმუნებმა კვება მილიარდობით ადამიანის ლოცვა. 
              იოანეს აპოკალიფსმა აღაგზნო ფანტაზია და კაცობრიობას შესთავაზა ხატთა განსაკუთრებული საგანძური.

         ბიბლიურმა ეპიზოდებმა და პერსონაჟებმა ბიძგი მისცეს მრავალი ლიტერატურული,პლასტიკური და მუსიკალური ნაწარმოების შექმნას.  ამ ნაწარმოებთა გაგება შეუძლებელია თუ კი არაფერი ვიცით მათი შთაგონების წყაროს შესახებ.  

              რემბრანდტის 600 სურათიდან 145 სურათი,70 ოფორტი და 575 ნახატი ბიბლიითაა შთაგონებული. მან წარმოადგინა ქრისტეს ვნების ყველა მომენტი და დაგვიტოვა ნამდვილი პლასტიკური რეპორტაჟი.

             ბიბლიიდან წამოსული მრავალი გამოთქმა და ანდაზა გაიფანტა დასავლეთის ენებში.

           ამ დიდი კულტურული ექსპანსიის გარდა ორმა მილიარდმა ადამიანმა ბიბლია აღიქვა როგორც  ადამიანის ხმაურიან და აურზაურით სავსე ისტორიაში ერთადერთი ღმერთის ყველაზე გამორჩეული და ყველაზე სრული გამოცხადება...

           ისლამიც მოწიწებით იხსენებს აბრაამს,მოსეს,მარიამს.იესოს...


                          რა არის ბიბლია?

                                 biblia ბერძნულად არის წიგნები. ამ ცნებით ალექსანდრიელი ებრაელები ძვ.წ. მეორე საუკუნიდან აღნიშნავდნენ მოსეს კანონის ხუთ წიგნს. შემდეგ ამ ცნებამ მოიცვა  ძველი და ახალი აღთქმის 73 წიგნი. 

                 ბერძნული diathekè-დან ნათარგმნი სიტყვა აღთქმა ნიშნავს ერთი პირის მიერ ქონების შეთანხმებით გადაცემას მეორე პირისთვის//ე.ი.ანდერძს//. 

                ბერძნულ ბიბლიაში აღთქმა არის ღმერთის ალიანსი,კავშირი ადამიანებთან. ეს სიტყვა ხაზს უსვამს მოვლენათა მსვლელობის დამდგენი ღმერთის ავტორიტეტს,ღმერთის ტრანსცენდენტურობას და კეთილგანწყობას.

                   საიდუმლოს სერობისას ბერძნულ თარგმანში ქრისტე ამ სიტყვას ხმარობს მის მიერ დადგენილი ახალი ალიანსის,ახალი კავშირის აღსანიშნავად.

                   ეს სხვადასხვა სიგრძის და სხვადასხვა ლიტერატურული ჟანრის 73 წიგნი თუ ტექსტი ჩაიწერეს ძვ.წ.850 წელსა და  ა.წ.110 წელს შორის ხშირად ბევრად უფრო ძველი ზეპირი ტრადიციის საფუძველზე.  ჩაიწერეს ებრაულად,არამეულად//ესაა სემიტური,სირიულის წინაპარი ენა რომელზეც ლაპარაკობდა იესო// და ბერძნულად. 

           მთელმა ახალმა აღთქმამ ჩვენამდე მოაღწია ბერძნულად, მთელი ხმელთაშუა ზღვის აუზის კულტურის ენაზე. 

             ბიბლიას ასევე უწოდებენ წერილს ან წმინდა წერილებს...

                                  ებრაული ბიბლია და ბერძნული ბიბლია:

                ბიბლიის შემადგენელი წიგნები ღმერთის ადამიანებისადმი ჭეშმარიტ გამოცხადებად ჯერ ებრაელებმა აღიარეს და შემდეგ ქრისტიანულმა ეკლესიამ.

            ეს აღიარება გამოიხატა რწმენის და არსებობის მარეგულირებელ ტექსტებად მიჩნეული წიგნების ოფიციალური სიებით. ა.წ.მე-4 საუკუნიდან თემის მიერ დადგენილ და დახურულ ასეთ სიას უწოდებენ კანონს.

                             ებრაული ბიბლიის კანონი თანდათანობით დადგინდა. 

                 ძვ.წ.398 წლიდან თორას 5 წიგნი ანუ კანონი,ცოტა ხნის შემდეგ წინასწარმეტყველები,შემდეგ ფსალმუნები აღიარებული იქნა როგორც ლტოლვილობიდან დაბრუნებული იზრაელის რელიგიური ცხოვრების გული. მრავალი სხვა წიგნისთვის ვითარება გაურკვეველი დარჩა ა.წ.პირველი საუკუნის ბოლომდე. 

            ამ დროისთვის იამნიასთან,თანამედროვე თელ-ავივთან ახლოს ჩატარებულმა კრებამ  კანონად დაადგინა მხოლოდ უშუალოდ ებრაულად დაწერილი ძველი წიგნები.  ამ კანონში შევიდა კანონი, წინასწარმეტყველები და სხვა "წერილები".

                ამ კანონის გარეთ დარჩენილ ტექსტებს დაარქვეს აპოკრიფები,"ფარული ტექსტები" ანუ საეჭვო ტექსტები. 

                  ებრაული  საზოგადოება ყოყმანობდა იმიტომ რომ არსებობდა ბერძნულად თარგმნილი თუ პირდაპირ ბერძნულად დაწერილი ბიბლია. 

                   ძვ.წ. 300 წლისთვის ალექსანდრეს მიერ დაარსებულ და მალე ანტიკური ხანის ერთ-ერთ დედაქალაქად გადაქცეულ ალექსანდირაში დაფუძნდა ებრაული კოლონია. 

           სწრაფად გაელინებულ-გაბერძნებულ ამ ებრაელებს მალე გაუჩნდათ მათი წმინდა წიგნების ბერძნულად თარგმნის მოთხოვნილება. 

                  ლეგენდის თანახმად ებრაელთა წმინდა წიგნები ბერძნულად თარგმნა სამოცდათორმეტმა ბრძენმა 250 წლისთვის.

            თარგმნისას მოხდა მნიშვნელოვანი ცვლილებები. ითარგმნა მრავალი წიგნი რომელთა კანონიკურობაში ეჭვი ეპარებოდათ პალესტინელ ებრაელებს//მაგ,ივდითის და ტობის წიგნები//. 

              დაბოლოს გაჩნდა უშუალოდ ბერძნულად დაწერილი წიგნები //მაგ. მაკაბეველთა მეორე წიგნი და სიბრძნის წიგნი//  რომელთაც ალექსანდრიის ებრაული თემი თვლიდა ისევე შთაგონებულად როგორც ებრაულად ნაწერებს. 

            ასე დაიწყო პალესტინური კანონის, ებრაული ბიბლიის და ალექსანდრიული კანონის,ბერძნული ბიბლიის თანაარსებობა.

                   კათოლიკური ბიბლია და პროტესტანტული ბიბლია:

               ქრისტიანთა  პირველმა თემებმა სწრაფაგ ჩათვალეს კანონიკურად  მოციქულებთან დაკავშირებული ტექსტები. თავიდან წმინდა პავლეს ეპისტოლეების კრებული,შემდეგ მარკოზის,ლუკას,მათეს და იოანეს ოთხი სახარება,-და ბოლო ყოყმანი აპოკალიოფსის და ებრაელებისადმი წერილის თაობაზე გაქრა მეოთხე საუკუნეში.

            აღიარეს რომ ეს ახალი აღთქმა ორგანულადაა დაკავშირებული ძველ აღთქმასთან.ქრისტიანულ ბიბლიას ქმნის ძველი და ახალი აღთქმა ერთად.

           ქრისტიანები მზად იყვნენ მიეღოთ ძველი აღთქმის ტექსტების ებრაული სია,მაგრამ ისინი ყოყმანობდნენ ალექსანდრიის კანონისთვის დამატებული 10 ტექსტის თაობაზე //ტობი,ივდითი,ბარუხი,იერემიას წერილი,მაკაბეველთა 2 წიგნი,ეკლესიასტე,სიბრძნის წიგნი,ისევე როგორც ეთერის და დანიელის ბერძნული დამატებები//.

            მაგრამ ბერძნულ ბიბლიას  მესამე საუკუნეში ხოტბა შეასხა დიდმა მოაზროვნე ორიგენემ....

                                          ალექსანდრიის კანონის სიამ ეკლესიაში გაიმარჯვა მე-5 საუკუნიდან. და ის მიიღეს კათოლიკეებმაც.

                 მაგრამ მე-16 საუკუნის დასაწყისში პროტესტანტებმა გადაწყვიტეს ძველ აღთქმად ჩაეთვალათ პალესტინური კანონი. 

                კათოლიკურმა ეკლესიამ კი ისევ დაუჭირა მხარი ალექსანდრიის კანონს,ბერძნულ ბიბლიას....

                             გამოცდილება და ისტორია : 


             ბიბლია არის მისტიკური წიგნი. ისაა აბსოლუტთან,ერთადერთ სუპრაპერსონალურ ღმერთთან შეხვედრების მემორიალი: აბრაამი, ალმოდებული ბუჩქის თუ სინას მოსე,ელია ჰორების მთაზე,ისაიას თუ იერემიას მოწოდების დაუვიწყარი ფურცლები,ეზეკიელის თუ ზაქარიას ხილვები,მთლიანად ქებათა ქება  აქებს და ადიდებს დაწინდვას ღმერთთან რომელიც ძალიან მალე გამოვლინდა როგორც სიყვარული და სინაზე.

              მთელი ეს გამოცდილება მთავრდება იესოს პიროვნებაში ღმერთის და კაცობრიობის გაუგონარი შეხვედრით.

                 ღმერთი გახდა ადამიანი რათა ადამიანი გახდეს ღმერთი.


                    გაღმერთებისკენ ამ მოწოდებას ყველაზე დიდი ბრწყინვალება მისცა მართლმადიდებელმა ეკლესიამ.


                   ქებათა ქებაზე კი ქრისტიანები ხშირად ფიქრობდნენ ორიგენედან თუ გრიგოლ ნისელიდან წმინდა ბერნარამდე, ჯვრის წმინდა იოანემდე, წმინდა ფრანსუა დე სალემდე....

                               ბიბლიის თქმით ადამიანი არის ღმერთის ხატი და მის აშემოქმედთან საუბრისთვის მოწოდებული არსება. 

                      ამ ნათქვამმა დასავლურ კულტურას მისცა  დღესაც აქტიური სულიერი დინამიზმი. 

               ადამიანის პიროვნების აბსოლუტის ამ რადიკალური განცხადებიდან გამომდინარეობს ადამიანის უფლებები //მაგრამ თანამედროვეობას ავიწყდება იმის თქმა და აღარ შეუძლია იმის გაგება რომ ღმერთის,სამყაროს შემოქმედის დიალოგი გათახსირებულ,ანგარებიან,ქურდ,მოძალადე,მკვლელ,მოღალატე ადამიანთან საშინელი სამსჯავროს შემდეგ მთავრდება ამ ადამიანისთვის არასასიამოვნო ჯოჯოხეთით,გ.მ.//.

                     ამას გარდა ბიბლიამ უარყო ისტორიის ციკლური წარმოდგენები. ბიბლიური ისტორია არის პოზიტიურად ორიენტირებული ხაზოვანი ისტორია.

                 ისტორიას აქვს აზრი. ადამიანთა ისტორია მსვლელობაა.


    იზრაელის სულიერი აღმავლობის ისტორია იწყება აბრაამთან,ძვ.წ.1850-1800 წლისთვის. 

            წარმატებების და მარცხთა მონაცვლეობით ღმერთი ნელ-ნელა ხვეწს უხეშ და გაუთლელ ეთნოსს.

              აბრაამის მოწოდებიდან გაცხადდა პიროვნული ღმერთის არსებობა. 

               აბრაამმა ირწმუნა ამ ღმერთისა და ღმერთმა კავშირი,ალიანსი შეკრა მასთან.

               6 საუკუნის შემდეგ,მაშინ როდესაც აბრაამის შთამომავლები როგორც მონები მუშაობენ ეგვიპტეში, ჩნდება ძველი აღთქმის უდიდესი ფიგურა, მოსე. 

         მოსემ გაანთავისუფლა მისი ხალხი მონობისგან, ის მიუძღოდა თავის ხალხს უდაბნოში აღთქმულ მიწაზე,პალესტინაში  შესვლამდე. მან განაახლა ალიანსი და დაადგინა  ებრაელი ხალხის ცხოვრების მთავარი წესები,კანონი ანუ თორა.

             ებრაელი ხალხის ისტორიის მესამე ცენტრალური ფიგურაა მეფე დავითი,"ადამიანი ღმერთის გულის თანახმად", რომელსაც ღმერთი დაპირდა მარადიულ შთამომავლობას, მომავალში უფლის იდუმალი მაცნის,მესიის მოსვლას.

              რწმენა,კანონი და ალიანსი,მესიას მოლოდინი, ასეთია ძველი აღთქმის საფუძვლები,წინასწარმეტყველთა ლაიტმოტივი,დღესაც მესიის მოლოდინში მყოფი ებრაელთა რელიგიური არსებობის წყაროები. 

                მაგრამ იზრაელის ნაწილმა მესიად აღიარა დავითის შთამომავალი,წინასწარმეტყველი იესო ნაზარეველი,ღმერთის ჯვარზე გარდაცვლილი და აღმდგარი შვილი// და მან უთხრა მათ უგუნურნო და გულით მძიმენო,რომ ირწმუნოთ ყველაფერი,რაც წინასწარმეტყველებმა თქვეს.განა ასე არ უნდა დატანჯულიყო ქრისტე და შესულიყო თავის დიდებაში?,ლუკა 24.25//.


