четверг, 18 июля 2013 г.

რას და როგორ ასწავლიდნენ ევროპაში

 

 

 

 

ბიბლიოთეკა, წიგნები, ძველი ევროპის მორალიდან:

,მორალი იყო საფრანგეთის მესამე რესპუბლიკის //1870-1940// განათლების ერთ-ერთი ბურჯი. მასწავლებლებს უნდა ესწავლათ ბავშვებისთვის წერა, კითხვა, ანგარიში და მოქალაქეობის მნიშვნელობა. 
 რესპუბლიკას მაშინ სურდა რომ მის ცენტრში ყოფილიყო სათნოება და ნიჭი. ის უნდა ყოფილიყო  აგებული სათნოებისა და ნიჭის ირგვლივ. სახელმწიფო განათლების ოფიცერი და დაწყებითი განათლების ინსპექტორი ლუი ბუიაე  თავის სახელმძღვანელოში "დაწყებითი სკოლების მორალის წიგნი, საშუალო, უმაღლესი კურსები, სრულწლოვანთა კურსი " //1895// აღწერს ბავშვების მოვალეობებს სკოლაში, სახლში, მასწავლებლის, სამშობლოს მიმართ, მეტიც, ცხოველების მიმართ. ესაა ძალიან მკაცრი რესპუბლიკური მორალი....

ამ ატმოსფეროში აღიზარდა როგორც შარლ დე გოლი ისე ბევრი სხვა გამოჩენილი და ღირსეული ფრანგი. ბევრზე ამან რა თქმა უნდა არ იმოქმედა ან სულაც საწინააღმდეგოდ იმოქმედა.

მაგრამ საინტერესოა რომ სრულიად თანამედროვე ფრანგებმა 2011 წელს გადაწყვიტეს ამ წიგნაკის ხელახლა გამოცემა.ესე იგი ის ისევ იწვევს ინტერესს და მასში არის დღესაც საინტერესო და მნიშვნელოვანი იდეები. გავეცნოთ ამ სახელმძღვანელოს თუნდაც ზოგ ფრაგმენტს.


მორალის გა  
მორალის გაკვეთილი ქუჩაში:
ძველი დროის ერთ-ერთი უდიდესი ბრძენი სოკრატე თავის მოწაფეებს ეუბნებოდა ხოლმე რომ მას შეეძლო მათთვის ერთადერთი მაგრამ უმთავრესი და ყველაზე საჭირო მეცნიერების სწავლება. ეს მეცნიერება, მორალი ადამიანებს ასწავლის მათ მოვალეობებს და ამით მათ აქცევს კარგ და პატიოსან ადამიანებად.

 ერთხელ ათენში, თავის სამშობლოში,ქუჩაში მან ნახა სიმპატიური ახალგაზრდა და გადაწყვიტა მისი მოწაფედ აყვანა და მასთან დამეგობრება.

სოკრატე თავისი ჯოხით გადაუდგა მას წინ და  კითხა თუ სად შეიძლებოდა პურის და ხორცის ყიდვა, ახალგაზრდამ უთხრა რომ ყველაფრის ყიდვა შეიძლებოდა აგორას ბაზარზე. მაშინ სოკრატემ იკითხა თუ სად შესძლებდა ის ფეხსაცმლის და ტანისამოსის ყიდვას. ქსენოფონმა //ასე ერქვა ახალგაზრდას// მიასწავლა სოკრატეს სხვა ვაჭრებიც.           


მაგრამ სოკრატე არ შეეშვა მას და სთხოვა რომ რადგან ახალგაზრდამ ამდენი სასარგებლო რამე იცოდა იქნება ეთქვა მას მისთვის ისიც თუ სად შეიძლებოდა ესწავლა თუ როგორ უნდა გამხდარიყო კარგი ადამიანი.

აი აქ ქსენოფონი გაჩუმდა და გაწითლდა. სოკრატემ მაშინ შენიშნა რომ არ უნდა ჰქონდეს მნიშვნელობა ყველაფრის ცოდნას თუ კი ადამიანმა არ იცის ერთადერთი მნიშვნელოვანი რამ. როგორ გამოიყენებდა თავის ცოდნას ადამიანი რომელმაც არ იცის ცოდნის სასიკეთოდ გამოყენება.
   
ამ შემთხვევაში ცოდნა იქნებოდა იარაღი გამოუცდელი კაცის ხელში და ის უფრო დაასახიჩრებდა ვიღაცას ვიდრე წასწევდა წინ.
       
ქსენოფონს შერცხვა იმისა რომ ის დიდი ხნის მანძილზე ყურადღებას არ აქცევდა ნამდვილ აღზრდას და სოკრატემ შესთავაზა მას გაყოლა და სიკეთის ერთად შესწავლა.
 
ქსენოფონე გაყვა სოკრატეს და მის მიერ აღზრდილი ის გადაიქცა საბერძნეთის ერთ-ერთ ყველაზე განათლებულ მოქალაქედ და დიდი და სათნო ადამიანებით ესოდენ მდიდარი საბერძნეთის ერთ-ერთ სამაყო ადამიანად.

1, განათლება:         
ადამიანი არ ჩნდება არც კარგი და არც ცუდი  : ახალშობილი შეიძლება იქცეს კარგ ადამიანადაც და ვიღაც ოხრადაც.
    