              ახალი აღთქმა ყვება იესოს ცხოვრებას. გაჩნდა ქრისტიანობა რომელიც თავს გრძნობს იზრაელის გამოცდილების უმაღლეს წერტილად. მაშინ დაიწყო ისტორია ეკლესიისა და ამ ისტორიის ხანგრძლივობა უცნობია შექმნილი გონებისთვის.

                          


 

           _________________________________________________________________
Пророки Моисей и Аарон. Царские врата. XIII век.
         წინასწარმეტყველები მოსე და აარონი,სამეფო კარი,მე-13 ს.

127,5X71 სმ.

    ესაა სინას მთის მწვერვალზე, მოსესთვის კანონის გადაცემის ადგილას აგებული ეკლესიის  კანკელის  ხატი. შავთმიან მოსეს  მარჯვენა ხელში უჭირავს გამოცხადების ორი ფიცარი.

                ჭაღარა ბერიკაც აარონს ტრადიციის საწინააღმდეგოდ  აცვია არა იუდეველი დიდი ქურუმის სამოსი არამედ ჩვეულებრივი  ქიტონი და გიმატიუმი. ძველი აღთქმის სამოსის ერთადერთი ელემენტია პატარა წითელი ქუდი რომელიც ბიზანტიურ იკონოგრაფიაში გამოიყენებოდა როგორც იუდეველი ღვთისმსაზურის განმასხვავებელი ნიშანი. მარჯვენა ხელში მას ასევე არატრადიციულად უკავია გახსნილი გრაგნილი ორჯერ გამეორებული ბერძნული წარწერით წინასწარმეტყველი აარონი, მიუხედავად იმისა რომ ასეთივე წარწერა იყო მისი თავის ზევით.

                ხატმწერს ალბათ ამით უნდოდა მოსეს და აარონის ერთნაირი მნიშვნელობის ჩვენება,მათი გამაერთიანებელი აზრისთვის ხაზის გასმა.

                  მოსეს და აარონის ხელები წინასწარმეტყველური დალოცვის მდგომარეობაშია.  შუა თითები უერთდება ცერს,იქმნება თითქოს ზეცისკენ მიმართული წრე. პირდაპირი დალოცვისგან განსხვავებით ასეთი დალოცვა უფრო ლაპარაკობდა  მადლის ციდან მიწაზე გადმოსვლაზე წმინდა შუამავლის მეშვეობით.

              დინამიურ პოზებში გამოსახული ფიგურები აქტიურად ურთიერთმოქმედებენ ერთმანეთთან.

                ხატმწერის ნიმუში აშკარად იყო ტაძრის მოხატულობა სადაც მოსე და აარონი გამოსახულები არიან ხოლმე გუმბათის ფანჯრებს შორის. საკურთხევლის კარებზე არსებული ხატები აღიქმებოდა წირვის დროს რამოდენიმეჯერ გახსნილი და დახურული კარების მოძრაობაში.

                    მოსე და აარონი გამოსახულები არიან თანასწორი მღვდელმთავრების სახით.  ხატი მლოცველებს შეახსენებდა მათ მთავარ ლიტურგიულ ქმედებას. აღთქმის სალოცავი-სკინიას შექმნას. ამ სალოცავში განხორციელდა ღვთაებრივი წარმოდგენა ჭეშმარიტ ტაძარზე,  სალოცავის აგების შემდეგ მოსემ იქ დაასვენა აღთქმის კიდობანი გამოცხადების ფიცრებით, აკურთხა აარონი მღვდლად და მასთან ერთად ჩაატარა პირველი წირვა,ღვთისმსახურება.

                ბიზანტიურ ღვთისმეტყველებაში და ლიტურგიულ პოეზიაში ძველი აღთქმის ეს ალოცავი-სკინია აროს ქრისტიანული ტაძრის საკურთხევლის წინა სახე.მისი წმიდათა წმიდა. მოსე და აარონი საკურთხეველში შესასვლელთან სამეფო კარზე ხილულად წარმოადგენდნენ ამ უმნიშვნელოვანეს წინა სახეს, ქმნიდნენ საკურთხევლის როგორც ახალი სკინიას ხატს..








Прор. Моисей получает скрижали завета. Мозаика кафоликона мон-ря вмц. Екатерины на Синае. 550-565 гг.

         წინასწარმეტყველი მოსე იღებს აღთქმის ფიცრებს. სინას წმ. ეკატერინეს მონასტრის კათოლიკონის მოზაიკა,550-565 წწ.

Прор. Моисей получает скрижали завета. Мозаика кафоликона мон-ря вмц. Екатерины на Синае. 550-565 гг.








 

 ბიზანტიური ხელოვნება, მოსე იღებს  ათ მცნებას




Пророки Моисей и Аарон. Царские врата. XIII век.

127,5X71 см.


Образы пророка Моисея и его брата Аарона написаны на двух створках царских врат. Они некогда входили в состав алтарной преграды церкви пророка Моисея на вершине Синайской горы, поставленной на легендарном месте вручения Моисею скрижалей Завета. Моисей изображен в виде черноволосого человека. В правой руке он держит «две скрижали откровения» в виде имитирующих мрамор оранжевых пластин с полукруглыми завершениями. Аарон представлен более необычно. Хотя он и изображен седобородым старцем, но вопреки традиции показан не в одеянии иудейского первосвященника, а в обычных хитоне и гиматии. Единственным сохранившимся элементом ветхозаветного наряда является маленькая красная шапочка на его голове, которая в византийской иконографии использовалась как отличительная черта иудейского священнослужителя. В правой руке он, также нетрадиционно, держит раскрытый свиток с дважды повторенной греческой надписью «Пророк Аарон», несмотря на то, что такая же надпись располагалась над его головой.
По-видимому, иконописец пошел на эти нововведения для того, чтобы показать образы Моисея и Аарона как совершенно равнозначимые и тем самым подчеркнуть объединяющий их смысл.
Пророческий и одновременно литургический свиток Аарона составляет зрительную и символическую параллель скрижалям Моисея, напоминающим костяной литургический диптих с поминовениями живых и умерших. На хитонах обоих пророков нанесены широкие вертикальные ленты, во всем подобные «источникам» архиерейского стихаря. Руки Моисея и Аарона сложены в особом жесте «пророческого благословения» — два средних пальца соединены с большим, образуя кольцо, как бы обращенное к небу. В отличие от прямого действия, такое благословение скорее говорило о передачи божественной благодати с небес на землю, осуществленное при участии святого посредника. Примечательно, что фигуры пророков показаны в динамичных позах, активно взаимодействующими друг с другом.
Образцом для иконописца явно послужила монументальная храмовая декорация, где Моисей и Аарон изображаются вместе в простенке между окнами купола. Заметим попутно, что образы на алтарных вратах должны были восприниматься в движении створок, несколько раз открывающихся и закрывающихся в течение литургии.
Моисей и Аарон изображены как два равноправных первосвященника. Иконная композиция напоминала об их главном литургическом деянии — создании Скинии завета, в которой воплотилось божественное представление об истинном храме (Исх. XXXV-XL). Построив скинию, Моисей установил в ней Ковчег завета со скрижалями откровения, помазал в священники Аарона и совершил с ним первое богослужение. В византийском богословии и литургической поэзии ветхозаветная скиния прообразует алтарь христианского храма, его «святая святых». Моисей и Аарон на створках царских врат у входа в алтарь зримо представляли этот важнейший прообраз, создавали икону алтаря как «новой скинии».
В данной связи заслуживает внимания сама форма врат в виде прямоугольника с характерным полукруглым выступом. Именно так в представлениях византийцев выглядел Ковчег завета, изображения которого были хорошо известны по древним рукописям «Христианской топографии» Козьмы Индикоплова. Тем самым царские врата символизировали не только скинию, но и ее главную святыню, прообразующую алтарный престол. Напомним, что вся алтарная преграда также истолковывалась как образ ковчега, защищающего святыню.
Синайский памятник дает самый ранний известный пример изображения Моисея и Аарона на царских вратах. Однако это иконографическое решение не было специальной синайской темой. Оно было достаточно широко известно и сосуществовало с другим более распространенным вариантом — изображением на створках врат «Благовещения», напоминавшего о Воплощении как входе Христа в мир. Обе редакции дополняли друг друга, раскрывая разные символические грани темы алтарного входа. Знаменательно, что в XVI веке на обороте синайских врат появилась более современная иконография, очевидно заменившая старую в качестве лицевого образа. Новая икона царских врат уже сочетала литургическое изображение Моисея и Аарона с догматической сценой «Благовещения». 


--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------


                                                                შთაგონება, ლიტერატურული ჟანრების მრავალფეროვნება:

          სხვადასხვა ავტორის მიერ  სხვადასხვა დროს ყველანაირი ზეწოლის პირობებში და სხვადასხვა ტრადიციაზე დაყრდნობით  დაწერილი 73 წიგნისგან შემდგარი ბიბლია მიუხედავად ამის ავლენს საოცარ ერთიანობას. ეს შეამჩნიეს იუდევლებმაც და ქრისტიანებმაც და თქვეს რომ ეს განაპირობა შთაგონებამ.

              წმინდა ტექსტების  ავტორები მართლაც ამბობენ რომ ისინი არ ლაპარაკობენ თვითონ. მუდამ ისმის რომ ისინი იმეორებენ ღმერთის სიტყვებს. 

              ქრისტიანების აზრით ეს ღვთაებრივი შთაგონება მინინალურ ადამიანურ გარდატეხას განიცდის ისტორიაში შესული ღმერთი ქრისტეს სიტყვებში.


 

                 გარდასულ საუკუნეთა მხატვრობა ამ შთაგონებას ხშირად გულუბრყვილოდ გამოხატავს. ასე მაგალითად ლუვრში არის რემბრანდტის სახელგანთქმული სურათი მახარებელი მათე და ანგელოზი. დაფიქრებული მათე უგდებს ყურს იმას რასაც უჩურჩულებს მას ყურში ანგელოზი.

        სინამდვილეში,როგორც ამას ამავე ხანაში ამბობს პასკალი "აზრებში" ქრისტეს ღმერთი არის "ფარული ღმერთი"//ისაია 45,15// და მისი მოქმედება ყველაზე ხშირად უხმაუროა.

                     ბიბლიაში ყოველი ადამიანი ავტორი ინარჩუნებს თავის პიროვნებას,თავის ცოდნას და უმეცრებას,თავის სამყაროს,თავის ენას. აქედან გამომდინარეობს დაინტერესება ბიბლიური ტექსტების ისტორიული კვლევით.

            მაგრამ რელიგიური მიზანდასახულობის თვალსაზრისით ყოველ ავტორს მიუძღვის ღმერთი.  მეტიც,ლაპარაკობდნენ შთაგონებულ ტრადიციაზეც....

               ასე ხდებოდა რომ სხვადასხვა ავტორისგან შემდგარ კორტეჟი თანამშრომლობდა ერთადერთ მარადიულ ავტორთან,თვითონ ღმერთთან....


                         ებრაული ბიბლია, რომელიც ქრისტიანებისთვის არის ძველი აღთქმა:

             ისტორიული მეცნიერება ამ ცნების თანამედროვე გაგებით იზრაელის პატარა ხალხის არსებობას ხედავს მხოლოდ ძვ.წ.მე-13 საუკუნიდან. მაგრამ ამ ხანას წინ უსწრებდა ჩამოყალიბების მრავალი საუკუნე,  ზეპირ ტრადიციებს ახსოვთ ზოგი რამ,,მაგალითად აბრაამის,ისააკის,იაკობის ფიგურები.

    მათ შესახებ ბიბლიური მოთხრობის მახლობელი ისტორიის და არქეოლოგიის მონაცემებთან შეჯერებით  შეიძლება ვიფიქროთ რომ შუამდინარეთის ურიდან მისული აბრაამი პალესტინაში დამკვიდრდა ძვ.წ.1850-1800 წლისთვის.

                ამ "პატრიარქების" შთამომავალთა ნაწილი ძნელად დასადგენ დროს დამკვიდრდა ეგვიპტეში. 

          და როგორც ჩანს 1250 წლისთვის,ფარაონი რამზეს მეორის დროს, მრავალმა მათგანმა მოსეს მეთაურობით მოახერხა მონობისგან გაქცევა.

          სინას მთის ძირში და შემდეგ უფრო ჩრდილოეთით ქადეშის ოაზისში ცხოვრების შემდეგ ტომები შედიან პალესტინაში სადაც ისინი წარმატებით ებრძვიან ლოკალურ მოსახლეობას. ამ დაპყრობის ბელადებიდან ბიბლია ყველაზე დიდ პატივს მიაგებს ჟოზუეს. თანდათანობით ტომები მოსამართლეებად წოდებული ქარიზმატული ლიდერების წინამძღოლობით ქმნიან კავშირს//1200-1030 წლისთვის//. უკანასკნელი მოსამართლე იყო დიდი წინასწარმეტყველი სამუელი. მე-12 საუკუნის დასაწყისში სანაპიროზე გადმოსული ფილისტინელებისაგან მომდინარე საფრთხის წინაშე მდგომ ებრაელებს სჭირდებოდათ უფრო მჭიდრო კავშირი  და მათ მიიღეს მონარქიული სისტემა.

            ამას მოყვა საულის მეფობა//1030-1010//, დავითის მეფობა//1010-972//,როდესაც დედაქალაქად იქცა იერუსალიმი, და სოლომონის მეფობა//972-933//,როდესაც იერუსალიმში აიგო ტაძარი.

               სოლომონის სიკვდილის შემდეგ ტომთა ჯერ კიდევ სუსტი ერთიანობა დაირღვა. 

               ცენტრი და ჩრდილოეთი ქმნიან დამოუკიდებელ სამეფოს რომელსაც უწოდებენ იზრაელს.  ის შედგება 10 ტომისგან. 

               სამხრეთი იუდას და ბენჟამენის ტომებით  გახდა სამეფო იუდა რომლის დედაქალაქიც იყო იერუსალიმი.

                  იზრაელი და მისი დედაქალაქი სამარია ასურელებმა დაიპყრეს 722 წელს. იუდა 587 წელს დაიპყრეს ბაბილონელებმა. 
           იერუსალიმი დაანგრიეს და მისი მოსახლეობის ნაწილი გადაასახლეს  ბაბილონში,სხვები გაიქცნენ ეგვიპტეში. 

                ლტოლვილები ღრმად დაფიქრდნენ მათი ხალხის ისტორიაზე  იმაზე თუ რამდენად ღალატობდნენ მათთვის სიკეთის მსურველ ღმერთს.  ამ დროს დიდად აქტიურობენ წინასწარმეტყველები.

             დეპორტაციიდან ნახევარი საუკუნის შემდეგ სპარსმა კიროსმა მოსპო ბაბილონის იმპერია.  მან 538 წელს იერუსალიმში დაბრუნების ნება მისცა დაბრუნების მსურველ ებრაელებს. მისი ნებართვით ებრაელებმა აღადგინეს იერუსალიმის ტაძარიც. 

                 ასე აღდგენილი ებრაული თემი ორგანიზებული იქნა ეზდრას და ნეემიას ხელმძღვანელობით. ბიბლიის წიგნთა უმრავლესობამ მაშინ მიიღო მათი საბოლოო სახე.

      333 წელს ალექსანდრე მაკედონელის სიკვდილის შემდეგ პალესტინა გადავიდა ალექანდრეს მემკვიდრეთა ხელში. გავრცელდა ელინიზმი. მრავალი ებრაელი გადასახლდა ხმელთაშუა ზღვის ირგვლივ  მხარეებში. 

                    ანტიოქოს ეპიფანემ შეუტია და ბრძოლა დაუწყო იუდაიზმს რამაც 167 წელს გამოიწვია ჯანყი.  გაიმარჯვა აჯანყებამ ძმები მაკაბეების 
ხელმძღვანელობით.

                  141 წელს იუდეა დამოუკიდებელი გახდა,მაგრამ ამ თავისუფლებას ბოლო მოეღო 63 წელს როდესაც პომპეუსმა დაიპყრო იერუსალიმი და მთელი ქვეყანა აქცია რომის პროვინციად.

               ამ დროისთვის დასრულდა ის რასაც ა.წ.პირველი საუკუნის ბოლოს უწოდეს ებრაული ბიბლია.  კანონიკურად აღიარებული ტექსტი მთლიანად ებრაულადაა,გამონაკლისია ეზდრაში და დანიელში არამეულად დაწერილი რამოდენიმე პასაჟი.

                               შესაქმის წიგნი ანუ საწყისთა წიგნი:


                 შესაქმის წიგნი ხსნის 5 წიგნის პრესტიჟულ კრებულს რომელსაც ებრაელები უწოდებენ თორას.მოსეს კანონს,ხოლო ქრისტიანები პენტათეკას. სახელი პენტათეკა მომდინარეობს ბერძნული სიტყვიდან რაც ნიშნავს ხუთ ჩანთას.  ამ ჩანთებში ინახებოდა 5 ნაშრომი.

            ამ ხუთ წიგნს მკითხველი მიჰყავს სამყაროს შექმნიდან ძველი აღთქმის უდიდესი ფიგურა მოსეს სიკვდილამდე....

                    სამყაროს გარიჟრაჟი და ისტორიის ზღურბლი:  

                შესაქმის წიგნი არის დასავლური კულტურის ძეგლი. ის მოგვითხრობს სამყაროს გაჩენაზე და ებრაელი ხალხის დიდ წინაპრებზე.

        ნაშრომი მოიცავს სხვადასხვა ლიტერატურული ჟანრის ორ ნაწილს. 

                 პირველი 11 თავი არის კოსმოგონია, სამყაროს გაჩენის აღწერა,  შესაქმის ორი მოთხრობა და სამი მოთხრობა ადამიანის ნარცისული ჯანყის შესახებ.

                  წარღვნა არის ახალი შესაქმის ისტორია. 

               ებრაელი მწერლების მიერ საკმაოდ გვიან დაწერილი ეს ტექსტები არ ეკუთვნიან ანონიმური,კოლექტიური შემოქმედების ნაყოფი მითების რიგს.

                           ამ ავტორებმა აიღეს და გადაამუშავეს შუამდინარეთის მითები.

               ღმერთთა ბრძოლები მათ შეცვალეს მონოთეიზმის და ადამიანის თავისუფლების  გარაორაზროვანი განცხადებით.


                    ეს მოთხრობები შეიძლება განვიხილოთ კონტრ-მითებად რომელთა დანიშნულებაცაა იზრაელისთვის წარმოშობის,საწყისის კონცეფციის  და პოლითეიზმის საშიში ნიაღვარის პირისპირ  საკუთარი ურყევი რწმენის ხასიათის გაცხადების საშუალების მიცემა.

             მეორე ნაწილი არის საგა,ოჯახური ქრონიკა მისი ისეთი ადამახასიათებელი ეპიზოდებით როგორებიცაა ქორწინებები,მემკვიდრეობები,
ძმათა დაპირისპირებები და კლანთა კონფლიქტები.

                           პატრიარქთა ეს საგა წარმოგვიდგენს ოთხ პრესტიჟულ ფიგურას:
  აბრაამს,ისააკს და იაკობს, იოსებს.  

               სხვადასხვა მაჩვენებლის თანახმად აბრაამის ცხოვრება უნდა დათარიღდეს ძვ.წ.1850-1800 წლისთვის. დათარიღების თუნდაც ეს სუსტი საშუალება განასხვავებს საგას წინა თავების კონტრ-მითებისგან.

           ამ შეხედულებების გაჩენა შესაძლებელი გახდა მე-19 საუკუნის მეორე ნახევრიდან....არქეოლოგების აღმოჩენებმა ადამიანებს გაახსენეს სამხრეთ შუამდინარეთში ოდესღაც მცხოვრები შუმერების ძალიან მდიდარი კულტურა. სწორედ შუმერებმა გამოიგონეს  3200 წლისთვის კაცობრიობის ისტორიაში პირველი დამწერლობა. 

               ეს კულტურა შემდეგ გავრცელდა უფრო ჩრდილოეთით,აქადურ სამეფოში.

              სწორედ შუმერულ-აქადურ ნაწერებზე და მათ წინააღმდეგ მუშაობდნენ ებრაელი თეოლოგები....

                         შესაქმის და ადამიანის ქედმაღლობის კონტრ-მითები:


             შესაქმის წიგნის პირველი 11 თავი  ხატოვნად გადმოსცემს მრავალ რელიგიურ ჭეშმარიტებას

          ღმერთმა ყველაფერი შექმნა არაფრისგან,მამაკაცი და ქალი ღმერთის ხატებია,მთელი სამყარო მიეცა ადამიანს იმიტომ რომ მან სამყარო გახადოს ნაყოფიერი და მიიღოს ნაყოფი ანუ ისარგებლოს სამყაროთი. 

             მაგრამ სიკეთესა და ბოროტებას შორის მერყევმა თავისუფალმა ქედმაღალმა და ეგოისტმა ადამიანმა საკუთარი თავი არჩია მის შემოქმედს  

            ეხლა ის ცხოვრობს გაურკვევლობაში,უმეცარი, მას აცდუნებს ძალადობა.

              მაგრამ ამ დიდი და სუსტი ქმნილებისთვის,ადამიანისთვის, მუდამ გახსნილია სიკეთის და ბედნიერების გზა.

                 შესაქმის ორი მოთხრობა:

        ბიბლიაში არის შესაქმის ორი სიმბოლური მოთხრობა. 

              პირველი მომდინარეობს ქურუმთა ტრადიციიდან და არის დიდებული,იერატული. კვირის ლიტურგიულ არეში შემომქმედი სიტყვიდან ჩნდება ყველაფერი-ცნობილი სამყაროს დიდი რეალობები-სინათლე,ცის კამარა,დედამიწა და ოკეანეები,მზე და მთვარე,ფრინველები და თევზები,სიცოცხლის ფუთფუთი, დაბოლოს მამაკაცი და ქალი.

             ებრაელმა თეოლოგებმა უარყვეს ღვთაებათა წვრილმანი კონფლიქტები რომლებითაც სავსეა მითოლოგიები, ხშირად ღმერთებად წარმოდგენილი ვარსკვლავები გადაქცეულია უბრალო ქმნილებებად.

                დაე იყოს სინათლე,თქვა ღმერთმა და სინათლე იქმნა. ამ გამოთქმის შთამბეჭდავმა ლაკონიზმმა უზარმაზარი გავლენა მოახდინა დასავლურ კულტურაზე. ის იქცა ამაღლებულის,  დიდი სულიდან გამომდინარე და მკითხველის შემძვრელი მწერლობის მაგალითად. ამაღლებულის მეორე მაგალითია ბიბლიის დასაწყისი რომელშიც ნათქვამია რომ თავიდან ღმერთმა შექმნა ცა და მიწა,მიწა იყო უფორმო და ცარიელი,წყვდიადი ფარავდა უფსკრულის სახეს და ღმერთის სული ქროდა წყლებზე.

              უფორმო და ცარიელი თარგმნის ებრაულ სიტყვებს ტოჰუ და ბოჰუ  რაც ნიშნავს სრულ უწესრიგობას. 

    მეექვსე დღეს ღმერთმა შექმნა ადამიანი თავის ხატად,შექმნა მამრი და მდედრი.  მამაკაცი და ქალი აქ არიან განუყოფლები,ურთიერთშემავსებლები და თანასწორები. 

             ადამიანები შექმნილები არიან მათი შემოქმედის ხატად და სახედ. 

                  ანუ მათში არის რადიკალური ოპტიმიზმის წყარო. მათ შეუძლიათ უწყვეტი  ზრდა და მათი შემოქმედის მეტი და მეტი მსგავსების მიღწევა ლოცვით და სიკეთის ქმნით.

              ღმერთმა მაშინვე დალოცა პირველი წყვილი,უსურვა მას გამრავლება,დედამიწის ავსება და გაბატონება მასზე. ღმერთის თქმით ადამიანი უნდა იყოს დანარჩენ ცოცხალ არსებათა მბრძანებელი.

           ადამიანი არის ხილული სამყაროს მეფე და და მოწოდებულია მბრძანებლობისკენ.

            ამის ექოა ისიც რომ დეკარტე ადამიანებს მოუწოდებს ბუნების მბრძანებლებად და მფლობელებად გადაქცევისკენ. ამან ბიძგი მისცა მკვეთრ მეცნიერულ და ტექნიკურ აღმავლობას.  

             6 დღის შრომის შემდეგ ღმერთმა მე-7 დღეს დაისვენა. ეს ხატი აფუძნებს ადამიანის არსებობის  მერყეობას შრომასა და გონზე მოსვლას,დასვენებას შორის. ლაპარაკია კვირის ბოლოს ებრაულ შაბათზე თუ ქრისტიანთა კვირა დღეზე.

               ამ გრანდიოზულ თხრობას მოყვება მეორე კარგად ნაცნობი ხატებით.

            ესაა სახელგანთქმული ედემის ბაღი,მიწიერი სამოთხე. 

                   ღმერთი იქ ჩანს ხან როგორც თიხის დამამუშავებელი მეთუნე და ხან სუფთა ჰაერის ჩასასუნთქად თავის ბაღში მოსეირნე მებაღე. 

             ამჯერად ადამიანი გამოძერწილია თიხისგან და ღმერთი მის სახეზე განავრცობს სიცოცხლის სუნთქვას.

                შემდეგ ადამს ღმერთმა მიუჩინა ადგილი სამოთხეში,აღმოსავლეთში. სამოთხეში იყო ოთხი მდინარე და იდუმალი ხეები, სიცოცხლის ხე და სიკეთის და ბოროტების ცოდნის ხე. 

                ადამს შეეძლო მთელი ბაღით სარგებლობა. მას მხოლოდ სიკვდილის შიშით აუკრძალეს სიკეთის და ბოროტების ნაყოფის ჭამა.

                ღმერთმა შემდეგ გადაწყვიტა რომ ცუდია ადამის მარტო ყოფნა და მისი ნეკნიდან შექმნა ქალი. გაოგნებულმა ადამმა დაინახა მის წინაშე მდგომი მისი სისხლი და ხორცი ევა.  ბიბლია ამბობს რომ მამაკაცი მიატოვებს თავის მშობლებს და შეუერთდება თავის ცოლს და ისინი იქმნებიან ერთი ხორცი.

              მამაკაცის და ქალის ახლო ნათესაობის ამ რელისტური გადმოცემით ხშირად ცდილობდნენ ქალის დაქვემდებარებული მდგომარეობის გამართლებას, შემდეგ ქალის დაქვემდებარებული მდგომარეობა წარმოდგენილია როგორც დცემის სამწუხარო შედეგი.

               შესაქმის წიგნის თემებს ხატავდნენ რაფაელი,მიქელანჯელი და სხვა დიდი მხატვრები, იოსებ ჰაიდნმა ამაზე დაწერა ორატორია, მწერლებიც იყვნენ შთაგონებული შესაქმის წიგნით.

             ამ  წიგნმა უდიდესი  გავლენა მოახდინა კაცობრიობის კულტურაზე. ღმერთის სახით და ხატად ადამიანის შექმნას დიდი ხნის შემდეგ გამოეხმაურა ადამიანის პიროვნების აბსოლუტის განცხადება. მან ბიძგი მისცა ავტობიოგრაფიის ლიტერატურული ჟანრის გაჩენას,რაც ბრწყინვალედ გამოჩნდა წმინდა ავგუსტინეს "აღსარებებში"//400//  რომლის სათაურიც გაიმეორა რუსომ თავისი დიდი წიგნი "აღსარებების"//1782// სათაურში.


                      კანონის პირველი დარღვევა-დაცემა:

              ისევე როგორც ზღაპრებში მშობლის მიერ რამის გაკეთების აკრძალვას მოსდევს ამ აკრძალვის დარღვევა. 

                 დაუმორჩილებლობისკენ უბიძგებს  "ყველაზე ეშმაკი ცხოველი" გველი.მან ქალს უჩურჩულა ყურში რომ ის და ადამი არ მოკვდებიან თუ კი შეჭამენ აკრძალულ ხილს,პირიქით,აკრძალული ხილის შჭმისთანავე მათ გაეხსნებათ თვალები და იინი დაემსგავსებიან სიკეთის და ბოროტების მცოდნე ღმერთებს //ანუ გველმა უთხრა რომ შემოქმედი ღმერთი მატყუარაა,გ.მ.//.

              ბოროტების არცოდნის ბედნიერმა ხანამ ადგილი დაუთმო სირცხვილს სიშიშვლის გამო,დანაშაულის ჩადენის განცდას და შიშს.

               ადამი და ევა ემალებიან ერთმანეთს და თავს არიდებენ ღმერთს. ისინი ერთმანეთს აბრალებენ იმას რაც ჩაიდინეს. ადამი აბრალებს ევას,ევა-გველს.

                  ამას მოყვება სასჯელი, ნამეტან ჭკვიან გველს მიუსაჯეს მტვერში ხოხვა. და ღმერთი დაპირდა გველს რომ ქალის შთამომავალი მოუღებს მას ბოლოს.

              აქ იოლია მითიური აზროვნების ნაშთის დანახვა. მითი დღევანდელ მდგომარეობას ხსნის საწყის ხანაში მომხდარი მოვლენებით....

             ეს მოთხრობა აღწერს ხანას როდესაც პირუტყვები ლაპარაკობდნენ და გველს ოთხფეხთა მსგავსად ჰქონდა თათები. 

               გველის თავდაპირველი ცოდვა გვიხსნის თუ რატომ დახოხავს ის მუცელზე და აწუხებს ადამიანებს რომლებიც უსრესენ მას თავს.

Зверлин Юрий. райский сад
ადამი და ევა დაესივნენ და გლეჯენ აკრძალულ ხილს

     

            სიბრძნის წიგნი გველში ხედავდა ეშმაკს და ქრისტიანულმა ტრადიციამ ამ ამბავში დაინახა ქალწული მარიამის აბსოლუტური სიწმინდის და მისი შვილის,მესიის გამარჯვების დაპირება.

                  ამ მოთხრობას უწოდეს პროტოსახარება, პროტოევანგელიე,ხსნის პირველი დაპირება.

                   ქალი ამიერიდან გააჩენს ტკივილით და მის ურთიერთობას მამაკაცთან დაემუქრება მამაკაცის სწრაფვა ბატონობისკენ.

                 "აი ადამიანი გახდა ჩვენნაირი,მანაც იცის სიკეთე და ბოროტება", დასცინა ღმერთმა ადამს და ევას. 
 
                თავგასული ადამიანები გააგდეს სამოთხიდან, ისინი ამიერიდან მძიმე შრომით შოულობენ პურს და დაუბრუნდებიან მტვერს საიდანაც გამოიღეს.

                სამოთხის კარს კი დარაჯობენ ანგელოზები, ქერაბინები მოელვარე ხმლებით.





მაზაჩო,სამოთხიდან გაგდებული ადამი და ევა


სამოთხიდან გაძევება,1510,დიურერი









           


                          მაგრამ აქვე გამოჩნდება ღმერთის მოწყალებაც. ღმერთი ტყავისგან შეუკერავს ტანისამოსს გაგდებულებს....

    





              დაცემის ამბავი რჩება ძველი აღთქმის ფონზე, მას არ ახსენებს ქრისტე რომელიც მიუხედავად ამისა ხაზს უსვამს იმას რომ უნივერსალური ბოროტებაა გარემო რომელშიც უხდება მოქმედება ადამიანს.

               წმინდა პავლეს მიერ მოხაზული თავდაპირველი ცოდვის თეოლოგია//რომაელებს 5,12// არის წმინდა ავგუსტინეს თემაც.

    დავუგდოთ ყური მის ერთ-ერთ ყველაზე გამოჩენილ მოწაფე პასკალს რომელიც თავის "აზრებში" ალაპარაკებს სიბრძნეს : 

             "  ადამიანებო,ნუ უცდით ადამიანებისგან ჭშმარიტებას და ნუგეშს. მე შეგქმენით და მარტო მე შემიძლია გითხრათ თუ ვინ ხართ.

                   მაგრამ თქვენ აღარა ხართ ისეთები როგორიც შეგქმენით.

                   მე შევქმენი წმინდა,სრულყოფილი ადამიანი,მე ავავსე ის სინათლით და გონიერებით. მე გადავეცი მას ჩემი დიდება და ჩემი საოცრებები.

                   ადამიანის თვალი მაშინ ხედავდა ღმერთის დიდებას. ის მაშინ არ ყოფილა სიბრმავის წყვდიადში. ის არ ყოფილა მაშინ მოკვდავი და ბეჩავი. 

                    მაგრამ მან ვერ აიტანა ასეთი დიდება მედიდურობაში და ქედმაღლობაში ჩავარდნის გარეშე. მას მოუნდა ჩემი დახმარებისგან დამოუკიდებლობა და საკუთარი თავის ცენტრად გახდომა.






              ის მეურჩა და გამითანასწორდა თავისი ნეტარების თვითონ,
დამოუკიდებლად  მოპოვების სურვილით.

                         მე მივატოვე ის და ავაჯანყე მისი მორჩილი ქმნილებები. 

         მე ეს ქმნილებები ვაქციე ადამიანის მტრებად და დღეს ადამიანი დაემსგავსა მხეცებს. 

               ესოდენ დაშორებულ ადამიანში ძლივს დარჩა მისი ავტორის გაბუნდოვანებული სინათლე, მთელი ცოდნა მოისპო და აიმღვრა.

                  გონებისგან დამოუკიდებელმა და ხშირად გონებაზე გაბატონებულმა გრძნობებმა ადამიანი წაიყვანეს სიამოვნებათა ძიების გზით.

                    ყველა ქმნილება მას აწუხებს,აცდუნებს, იმორჩილებს მას ძალით ან აჯადოებს სიტკბოებით რაც არის ყველაზე საშინელი და ყველაზე შეურაცხმყოფელი მონობა. 

                  აი როგორები არიან დღეს ადამიანები. მათ დარჩათ მათი პირველი ბუნების ბედნიერების რაღაც უძლური ინსტინქტი და ისინი ჩაეფლნენ მათი სიბრმავის და მათ მეორე ბუნებად ქცეული ავხორცობის  სიბეჩავეში."

              ამ მსოფლმხედველობის კატეგორიულად უარმყოფელმა ჟან-ჟაკ რუსომ ამის საწინააღმდეგოდ განავითარა ადამიანთა და თავდაპირველ საზოგდოებათა საწყისი უმანკოების იდეა. 

                ეს საწყისი უმანკოება უნდა გადაგვარებულიყო ფუფუნების,თავის თავში კორუფციის მატარებელი მეცნიერებებისა და ხელოვნებათა გავლენით.

                დაბადებით კარგ ადამიანს აფუჭებს საზოგადოება. 




                 ბოდლერის მსგავსმა პოეტებმა,ჩორანის მსგავსმა მოაზროვნეებმა მასხრად აიგდეს ის რაც მათი აზრით მიუღებელი გულუბრყვილობა იყო. 

                მეოცე საუკუნის გენოციდებმა,ფსიქოანალიზის განვითარებამ საფუძველი გამოაცალეს ბუნებრივი სიკეთის რწმენას. 

                ფროიდი თავის ნაშრომში  "წუხილი ცივილიზაციაში" //1929// ოსვენციმამდეც კი ასკვნის:  

                  "  ადამიანი სულაც არაა გულუბრყვილო და სიყვარულს მოწყურებული არსება რომელიც თავს იცავს როდესაც მას თავს ესხმიან. მას,პირიქით,ახასიათებს საკმოდ ძლიერი ინსტინქტური აგრესიულობა. ამის შედეგად მოყვასი მისთვის არის როგორც პოტენციური დამხმარე და სექსუალური ობიექტი ისე ცდუნების ობიექტი. 

             ადამიანს ფაქტიურად აცდუნებს თავისი აგრესიულობის მოყვასის საზარალოდ  დაკმაყოფილების აზრი. მას უნდა მოყვასის შრომის გამოყენება ანაზღაურების გარეშე,სექსუალურად გამოყენება მისი თანხმობის გარეშე,მოყვასის ქონების მითვისება,დამცირება,წამება და მოკვლა. "homo homini lupus,ადამიანი ადამიანისთვის მგელია,სიცოცხლის და ისტორიის გაკვეთილების რომელი მცოდნე გაბედავდა ამ ანდაზის უარყოფას."....

           სახელი ადამი ნიშნავს ადამიანს და ისაა მთელი კაცობრიობის სიმბოლო.  თეოლოგია ხაზს გაუსვამს სამყაროს ცოდვას  "აი,ღმერთის კრავი,რომელიც იღებს ქვეყნიერების ცოდვას", თქვა ქრისტეზე იოანე ნათლისმცემელმა //იოანე 1,29//. 


                     დაცემისადმი მიძღვნილი ყველაზე ვრცელი ლიტერატურული ნაწარმოებია მილტონის "დაკარგული სამოთხე"//1667//.


                                       ძმის მკვლელობა,კაენი და აბელი :

              უკანონობის შესახებ მეორე მოთხრობა კაენის მიერ მისი ძმა აბელის მოკვლის ამბავი. 

         ორივენი იყვნენ ადამის და ევას შვილები, ძმის შეძულება,სისხლის დაღვრა,დამნაშავის სევდა და ხეტიალი. ძალადობის გავრცელება. ეს არაკი მუდამ ახსოვს დასავლურ ლიტერატურას. 

                           ბიბლია გვიყვება თუ როგორ შეიძულა მიწათმოქმედმა კაენმა მისი მწყემსი ძმა აბელი იმიტომ რომ ღმერთმა მიიღო აბელის ძღვენი და უარყო კაენის მსხხვერპლი.

                   ღმერთმა დაინახა ამ სიძულვილის გაძლიერება და კაენს უთხრა რომ კარგი საქციელი აჩენს სიხარულს მაშინ როდესაც ცუდ საციელს მოსდევს ცოდვა რომელსაც სურს ადამიანის ხელში ჩაგდება. მან კაენს ურჩია სიძულვილის მოთოკვა და დამორჩილება. ესაა თავისუფლების  განდიდება.


           მაგრამ კაენმა გაიტყუა ძმა  ველზე და მოკლა ის.  "რა უქენი შენს ძმას?  ჰკითხა მაშინ მას ღმერთმა  და კაენმა უპასუხა:  "მე არ ვიცი არაფერი, განა ჩემი ძმის მცველი ვარ?"  გამოტანილი იქნა განაჩენი:  "შენ იხეტიალებ და მაწანწალა იქნები დედამიწაზე". მაგრამ იმიტომ რომ კაენი ვინმეს არ მოეკლა ღმერთმა მას მისცა რაღაც იდუმალი "ნიშანი".

              ამ მოთხრობაში არის ლაკუნები:  რატომ განასხვავა ღმერთმა ერთმანეთისგან ძმების ძღვენი და მსხვერპლი? როგორ მოხდა მკვლელობა?  რა ნიშანი მიიღო კაენმა?

            ამ გაურკვევლობებმა გააღვიძეს ბოლო ორი ათასწლეულის თეოლოგების და მწერლების,პოეტების,მხატვრების და მუსიკოსების ფანტაზია.

           თავის  დასასრული  გვეუბნება რომ კაენმა ააშენა პირველი ქალაქი დედამიწაზე. ის წარმოგვიდგენს კაენის შთამომავლებს რომელთა შორისაც არიან ლამექი და მისი შვილები: მომთაბარე მწყემსთა მამა იაბალი,დახელოვნებული მჭედელი თუბალ-კაინი,მუსიკოსთა მამა იუბალი.  

         ესაა დაფიქრება მეცნიერებისა და ტექნიკის ორაზროვნებაზე. ერთის მხრივაა მკვლელის შთამომავალთა მიერ გამოგონებული იარაღი და მეორეს მხრივ არის სამეურნეო იარაღი,ყველაზე მეტად კი საკრავები.

         მაგრამ ეჭვი დარჩა. ტექნიკა არის დაცემის,სამოთხიდან გაძევების შემდგომი რეალობა. სამოთხეში ის არ იყო საჭირო.

              ქალაქიც იწვევს ებრაელთა უნდობლობას, მათ არასოდეს დავიწყებიათ რომ ღმერთს ისინი შეხვდნენ უდაბნოში...



            კაენის ფიგურას მნიშვნელოვანი ადგილი უკავია წმინდა ავგუსტინეს ნაშრომში ღმერთის ქალაქი//413-427// სადაც ის არის შეჩვენებული ქალაქის მთავარი ფიგურა და მას იმპულსურად ბაძავს ძმა რემის მკვლელი და დამყრობელთა სისხლიანი ქალაქის დამფუძნებელი რომულუსი.  


          ბნელი კაენი ხდება რომანტიკოსთა თხზულებების გამორჩეული პერსონაჟი.  მას ვხედავთ ბაირონთან,ნერვალთან, ზახერ-მაზოხთან, ვიქტორ ჰიუგოსთან. მას ვხედავთ მხატვრების და მოქანდაკეთა ქმნილებებში.

             რაბინული ლეგენდის თანახმად კაენი მოკლა უღრან ტყეში დამალულმა თითქმის დაბრმავებულმა ლამექმა რომელსაც კაენი ველური მხეცი ეგონა.




 

               რომულუსი კლავს რემს

     






 Каин убива Авел. Авель и Каин.







         
 


                     მარკ შაგალი,კაენი და აბელი:

 ________________________________________________________________________
 http://christ-s-body.net84.net/statii/Lamex.html
           

 იოსებ ფლავიუსი წიგნში იუდეველთა სიძველეები//2.2// წერს რომ ჯერ კიდევ ადამის ცხოვრებაში კაენის შთამომავლები იყვნენ საშინელი დამნაშავეები, სდევნიდნენ ერთმანეთს,გაუთავებლად ომობდნენ და დადიოდნენ სათარეშოთ და საძარცვავად. და თუ კი რომელიმე მათგანს მაინც და მაინც არ ეხალისებოდა ვინმეს მოკვლა ისიც გამოირჩეოდა თავხედობით,თვითნებობით და ანგარებით
ამასმოყვა წარღვნა. 



Иосиф Флавий в книге “Иудейские древности” 2.2: “Ламех ... понимая хорошо и точно требования религии, был того мнения, что ему самому придется поплатиться за братоубийство Каина. Это он сообщил своим женам. Еще при жизни Адама потомки Каина были, крайне преступны, так что следуя друг за другом и подражая один другому, они становились под конец все хуже и хуже, вели беспрерывные войны и постоянно отправлялись на грабежи, вообще же, если тот или другой из них не особенно охотно предавался убийствам, то зато выделялся безумную наглостью, своеволием и корыстолюбием.”
---------------------------------------------------------------------------------------------------------------



                               წარღვნა:

         ეთნოგრაფია დედამიწაზე იცნობს ასობით მოთხრობას წარღვნის შესახებ. 

        ფსიქოანალიზმმა და მითების მეცნიერებამ რა თქმა უნდა თავისებურად განმარტეს ეს ფაქტი- ყოველი ადამიანი გაჩნდა დედის მუცლის წყლებიდან და მას თავზარს სცემს წყლის ქვეშ აღმოჩენის აზრი.

               ეს შიში გაუცნობიერებლად სტანჯავს ყოველ ადამიანს.

                 მაგრამ ფსიქოანალიტიკოსებიდან დავუბრუნდეთ ბიბლიას.

      ადამიანთა გაბოროტებამ ისე გააღიზიანა ღმერთი რომ მან ინანა მათი შექმნა და გადაწყვიტა  დედამიწის ზედაპირიდან ამ ბოროტების გადარეცხვა. 

           მან ადამიანებს შორის მონახა ერთადერთი მართალი კაცი ნოე და მას ურჩია დიდი კიდობნის აშენება და მასში მისი ოჯახის წევრებთან და ცხოველთა ყოველი სახეობის თითო  წარმომადგენელთან ერთად შესვლა.







                კიდობანში ნოეს,მისი ოჯახის და ცხოველების შესვლის შემდეგ  წყალმა წალეკა მთელი დედამიწა,კოკისპირული თავსხმა გრძელდებოდა 40 დღე,წყალმა დაფარა უმაღლესი მთები, ხმელეთზე გაქრა სიცოცხლე.წარღვნა გაგრძელდა 150 დღე  და შემდეგ წყალმა დაიწყო კლება. ამის შემდეგ ნოეს კიდობანი გაჩერდ მთა არარატზე//კავკასიის სამხრეთით.


---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

ამქრალი კიდობნის ძიებაში: არარატის მთები
წარღვნის სხვადასხვა ტრადიცია მიუთითებს იმაზე, რომ კიდობანი ერთ მთაზე გაჩერდა. თუმცა, ამ მთას სხვადასხვა სახელით იხსენიებენ და სხვადასხვა წყარო მის ადგილმდებარეობასაც სხვადასხვანაირად მიუთითებს. განსხვავებული ჰიპოთეზებია გამოთქმული. მთის ადგილმდებარეობად, ზოგი სომხეთისა და თურქეთის მთებს ასახელებს, ზოგი კი, არარატის მთას საუდის არაბეთის კლდოვან მასივებში ხედავს. გემის ნაშთების მოძიება მრავალჯერ სცადეს, თუმცა ამაოდ.

«150 დღის შემდეგ, წყალმა იკლო და მე-7 თვის მე-17 დღეს, კიდობანი არარატის მთებზე შეჩერდა», ამას ბიბლია შესაქმეში VIII. 4 გადმოგვცემს. ჩვენი წელთაღრიცხვის დასაწყისიდან, ნოეს კიდობანი, ებრაულ და ქრისტიანულ იკონოგრაფიას კვებავს. აღწერილია როგორც კოლოსალური გემი, რომლის ზომებიც წარღვნაზე მითის შესწავლის კვალდაკვალ იზრდებოდა. პირველ რიგში, ის წარმოდგენილია როგორც წყალზე მცურავი კიდობანი, სახლი; ასეა ის გამოსახული ფრიგიული აპამეის მონეტებზე, მეორე საუკუნის რომის კატაკომბების ფრესკებზე თუ უძველეს ქრისტიანულ სარკოფაგებზე. მისი გამოსახვა ნამდვილი გემის სახით, მხოლოდ IV-ე საუკუნეში დაიწყეს. V-ე საუკუნის ასეთი საკმაოდ დაზიანებული გამოსახულება ჩანს ჟერაშის სინაგოგაში (იორდანია), შემდეგ შუა საუკუნეების დასავლეთში - სანსავანის მოხატულ კამარაზე (XI-XII სს.), ბონის (საფრანგეთი, კოლეგიალის თუ ოტანის კათედრალის კაპიტელებზე (XII ს.). სხვადასხვა თემის წყალობით კიდობნის მშენებლობამ, ცხოველთა აყვანამ და წყლის კლებამ, ადგილი დიდ მხატვართა რეპერტუარში მოიპოვა (რაფაელი - ვატიკანის ლოჟებში, მიქელანჯელო - სიქსტინის კაპელაში, ტიციანი - კარაში, პუსენი - «ოთხ სეზონში», გუსტავ დორე - ბიბლიის მისეულ ილუსტრაციებში...). ამ სახეთა წყალობით, კოლექტიურ წარმოსახვაში ღრმად ფესვგადგმული ნოეს კიდობანი, ხშირად იჩენს თავს ხელოვნების ნაწარმოებებში და დაინტერესებულ პირთ არქეოლოგიურ მტკიცებულებათა მოსაპოვებლად ექსპედიციების მოსაწყობად უბიძგებს.

ძველ აღთქმაში, არარატი სახელია ქვეყნისა, რომელიც ალბათ სამხრეთ კავკასიაში ოდესღაც არსებულ სახელმწიფოს შეესაბამება. იგი უპირისპირდებოდა ასურეთს , სამეფო ანალები მას მოიხსენებდნენ ნაირის, ურუატრის და ურარტუს სახელებით. საკმარისია წავიკითხოთ II მეფეთა, 37 და ისაია, XXXVII,38: ასურეთის მეფე სინაჰერიბმა უკან დაიხია. იგი დაბრუნდა ნინევიაში, სადაც დარჩა კიდეც. თავისი ღმერთი ნისროკის სახლში ლოცვისას, იგი ხმლით მოკლეს მისმა შვილებმა ადრამელექმა და სარესერმა და გაიქცნენ არარატის ქვეყანაში. იგივეა იერემიაში, LI, 27: მის (ბაბილონის) წინააღმდეგ მოუხმეთ სამეფოებს არარატს, მინის, აშკენაზს...»

ფოტოზე: არარატი
ბიბლია, რომელიმე განსაკუთრებულ მთას არ ახსენებს. ამ როლის მინიჭება 5 156 მეტრის სიმაღლის შთამბეჭდავი ვულკანური მასივისათვის, რომელიც თანამედროვე კავკასიის სამხრეთ-დასავლეთით, დღევანდელ თურქეთში მდებარეობს, მხოლოდ ა. წ. მე-5 საუკუნეში დაწყეს. ეს ტრადიცია, სომხურმა ლიტერატურამ XI-ე თუ XII-ე საუკუნეში განამტკიცა. მთას უწოდებენ მასისს («სიმაღლე»). თურქები მას იცნობენ სახელით «აღრი დაღ» («ციცაბო მწვერვალი»), ან არღი დაღ («კიდობნის მთა»). ირანელები მას იცნობენ სახელით - კუბ ნუ («ნოეს მთა»). სახელი - «არარატის მთა», ქრისტიანულ ხანაში დამკვიდრდა. ის, ამ სიმაღლეზე ნოეს კიდობნის ნაშთთა ძიებამ განამტკიცა. ათანასიუს კირხერის (1601-1680) ნაშრომიდან ამოღებული რუკა, არარატის მთით დაგვირგვინებულ შუამდინარეთს ასახავს. მოგვიანებით, გერმანელი გეოგრაფი კარლ რითერი (1779-1859) აზუსტებდა, რომ არარატის მთა, კასპიის ზღვის მოგზაურებისათვის ორიენტირს წარმოადგენდა.

წარღვნის სხვადასხვა ტრადიციის თანახმად, ნოეს კიდობანი თუ კი ერთ მთაზე გაჩერდა, სხვადასხვა წყარო, მას სხვადასხვა სახელით ცნობილ სხვადასხვა მთაზე მიუთითებს. ებრაული, ქრისტიანული და მაჰმადიანური ლიტერატურა, მრავალ ადგილზე მიუთითებს. ძველი ხის ნაშთი ბევრგანაა ნაპოვნი. გილგამეშის ეპოპეა ჰყვება, რომ ასურნაზირპალის ანალებში მოხსენიებული და ქვემო ზაბის (პირ ომარ გუდრუმ ქურთისტანში) მახლობლად ლოკალიზებული მთა ნისირი, კიდობანის გაჩერების ადგილს წარმოადგენდა; მელოუენი მას ბასრას სამხრეთ-დასავლეთით აიგივებდა, ქვემო შუამდინარეთში მდებარე ჯებელ სანამთან.

ქალდეური და მაჰმადიანური ტრადიცია, კიდობანის გაჩერების ადგილად მთა «ჯუჯის» მუთითებს. ეს მთა ორნაირად იყო ლოკალიზებული: მუჰამედი მას არაბეთში ათავსებდა, ჰეჯაზის ქედზე. მეორე თვალსაზრისით, იგი მდებარეობდა ტიგროსის სათავეებთან არსებულ დაბალ ბორცვებზე, შუამდინარეთის ჩრდილოეთ ნაწილში. ამის გამოძახილია ყურანის სურა 11,46: «და მან თქვა: ო, მიწავ, შეიწოვე შენი წყლები, ო ცაო, გაჩერდი»; და წყალმა იკლო; ყველაფერი შეწყდა. გემი ალ-ჯუდის მთაზე გაჩერდა და მან თქვა: «ბოროტნო შორს აქედან!». ამ მთას თურქულად უწოდებენ «კუდი დაღს», ნესტორიან თუ ნესტორიანელი ქრისტიანების მიერ აგებული მონასტრების გამო. ამ მონასტრებიდან ერთ-ერთს, კიდობნის მონასტრებს უწოდებდნენ. შემდეგ მაჰმადიანებმაც ააგეს იქ მიზგითი. ტრადიციის თანახმად, ამ მთაზე იმდენი ხე იდგა, რომ მათგან მეორე კიდობნის აგება იყო შესაძლებელი.

მითითებული იყო სხვა ადგილებიც: «კუბ-ი-ალვანდი» და მთა «დემავენდი» ირანის ჩრდილოეთ ნაწილში, და ბოლოს, ერთი ანონიმური ადგილი თურქეთის დასავლეთ ნაწილში, აპამეას დასახლების მახლობლად, მდინარე მარსიასზე. ცხადია, რომ ყოველმა ტრადიციამ, საკუთარ გარემოსთან წინაპართა მითის ელემენტების ადაპტაცია მოახდინა. უეჭველად სწორედ ამას მოწმობს სემიტური წარმოშობის ინდური ვერსია, რომელიც შატაპათა ბრაჰმანაში (I,VIII,I) თუ მაჰაბჰარატაში არის დამოწმებული: «მანუ წარღვნის თაობაზე გააფრთხილა გიგანტურმა თევზმა, რომელმაც ნავი მიიყვანა და გააჩერა მთა ჰიმავატ-ის (ჰიმალაიას) ძირას!...».

ბიბლიის შემდგომი ტრადიციები, კიდობნის გაჩერების ადგილად, საზოგადოდ სომხეთს ასახელებენ. მის სამხრეთ საზღვარს, ადგილს, სადაც შუამდინარეთის დაბლობზე პირველი მთები გამოირჩევა, უწოდებდნენ ქარდუ-ს*. ბიბლიის არამეული და სირიული ვერსიები, შესაქმის VIII-ე ტაეპის თარგმნისას ხმარობდნენ გამოთქმას - «ქარდუს მთები». ბერძენი და რომაელი ავტორები, ამ ზონას კარდუხთა არეს უწოდებენ, რომელსაც აგრეთვე გორდიაეა ეწოდებოდა. ასე, ბაბილონის მარდუკის ქურუმი ძვ. წ. III-ე საუკუნეში ამბობს, რომ ნოეს კიდობანი კორდ-თა მთებში გაჩერდა... 

 ბიბლია, რომელიმე განსაკუთრებულ მთას არ ახსენებს. ამ როლის მინიჭება 5 156 მეტრის სიმაღლის შთამბეჭდავი ვულკანური მასივისათვის, რომელიც თანამედროვე კავკასიის სამხრეთ-დასავლეთით, დღევანდელ თურქეთში მდებარეობს, მხოლოდ ა. წ. მე-5 საუკუნეში დაწყეს. ეს ტრადიცია, სომხურმა ლიტერატურამ XI-ე თუ XII-ე საუკუნეში განამტკიცა. მთას უწოდებენ მასისს («სიმაღლე»). თურქები მას იცნობენ სახელით «აღრი დაღ» («ციცაბო მწვერვალი»), ან არღი დაღ («კიდობნის მთა»). ირანელები მას იცნობენ სახელით - კუბ ნუ («ნოეს მთა»). სახელი - «არარატის მთა», ქრისტიანულ ხანაში დამკვიდრდა. ის, ამ სიმაღლეზე ნოეს კიდობნის ნაშთთა ძიებამ განამტკიცა. ათანასიუს კირხერის (1601-1680) ნაშრომიდან ამოღებული რუკა, არარატის მთით დაგვირგვინებულ შუამდინარეთს ასახავს. მოგვიანებით, გერმანელი გეოგრაფი კარლ რითერი (1779-1859) აზუსტებდა, რომ არარატის მთა, კასპიის ზღვის მოგზაურებისათვის ორიენტირს წარმოადგენდა....
 

ქსავიერ ფერი
ფრანგული ჟურნალი «Les Dossiers d'Archéoligie», N° 204, 1995 წლის ივნისი

თარგმანი გიორგი მარჯანიშვილისა


 «კარდუხთა ეთნიკური სახელი (სომხურად კორდუხ), იდენტური უნდა იყოს ქართველთა ეთნიკური სახელისა», წერდა სტრასბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლეთის ენათა და ლიტერატურათა პროფესორი კარსტი, 1934 წელს პარიზში გამოცემულ ნაშრომში «ქართული ქრისტიანული ლიტერატურა» (გვ. 9).  ანუ შეიძლება ითქვას, რომ მნიშვნელოვანი ტრადიციის თანახმად, ნოეს კიდობანი გაჩერდა და განახლებული კაცობრიობის ცხოვრება სწორედ კარდუხ-ქართველთა ქვეყნიდან, საქართველოდან დაიწყო.

დავუგდოთ ყური ძველი სახელების მუსიკას - მასისი (არარატის ძველსომხური სახელი) -ფაზისი-დმანისი-მანგლისი - იქნებ ამ მუსიკამ გაამხნევოს თანამედროვე ქართველობა და აგრძნობინოს, რომ მას გაჭირვებული კაცობრიობისთვის შვების მოტანის ძალა ღვთისაგან აქვს ბოძებული.

---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

 




              კიდობანის გაჩერების შემდეგ ნოე და მისი თანმხლებნი გამოვიდნენ. ნოემ უფალს შესწირა 
    მსხვერპლი. ღმერთმა კი ნოესთან და მის შთამომავლებთან შეკრა კავშირი,ალიანსი. მან თქვა რომ 
  წარღვნა აღარ იქნება და ამის ნიშნად ის თავის შვილდს დადებს ღრუბლებში. ასე ხსნიან 
ცისარტყელის გაჩენას.

          ალიანსს ჰქონდა ორად ორი პირობა- აკრძალული იყო მკვლელობა და სისხლისგან დაუცლელი
 ხორცის ჭამა. 


                      --------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------


                      თალმუდის თანახმად კი ღმერთმა კაცობრიობას ადამის და ნოეს მეშვეობით 
  მისცა შემდეგი 7 კანონი

         1. კერპთაყვანისმცემლობის აკრძალვა,

        2. მრეხელობის აკრძალვა ანუ ადამიანის მეტყველების შეზღუდვა.

         3. მკვლელობის აკრძალვა ანუ ადამიანის სიცოცხლის პატივისცემა.

          4. ღალატის აკრძალვა ანუ ოჯახის პატივისცემა.

          5. ქურდობის აკრძალვა ანუ მოყვასის ქონების პატივისცემა.

            6. ცოცხალი ცხოველისგან მოჭრილი ხორცის ჭამის აკრძალვა ანუ ცოცხალი
   არსებების პატივისცემა.

            7. სამართლიანი სასამართლო სისტემის შექმნა.

       თორას კანონების თანახმად ნოესთვის მიცემული კანონების შემსრულებელი
   ყოველი არაებრაელი იღებს იზრაელის ქვეყანაში მისული მკვიდრის სტატუსს.
    მაიმონიდი თვლის რომ  ან კანონთა შემსრულებელი ნებისმიერი არაებრაელი
    შევა ზეციურ სასუფეველში.      
http://dic.academic.ru/dic.nsf/ruwiki/581813

Законы Завета

Согласно Талмуду[1], Бог дал человечеству через Адама и Ноя следующие 7 законов:

  1. Запрет идолопоклонства (при этом поклонение Иисусу Христу признаётся евреями идолопоклонством)
  2. Запрет богохульства — ограничение речи человека
  3. Запрет убийства — уважение к жизни человека
  4. Запрет прелюбодеяния — уважение к семье
  5. Запрет воровства — уважение к имуществу ближнего
  6. Запрет употребления в пищу плоти, отрезанной от живого животного — уважение к живым существам
  7. Обязанность создать справедливую судебную систему
По закону Торы, нееврей, принявший и соблюдающий данные Ною законы, получает статус жителя-пришельца (гер-тошав) в Стране Израиля. Маймонид считает, что все народы мира обязаны принять законы потомков Ноя, и подтверждает, что всякий нееврей, соблюдающий эти законы, войдет в царство небесное.[2]


---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------


               ნოეს ჰყავდა სამი შვილი-სემი,აბრაამის წინაპარი,ქამი და იაფეტი. 

           ნოემ პირველმა დარგო ვაზი და დააყენა ღვინო. ერთხელ ის დათვრა და სულ შიშველმა დაიძინა. ქამმა დაინახა და დასცინა, მისმა ორმა ძმამ გადააფარეს მოხუცს მისი სამოსი მისთვის შეხედვის გარეშე. გამოფხიზლებულმა ნოემ შეაჩვენა ქამი,ქანაანელთა წინაპარი.

             წარღვნის შესახებ მოთხრობასთანაა დაკავშირებული ნათლობის ქრისტიანული რიტუალი. ძველი კაცის წყალში ჩაძირვა რათა ის მოკვდეს და ახალი გაჩენა წყლიდან ამოყვენით წარღვნის დროს კაცობრიობის განახლების სიმბოლური განმეორებაა.

              წუთისოფლის საზიზღარ წყლებთან მებრძოლი გემი-ეკლესიაც ახალი ნოეს კიდობანია. ამიტომ ქვია ზოგი ეკლესიის გარკვეულ სათავსოენს ნავი.


                     წარღვნის თემამ შთააგონა ბევრი ხელოვანი // გაგრძელება იქნება//.







 ფილიპ სელიე.ბიბლია.დასავლური კულტურის ერთ-ერთი საფუძველი

                                             2.


 Файл:Dvorec-sovetov1950.jpg


 




           ბოლშევიკების ოცნება. სტალინმა მოსკოვში დაანგრია ქრისტე მაცხოვარის ეკლესია და გადაწყვიტა აი ასეთი საბჭოების სასახლის აგება. 420 მეტრის სიმაღლის საბჭოების სასახლე უნდა ყოფილიყო სტალინური ახალი მოსკოვის ცენტრი.მას სიმაღლით ბევრად უნდა ეჯობნა 1931-1972 წლებში მსოფლიოს ყველაზე მაღალი შენობა ამერიკული ცათამბჯენი ემპაირ სტეიტ ბილდინგისთვის.   ეს საბჭიების სასახლე უნდა დაეგვირგვინებინა ლენინის გრანდიოზულ ქანდაკებას. მსოფლიოს ამ უმაღლეს შენობაზე მუშაობა მიმდინარეობდა 1930-ან //მას აშენებდნენ 1941 წლამდე//და 1950-ან წლებში.

                   საბედნიეროდ ვერ ააშენეს.

               ასეთი იყო ბიბლიის ბაბილონის გოდოლის საბჭოთა ექო. ეხლა მივხედოთ ბაბილონის გოდოლს.
его месте.
                              ბაბილონის გოდოლი: 

               შესაქმის წიგნის პირველ,კონტრ-მითიურ ნაწილს ასრულებს მესამე და ბოლო მოთხრობა უკანონობა-უწესობის შესახებ-მოთხრობა ბაბილონის გოდოლზე



           ეს ამბავი ხდება თავდაპირველ,საწყის ხანაში როდესაც მთელი კაცობრიობა ლაპარაკობდა  ერთადერთ,ერთ ენაზე // ებრაული ტრადიცია ამ ენას აიგივებს  საკრალურ,თავდაპირველ ებრაულ ენასთან//. ეს მოთხრობა პასუხობს კითხვას თუ რაა ენათა საწყისი.

              საერთო ენით გაერთიანებულმა ადამიანებმა გადაწყვიტეს  აშენება ქალაქისა და კოშკისა რომლის წვერიც მისწვდებოდა ცას.

             ღმერთმა ირონიულად შეხედა ადამიანთა ამ  ქედმაღლობას ისევე როგორც ირონიულად შეხედა ადამის სწრაფვას ღმერთთან გათანაბრებისკენ. 

                 ღმერთმა აურია ადამიანის ენები რომ დედამიწაზე გაფანტული ხალხები ლაპარაკობენ თავ-თავის ენებზე და მათ ერთმანეთის აღარ ესმით. ასე შეწყდა ქედმაღალი კაცობრიობის უაზრო წამოწყება. 


ზიკურატი

    მთხრობელი აქ იხსენებს ბოროტების სიმბოლოდ გადაქცეულ ქალაქ ბაბილონს სადაც აღმართული იყო მრავალსართულიანი კოშკი ზიკურატები. 


           სახელი ბაბილონი ნიშნავს ღმერთთა კარიბჭეს. ის უახლოვდება ებრაულ ზმნას რომელიც ნიშნავს არევას,აღელვებას.

        იუდევლები და ქრისტიანები მუდამ უპირისპირებენ შფოთის ქალაქ ბაბილონს იერუსალიმს რომლის სახელიც ნიშნავს მშვიდობის ქალაქს.  ასეა განსაკუთრებით აპოკალიფსში.

    ბაბილონის თემას ვხედავთ წმინდა ავგუსტინესთან, დოსტოევსკისთან,ბორხესთან,ისაა მხატვრობის თემაც.


                                     პატრიარქთა საგა:

      შესაქმის პირველ თერთმეტ თავს აქვს საყოველთაო მნიშვნელობა. მათმა ავტორებმა გადაამუშავეს შუმერულ-აქადური მითები და ჩააყენეს ისინი  ერთადერთი ღმერთის,მონოთეიზმის სამსახურში. 

             შემდეგ კი მოდის  საგას კარგად ცნობილი ჟანრის ნაწარმოები-ერთი ოჯახის მრავალი თაობის გამარჯვებების და უბედურებების ისტორია.

                      მორწმუნეთა მამა აბრაამი:

           აბრაამი//თავიდან აბრამი//  წარმოშობით იყო სამხრეთი შუამდინარეთის ქალაქი ურიდან . ის დამკვიდრდა უფრო ჩრდილოეთით,ჰარანში. სწორედ იქ მცხოვრებ აბრამს უთხრა ღმერთმა რომ მას უნდა მიეტოვებინა მისი ქვეყანა და ნათესაობა და წასულიყო იმ ქვეყანაში რომელზეც ღმერთი მიუთითებდა. სამაგიეროდ ღმერთი დაპირდა რომ გადააქცევდა აბრაამს დიდი ერის მამამთავრად და დალოცავდა მას, რომ აბრაამში იქნებოდნენ დალოცვილები დედამიწის ხალხები.

       აბრაამი ენდო ღმერთს,მიატოვა ყველაფერი და გადასახლდა. ის ჩავიდა პალესტინაში სადაც შეხვდა იდუმალ მეფე-ქურუმ მელქისედექს რომელიც პურით და ღვინით გაუმასპინძლდა აბრაამს და დალოცა ის.

 
    აბრაამის გადასახლება, უნგრალი მხატვარი იოჟეფ მოლნარი,1850.




 
              აგარი უდაბნოში,გეორგე ტატარესკუ,1870

                  აბრაამს არ ჰყავდა შვილი მისი მეუღლე სარასგან და მან მეორე ცოლად მიიყვანა მხევალი აგარი რომლისგანაც  ეყოლა ვაჟიშვილი იზმაელი.

            სარა და აბრაამი წუხდნენ იმის გამო რომ უშვილონი იყვნენ მაშინ როდესაც უკვე ძალიან მოხუცები იყვნენ. 

            სწორედ მაშინ ღმერთმა შეკრა აბრაამთან კავშირი და დაპირდა მას რომ ის გახდებოდა მრავალ შთამომავალთა წინაპარი და მას სარასგან ეყოლებოდა ვაჟი ისააკი.  

     იზმაელიდან გაჩნდებოდა ძლიერი ერი,მაგრამ ღმერთთან კავშირი გაგრძელდებოდა ისააკთან. ამ კავშირის ნიშნად ყველა ახალშობილი ბიჭი წინადაცვეთილი უნდა ყოფილიყო.

                  რამოდენიმე წლის შემდეგ კი  ეჭვით შეპყრობილი სარას გამო აბრაამმა გააძევა თავისი სახლიდან აგარი და თავისი შვილი იზმაელი. მას მხოლოდ ისააკი დარჩა.

                 ერთხელ, როდესაც  პაპანაქება სიცხეში აბრაამი იჯდა მამრეს მუხის ქვეშ მან დაინახა ახლოს მდგომი სამი პიროვნება-თვითონ ღმერთი და ორი ანგელოზი.  აბრაამმა მაშინვე უმასპინძლა მათ.  ღმართი აბრაამს დაპირდა რომ მის მეუღლე სარას ეყოლება ვაჟიშვილი.. ამის გამგონე მოხუც სარას აუტყდა სიცილი,მაგრამ ღმერთმა პასუხა რომ ღმერთისთვის არაფერია შეუძლებელი.

             ღმერთის და ანგელოზების გამოჩენა მამრეს მუხასთან ქრისტიანებმა განმარტეს როგორც სამების საიდუმლოს შეფარული გამოცხადება და განცხადება რომ ღმერთისთვის არაფერია შეუძლებელი განმეორდა ხარებისას.



აბრაამის სტუმართმოყვარეობა,მე-12 საუკუნის დასასრული, ფრესკა,იოანე ღვთისმეტყველის მონასტერი პატმოსის კუნძულზე.


 


               აბრაამი თაყვანს სცემს სამ ანგელოზს მამრეს მუხის ქვეშ,მონრეალეს ტაძრის მოზაიკა,მე-12 ს.




 
   მამრეს მუხა, 1890-1900 წლების ფოტო

   შემდეგ ორი ანგელოზი აბრაამის თხოვნისა და ლოცვის მიუხედავად გაუდგა გზას გარყვნილი ქალაქები სოდომის და გომორას დასანგრევად. 

           სოდომში ისინი მიიღო აბრაამის ძმისშვილმა ლოტმა,მაგრამ სახლს გარს შემოერტყა ბრბო  რომელსაც უნდოდა თავისი ჟინის დაკმაყოფილება ორ სტუმართან.

           ანგელოოზებმა მაშინ ლოტს უთხრეს რომ ის ცოლ-შვილთან ერთად უკანმოუხედავად უნდა გასცლოდა ქალაქს ვინაიდან ღმერთს უნდა დაენგრია ის.

                სამწუხაროდ ლოტის მეუღლემ მიიხედა უკან და ის გადაიქცა მარილის სვეტად. 

              გარიჟრაჟზე გოგირდი და ცეცხლი დაეცა თავს სოდომს და გომორას.







                 მას შემდეგ სოდომი და გომორა ბაბილონთან ერთად იქცნენ შეჩვენებულ ქალაქებად.

           ლოტის ორმა ქალიშვილმა ნახა მამაკაცების გაქრობა. მათ დაათვრეს თავისი მამა და დაფეხმძიმდნენ მისგან. მათ გააჩინეს მოაბი და ამონი,იზრაელის მტერი ხალხების წინაპრები.

            აგარის და მისი შვილი იზმაელის გაგდების შემდეგ ერთადერთი შვილი ისააკის ამარა დარჩენილ აბრაამს ელოდა უმძიმესი გამოცდა. 

  ღმერთმა,რომელიც ამ ერთადერთი შვილით დაპირდა აბრაამს ურიცხვი შთამომავლობის ყოლას. უბრძანა მას წაეყვანა ბავშვი მორიას მთაზე და შეეწირა ის მსხვერპლად მისთვის. 

              აბრამს კლავდა უშვილოდ დარჩენის შიში,მაგრამ მიუხედავად ამისა ის გაუდგა გზას. სამი დღე საშინელი მოგზაურობის შემდეგ ღმერთმა უეცრად უთხრა აბრაამს: "მე ეხლა ვიცი რომ შენ გეშინია ღმერთისა,ხელს ნუ ახლებ ბავშვს." აბრაამმა დაინახა  მახეში გაბმული თხა და ის შესწირა ღმერთს.


       ღმერთი მაშინ აბრაამს დაპირდა ცაში ვარსკვლავებივით და სანაპიროებზე ქვიშასავით ურიცხვ შთამომავლობას და უთხრა რომ მის შთამომავლობაში დაილოცება დედამიწის ყველა ხალხი ვინაიდან მან უსმინა ღმერთის ხმას.







 

           იბრაჰიმს//აბრაამს// აჩერებს ანგელოზი და არ აძლევს მას თავისი შვილის მსხვერპლად  შეწირვის საშუალებას. მუზეუმში ჰაფტ ტანან// 7 საფლავი// 
 შირაზში.

           სიკვდილის მოახლოების მგრძნობმა აბრაამმა თავისი მსახური ელიეზერი გააგზავნა თავის ოჯახში,მესოპოტამიაში რათა მას ენახა ქალი რომელიც ღმერთმა მოამზადა ისააკისთვის. 

            იშვიათი სილამაზის სცენაში ელიეზარი ჭასთან შეხვდა აბრაამის ნათესავ რებეკას რომელმაც მას და მის აქლემებს დაალევინა წყალი. ქალის სილამაზის დამნახავი ელიეზერი მიხვდა რომ მის წინაშეა მომავალი მეუღლე. ასე გადაწყდა ისააკის ქორწინება.

                  და აბრამი გარდაიცვალა 175 წლის ასაკში.

                

                  პლასტიკურმა ხელოვნებებმა აბრაამის საგადან ყველაზე მეტად გამოარჩიეს მისი შეხვედრა  მელქისედექთან. ეს განცდილი იქნა როგორც ევქარისტიის განჭვრეტა. 



 





         

 
 მელქისედექის გამოსახულება კიევის ფსალმუნიდან//1397//.









 
         მელქისედექი ლოცავს აბრაამს. იტალია,ვენეცია,წმ.,არკოზის ტაძარი.მე-13 ს. გუმბათი/

   მელქისედექი//სიმართლის მეფე// ბიბლიის მიხედვით იყო სალიმის მეფე, უზენაესი ღმერთის მსახური. როდესაც აბრაამი ბრუნდებოდა ოთხი აღმოსავლეთის მეფისთვის წართმეული ხალხით და ქონებით მას გაეგეგება მელქისედექი,უმასპინძლა მას პურით და ღვინით. 

             მელქისედექმა დალოცა აბრაამი და მიიღო მისგან მტრისთვის წართმეული ნადავლის მეათედი.  

             მელქისედექი ალბათ ცხოვრობდა იქ სადაც შემდეგ აიგო იერუსალიმი,თუმცა ამაზე არსებობს სხვადასხვა აზრი.

             მელქისედექის როგორც ღვთისმსახურის წოდება აღიარებული იყო როგორც აბრაამის ისე იმათ მიერ ვისი ქონებიდანაც მიეცა მას მეათედი. ცხადია რომ მელქისედექი სახელგანთქმული იყო, მაგრამ ჩვენ არ ვიცით მისი დაბადების დრო,ასაკი, ცხოვრება, არ ვიცნობთ მის წინაპრებს.

              ისაა იდუმალი პიროვნება და მასზე იმასაც ამბობდნენ რომ ის იყო სიმი რომელსაც შეეძლო კიდევ 150 წელი ცხოვრება აბრაამის დროს. 

                ზოგის მტკიცებით მელქისედექი იყო განკაცებული ანგელოზი ან გარკვეული დროის მანძილზე ადამიანებს შორის მცხოვრები სხვა ზებუნებრივი არსება. 

             დაბოლოს იყვნენ ისინიც ვინც მელქისედექში ხედავდნენ იესო ქრისტეს გამოცხადებას ძველი აღთქმის ხანაში. 

               იყო მელქისედექელების სახელით ცნობილი სექტა რომელიც ამტკიცებდა რომ ის იყო რაღავ ღვთაებრივი ძალის,მეტიც. სულიწმინდის, განხორციელება. 

                  უეჭველია რომ თავისი ბუნებრივი წარმოშობით მელქისედექი იყო ადამის უბრალო შთამომავალი,მაგრამ ჩვენ არაფერი ვიცით მის შესახებ გარდა ომისა რომ ის იყო დიდი და მნიშვნელოვანი პირი.

         მნიშვნელოვანია წმინდა წერილის დუმილი მის შესახებ. ფსალმუნებში ნათქვამია რომ მესია არის მელქისედექის ხარისხის ღვთისმსახური/ 

              ვინაიდან ეს მელქისედექი,სალიმის მეფე,უზენაესი ღმერთის მღვდელი,რომელიც შეეგება აბრაჰამს მეფეების განადგურების შემდეგ დაბრუნებულს და აკურთხა იგი. რომელმაც გამოუყო აბრაჰამს მეათედი ყველაფრისგან. პირველად მისი სახელი ნიშნავს სიმართლის მეფე,შემდეგ სალიმის მეფე,იგივე მშვიდობის მეფე.
        უმამო,უდედო,უგვარტომო,არც დღეთა დასაბამი აქვს,არც სიცოცხლის დასასრული, ღმერთის ძის მსგავსად.რჩება მღვდლად სამუდამოდ.

          შეხედეთ ახლა,რაოდენ დიდია იგი,რომელსაც პატრიარქმა აბრაამმაც მისცა მეათედი საუკეთესო ნადავლიდან//რომაელთა მიმართ 7,1-4//.   



            მხატვრებს დიდად იტაცებდა და იტაცებს აბრაამის ცხოვრება,მისი სეხვედრა სამებასთან, ხატავენ ისააკის მსხვერპლად შეწირვას....

              იაკობი და ისავი:


 

             რებეკამ გააჩინა ტყუპები. პირველი იყო წითური და  თმიანი და მას დაარქვეს ისავი//ე.ი.წითური//, მეორეს კი დაარქვეს იაკობი//ტერფი//იმიტომ რომ ის გაჩნდა ისავის ტერფზე ხელჩაჭიდებული.

           ისავი გახდა მოხერხებული მონადირე. ის დარბოდა ველ-მინდვრად მაშინ როდესაც იაკობი რჩებოდა კარვებში.

              ერთხელ დაღლილი,მშიერი და დაუძლურებული  ისავი დაბრუნდა და დაინახა რომ იაკობი ზის და ჭამს გემრიელ ოსპს. 

             იაკობი დათანმხდა ამ საჭმლის განაწილებაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ კი ისავი დათმობდა  თავის უფროსობის უფლებას. 

               დაღლილობისგან გონებადაჩლუნგებული ისავი დათანხმდა და ასე თქვა უარი  ღვთაებრივ დაპირებაზე.

    

         

                


      დაბერებულ და დაბრმავებულ ისააკს სურდა თავისი საყვარელი ვაჟიშვილი ისავის დალოცვა. 

           მაგრამ რებეკას უფრო იაკობი უყვარდა და მან იაკობს ჩააცვა მისი ძმის სამოსი და მისი ხელები და კისერი ბატკნის ტყავით დაფარა  რათა ისააკს ის ისავის თმა გონებოდა. 

               მატყუარა ისააკი წარუდგა მამას და უთხრა მე ვარ ისავი,შენი უფროსი ვაჟი/ ისააკმა ის მიიზიდა და მოეფერა მას. მას ისააკი ისავი ეგონა და დალოცა ის.

        დალოცვა ძველ აღთქმაში და ხშირად მთელ აღმოსავლეთში ეფექტურია და მისი უკან წაღება შეუძლებელია:

                       დაე ხალხები გემსახურონ.
                      იყავი ძმათა ბელადი.
                       შეჩვენებული იყოს ის ვინც შეგაჩვენებს
                        და დალოცვილი იყოს ის ვინც დაგლოცავს.  



 



 И увидел во сне: вот, лестница стоит на земле, а верх ее касается неба; и вот, Ангелы Божии восходят и нисходят по ней. (Быт, 28:12)






        








 








 ასე მოტყუებით დალოცვილ იაკობს შეეშინდა ისავის სიბრაზისა და ის გაიქცა ჰარანში რებეკას ძმა ლაბანის ოჯახში.

     მგზავრობისას მას შემოაღამდა. მან დაიძინა და ნახა სიზმარი:

          მიწიდან ცამდე აღმართული იყო კიბე რომელზეც ანგელოზები ადიოდნენ და ჩამოდიოდნენ. მას გამოეცხადა ღმერთი და უთხრა:  "მე ვარ მამაშენი აბრაამის და ისააკის ღმერთი. მიწას რომელზეც წევხარ მოგცემთ შენ და შენს შთამომავლობას და დაგიფარავ სადაც არ უნდა წახვიდე."

        ამ ჩვენების სამახსოვროდ ლტოლვილმა იაკობმა აღმართა სტელა რომელსაც უწოდა ბეთელი ანუ ღვთის სახლი.

             ლაბანის სამსახურში ჩამდგარი იაკობი დაქორწინდა მის ორ ქალიშვილზე,ლიაზე და რაქელზე. მათგან და მათ მხევალთაგან იაკობს ეყოლა 11 შვილი. 

           შემდეგ დიდხანს უშვილო რაქელმა ბოლოს და ბოლოს გააჩინა იოსები და იაკობი დაბრუნდა მამამისი ისააკის სახლში.

              გზაში,ერთ ღამეს,როდესაც მისი ქარავანი გადადიოდა იაბოქის ფონზე,ის დარჩა მარტო. გამოჩნდა კაცი რომელიც დილამდე ებრძოდა იაკობს. კაცი ვერ იმარჯვებდა და მან იაკობს  დაუზიანა ბარძაყი. მიუხედავად ამისა იაკობმა განაგრძო ბრძოლა და კითხა უცნობს თუ ვინაა. "არ შეგეშვები ვიდრე არ დამლოცავ".  იდუმალმა მოწინააღმდეგემ უპასუხა:  "შენ აღარ დაგიძახებენ იაკობს,დაგიძახებენ იზრაელს ვინაიდან შენ შეებრძოლე ღმერთს". იზრაელი უეჭველად ნიშნავს დაე ძლიერი იყოს ღმერთი. იაკობმა ამ ადგილს უწოდა პენიელი,ე.ი.ღმერთის პირისპირ.

             ამის შემდეგ იაკობი შეურიგდა ისავს და ის იქცა 12 შვილის მამად. მისი შვილები იყვნენ იზრაელის 12 ტომის წინაპრები. 

        ძმები იაკობის და ისავის მტრობის ამბავი გამოიყენეს მე-16 საუკუნის ბოლოს საფრანგეთში კათოლიკეების და პროტესტანტების ძმათამკვლელი ომის ხატად//აგრიპა დობინიე,Agrippa d'Aubigné, Les Tragiques,1617//.

                      მე-17 საუკუნეში გამრავლდა ისააკის დალოცვის,იაკობის კიბის და ანგელოზთან ბრძოლის სურათები.

 Эжен Делакруа Борьба Иакова с ангелом(1860), фрагмент Париж. Церковь Сен-Сюльпис
 ეჟენ დელაკრუა, იაკობის ბრძოლა ანგელოზთან,1860,პარიზის ეკლესია სენ სიულპისი//Saint-Sulpice//.


Видение после проповеди, или Борьба Иакова с ангелом (1888) Эдинбург. Национальная галерея Шотландии

             პოლ გოგენი, ბრეტონელი ქალები ლოცვის შემდეგ. უკანა პლანზე იაკობის ბრძოლა ანგელოზთან

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------


Автопортрет с Желтым Христом (1889-1890)

 პოლ გოგენი.ავტოპორტრეტი ყვითელ ქრისტესთან.

// 1890 წელი,ნიცშეს გაგიჟების,რემბოს უბედური სიკვდილის,ვან გოგის თვითმკვლელობის წელი. 18991 წელა არდაიცვალა თეო ვან გოგი და პოლ გოგენი იმავე წელს გაიქცა ტაიტიზე ცივილიზაციით შეურყვნელი სამყაროს საძებრად,ღმერთო, გვიშველე ცოდვილებს.

------------------------------------------------------------------------------------------------------------------------


                          იოსების მოქმედება:


            იაკობს თავისი შვილებიდან ყველაზე მეტად უყვარდა იოსები და ამან შურის და მტრობის გრძნობა გაუჩინა მის ძმებს.

            ვითარება კიდევ უფრო დაამძიმა და გაართულა იოსების მიერ ნანახმა ორმა სიზმარმა რომლებიც მან მოუყვა თავის ძმებს.  ერთ-ერთ სიზმარში მან ნახა რომ მისმა ძმებმა ქედი მოიხარეს მის წინაშე.

                  ძმებმა მაშინ მოაწყვეს შეთქმულება და გადაწყვიტეს იოსების თავიდან მოშორება.

             მათ იოსები ჯერ ჩააგდეს  მოშორებულ ჭაში და შემდეგ ის ოც სიკლის ვერცხლად მიყიდეს უცხოელ ვაჭრებს რომლებმაც ის წაიყვანეს ეგვიპტეში.



                Р. Ляйнвебер. Продажа Иосифа в рабство.
                  რ.ლიაინვებერი,იოსების მონობაში გაყიდვა



 მათ სამოსი გახადეს იოსებს, ამოსვარეს ის პირუტყვის სისხლში და იაკობი დაჯერეს რომ იოსები შეჭამა გარეულმა ნადირმა. მამა დიდხანს გლოვობდა.

                       ეგვიპტეში ის მიყიდეს ფარაონის მსახურ პუტიფარს და თავისი გონიერების წყალობით ის მალე იქცა მის   მამულთა  გამგებლად.

              მაგრამ იოსების სილამაზემ მიიპყრო პუტიფარის მეუღლის ყურადღება და მან სცადა იოსების მოხიბლვა,მეტიც, მისი გაშიშვლება. ღმერთის ერთგულმა იოსებმა მოახერხა გაქცევა. ქალის ხელში კი დარჩა იოსების სამოსის ნაწილი.

 Натье, Жан-Батист - Иосиф и жена Потифара
           ჟან-ბატისტ ნატიე,იოსები და პუტიფარის ცოლი




               გაბრაზებულმა ქალბატონმა იოსებს დააბრალა რომ მან სცადა მისი გაუპატიურება და უბედური ჩააგდეს დილეგში.



                            დამწყვდეულმა იოსებმა ზუსტად განმარტა მასთან ერთად დამწყვდეული ფარაონის დიდმოხელეთა სიზმრები და ამით მიიპყრო ყურადღება. 

 ფარაონმა, რომელმაც გაანთავისუფლა თავისი დიდმოხელეები, ორი წლის შემდეგ ნახა სიზმარი. მან ნახა რომ ნილოსიდან ამოვიდა 7 მსუქანი ძროხა რომელთაც მოყვა 7 გამხდარი ძროხა და გამხდარმა ძროხებმა შეჭამეს მსუქანი ძროხები.

              ვერავინ მოახერხა ამ სიზმრის ახსნა. მაშინ ერთ-ერთმა განთავისუფლებულმა დიდმოხელემ გაიხსენა იოსების ნიჭი და ფარაონმა დაიბარა იოსები.

            იოსებმა ფარაონს აუხსნა რომ ეგვიპტეს ელის  სიუხვის 7 წელი რომელსაც მოყვება 7-წლიანი შიმშილი,რომ ღმერთი აფრთხილებს ფარაონს და საჭიროა ამ უბედურებისთვის მზადება.საჭიროა სიუხვის დროს მარაგების შექმნა რათა შიმშილმა არ მოსპოს ეგვიპტელი ხალხი.

            ფარაონი მოიხიბლა 30 წლის იოსების სიბრძნით და დანიშნა ის  მთელი ეგვიპტის ადმინისტრატორად. 

               როდესაც დადგა შიმშილი ხალხი პურს იღებდა საწყობებიდან.

                ქანაანსაც სტანჯავდა შიმშილი და იოსების ძმებმა გადაწყვიტეს ეგვიპტეში ჩასვლა პურის საშოვნელად. იოსებმა იცნო ისინი მაგრამ მათ ვერ იცნეს იოსები.

            იოსებმა თავის ძმებს დააბრალა ჯაშუშობა,ერთ-ერთი ძმა აიყვანა მძევლად და დანარჩენებს მოსთხოვა ქანაანში წასვლა და მათი ყველაზე ახალგაზრდა ძმის ჩამოყვანა.

                იაკობმა თავიდან უარი თქვა თავის უმცროს შვილთან განშორებაზე,მაგრამ შიმშილი უარესდებოდა და ის ბოლოს და ბოლოს დათანხმდა. 

             ეგვიპტეში დაბრუნებული ძმები იოსებმა მიიწვია სანადიმოდ. 

              იოსებმა ვერ შეიკავა გრძნობები,იტირა და გაუმხილა თავის ძმებს თავისი ვინაობა. 

          მან აპატია თავის ძმებს, დაუძახა იაკობს და ყველა თავისიანს და დაამკვიდრა ისინი ეგვიპტეში.

            იაკობმა იგრძნო სიკვდილის მოახლოება და დალოცა ყველა შვილი. შემდეგ ის გარდაიცვალა. 110 წლისა გარდაიცვალა იოსებიც. 


      იოსების ისტორია დიდად პოპულარული გახდა. მისით შთაგონებულმა თომას მანმა დაწერა ტეტრალოგია "იოსები და მისი ძმები" //1933-1943// რომელიც პატრიარქალური ხანის სიმშვიდეს უპირისპირებს თანამედროვე სამყაროს კონვულსიებს. 

               იოსების თემამ გაიტაცა მრავალი სახელგანთქმული მხატვარიც. კომპოზიტორმა რიხარდ სტრაუსმა 1914 წელს დაწერა"იოსების ლეგენდა".

           


    რემბრანდტი,იოსებს სდებენ ბრალს.







       


             
Р. Ляйнвебер. Иосиф разгадывает сон фараона.

                     რ.ლიაინვებერი,იოსები ამოიცნობს ფარაონის სიზმარს.

                  ქრისტიანულმა ტრადიციამ იოსებში დაინახა  ქრისტეს წინასწარ განჭვრეტა. პასკალმ შეაჯამა ეს ინტერპრეტაცია. მან შესაქმის წიგნში ამოიკითხა ქრისტეს განკაცების საიდუმლო სამებისეული ცხოვრებიდან და ძის მისიიდან ქრისტეს ვნებამდე. 

              საყვარელი ძე უმანკო იოსები მამამ გააგზავნა ძმების სანახავად,მათ კი იოსები ოც დენიედ გაყოდეს და ამით ის იქცა მათ ბატონად,მათ,უცხოელთა და მთელი ქვეყნის მხსნელად....
 რემბრანდტი,ასამართლებენ იოსებს

          იოსების ისტორიით დაიწყო ებრაელთა მრავალსაუკუნოვანი ცხოვრება ეგვიპტეში რომელიც დასრულდა მოსეს ხელმძღვანელობით მათი დაბრუნებით 
 პალესტინაში//გაგრძელება იქნება//.





          


ანდრეი რუბლიოვი და დანიილ ჩორნი,აბრაამი,ისააკი და იაკობი სამოთხეში,ვლადიმირი,მიძინების ტაძარი



              3. 
 უდაბნოს გავლა:


 











_____________________________________________________________________________
             
http://slovari.yandex.ru/~%D0%BA%D0%BD%D0%B8%D0%B3%D0%B8/%D0%91%D0%B8%D0%B1%D0%BB%D0%B8%D0%BE%D0%BB%D0%BE%D0%B3%D0%B8%D1%87%D0%B5%D1%81%D0%BA%D0%B8%D0%B9%20%D1%81%D0%BB%D0%BE%D0%B2%D0%B0%D1%80%D1%8C/%D0%A8%D0%B0%D0%B3%D0%B0%D0%BB/

Шагал

Марк Шагал
ШАГА́Л Марк Захарович (1887—1985), живописец, график, скульптор, витражист, создатель обширных циклов произведений на библ. темы. Род. в Витебске в евр. семье. Получил традиционное иудаистское воспитание. В 1906 стал заниматься живописью в школе витебского художника И. Пэна, затем учился в Петербурге под руководством Н. Рериха, Л. Бакста, М. Добужинского. В 1910 после первой выставки своих картин уехал в Париж, где сблизился с представителями различ. течений лит. и живописного авангардизма (П. Пикассо, А. Модильяни, Г. Аполлинер). Накануне Первой мировой войны вернулся в Витебск уже сложившимся художником, получившим признание. В 1918 Ш. был назначен уполномоченным по делам искусств в Витебске. В 1919—22 гг. преподавал в худож. школах, комиссар губернского отдела народного образования в Витебске. В 1922 работал в Каунасе, после чего жил в Берлине и Париже. С 1937 гражданин Франции. Во время Второй мировой войны переселился в Нью-Йорк, а в 1948 вернулся во Францию. В 1973 Ш. посетил Советский Союз. Художник всегда считал Россию своей родиной и не порывал с ней духовной связи. Умер Ш. в Сен-Поль де Ванс близ Ниццы.
Своеобразное творчество Ш. характеризует тот этап в истории искусства, к-рый следовал за постимпрессионизмом. В его картинах и офортах причудливо сочетаются фантастические, подобные сновидениям, образы и внимание к живым деталям обыденного. Хотя творчество художника проникнуто религ. духом, сам он не относил себя ни к какой конфессии. На вопрос, верующий ли он, Ш. отвечал: "Я мистик. Я не хожу в церковь или синагогу. Моя молитва — моя работа... Я верю пророкам. Вот мое кредо". Поэтому Ш. расписывал и христианские храмы, и синагоги, обращаясь как к ветхозав., так и к новозав. темам.
В 1900—10-e гг. он написал картины "Богоматерь с Младенцем", "Святое семейство", "Каин и Авель", "Голгофа". Задумав серию иллюстраций к Библии, Ш. посетил *Палестину, Сирию и Египет. Законченный цикл из 105 гравюр был издан в 1956 (Париж). С сер. 30-х гг. в живописи Ш. все чаще возникает мотив Распятия, к-рое художник трактует в свете *Служителя Господня гимнов. Уже после войны он создает картину "Падение ангела", в к-рой переплетаются важнейшие образы его творчества: витебский пейзаж с бредущим странником, горящая свеча (символ духа), старец со свитком *Торы, Распятие, Богоматерь, жертвенное животное. В тот же период он выполняет большой цикл цветных литографий к ВЗ и офорты к псалмам. В 1954—66-х гг. Ш. написал серию из 17 монументальных панно, названную им "Библейское провозвестие" ("Сотворение человека", "Рай", "Изгнание из Рая" и др.). То же название получила и выставка 1973 г. в Ницце, на к-рой были собраны панно, витражи, гобелены, статуи и мозаики Ш. на темы Свящ. Писания.
♦ Моя жизнь. По страницам книги, пер. с франц., "Юность", 1987, № 12, М., 1994; Ma vie, Р., 1931.
● Свящ. Аксенов-Меерсон М., Евангелие от Марка Ш., "Путь", Православный альманах, Нью-Йорк, 1985—86, № 7; Башляр Г., Введение в Библию Ш., в его кн.: Новый рационализм, М., 1987; Марк Ш. К 100-летию со дня рождения. Живопись и графика из франц. и сов. музеев и личных коллекций. Каталог выставки, М., 1987; Maritain R., Marc Chagall, N. Y., 1943; i d., Chagall, ou l’orage enchanté, Genève, 1948; Sweeney J. J., Marc Chagall, N. Y., 1946; Venturi L., Chagall, Genève, 1956; RGG, Bd. 1, S. 1635.


           

Комментариев нет:

Отправить комментарий