დაბადებისას ადამიანს თან დაყვება როგორც საზოგადოებაში ცხოვრებისთვის შესაფერისი ისე მისთვის შეუფერებელი ინსტინქტები. ახალშობილს მასში აქვს როგორც ყველა მანკიერების ისე ყველა სათნოების,ყველა ღირსების და ყველა ნაკლის ჩანასახები.
 
გონიერებით და ნებით დაჯილდოებული ბავშვი ადრიდანვე ხედავს თუ რომელ ინსტინქტებს უნდა ებრძოლოს და რომელი მიდრეკილებები უნდა განავითაროს.
 
აღზრდა სწავლება არის განათლებული,სიყვარულით სავსე ,მიზანდასახული დახმარება  ბრძოლაში ცუდი მიდრეკილებების წინააღმდეგ რომელშიც ბავშვი უკვე ადრიდანვე ჩაება, სხვა მისწრაფებების განვითარებისთვის გაწეული დახმარება. ...
     
 თავზარდამცემია იმის წარმოდგენა თუ სადამდე შეიძლება დაეცეს ადამიანი. აღფრთოვანების მომგვრელია იმის წარმოდგენა თუ სადამდე შეიძლება ის ამაღლდეს.
         
გასაგებია ის მღელვარება რითიც უყურებს მამა აკვანში მწოლიარე მის ახალშობილ შვილს. მის ჯერ კიდევ გაურკვეველ ნაკვთებში არის საიდუმლო ცხოვრებისა რომელიც შეიძლება იყოს მშვენიერი ან საშინელი.
 
მძინარე ბავშვი მასში ატარებს ოჯახის სირცხვილის თუ ღირსების,სიხარულისა თუ სასოწარკვეთილების ჩანასახს// ა.ვესიო, სწავლა სკოლაში//.

 2. პატიოსანი ადამიანი:
სამართლიანი,პატიოსანი ადამიანი ისაა ვინც თავის უფლებას უდარებს თავის მოვალეობას.მან იცის რომ ხვედრით უსასრულო არსება ადამიანი დროებით იყო ჩამოგდებული  შეზღუდულ მიწაზე  და არ ძალუძს რა საერთო სამშობლოს გაზრდა ის ზრდის თავის გულს რათა დაკმაყოფილდეს მცირეოდენით.
   მდიდარი თუ ღარიბი,გასცემს ის თუ იღებს,ის იმზადებს საფლავს სადაც ვერავინ ვერ იტყვის რომ მისი გავლა დედამიწაზე იყო უბედურება.
           
მე გული მიჩუყდება სიტყვები პატიოსანი ადამიანის გაგონებისას. მე წარმოვიდგენ პატივცემულ ადამიანს რომელიც არ ყოფილა ტვირთი მიწისთვის,რომლის გულმაც არ იცის უსამართლობა და რომლის ხელსაც არ ჩაუდენია უსამართლობა.

 ადამიანს რომელიც პატივს მიაგებს სხვა ადამიანების სიცოცხლეს,ღირსებას,
ქონებას,მათ მორალურ სრულყოფას,ვინც იცავს სიტყვას,არის ერთგული მეგობარი,გულწრფელი და  და მტკიცე შეხედულებების მქონე რომელსაც ვერ იყოლიებს ცვალებადი დრო. ...//ლაკორდერი,შენიშვნები და პანეგირიკები//....

 ჭეშმარიტი კეთილშობილება,მამა შვილს:
    
 არა, არა,  წინაპრები არაფერია იქ სადაც არაა სათნოება,ღირსება. ჩვენ არა გვაქვს წილი ჩვენი წინაპრების დიდებაში თუ კი არ ვცდილობთ დავემსგავსოთ მათ.
 
ის ბრწყინვალება რომელსაც გვფენს მათი ქმედებები გვავალებს მათთვის იგივე პატივის მიგებას,მათ მიერ დასახულ გზაზე სიარულს,მათი ღირსებისა და სათნოების შეულახავად თუ კი გვინდა რომ ვიყოთ მათი ნამდვილი შთამომავლები.
   
ღირსეული და დიდი წინაპრების ბრწყინვალება ანათებს და ყველას ანახვებს უღირსი და გადაგვარებული შთამომავლების სამარცხვინო საქციელს და სიმდაბლეს.
           
და ბოლოს შეიგნეთ რომ უსაქციელო,ცუდად მცხოვრები წარჩინებული ურჩხულია . კეთილშობილების უმთავრესი და უპირველესი ნიშანია სათნოება.

სახელზე მეტად საქმეს უნდა შევხედოთ. მონარქის გაღორებულ შვილზე უფრო პატივსაცემია მეღორის პატიოსანი შთამომავალი//მოლიერი,დონ ჟუანი ანუ პიერის ნადიმი//...
       
 "თვითმკვლელობა არის ფარული და სამარცხვინო სიკვდილი,კაცობრიობის გაქურდვა. სანამ დასტოვებ კაცობრიობას დაუბრუნეს ის რაც მან შენთვის გააკეთა.
           
მაგრამ მე არაფერი მიყვარს ამქვეყნად,მე უსარგებლო ვარ სამყაროსთვის- უდღეური ფილოსოფია! განა არ იცი რომ ნაბიჯს ვერ გადაადგავ ამ მიწაზე რაღაც შესასრულებელი მოვალეობის დაუნახავად და ყველა ადამიანი სასარგებლოა უბრალოდ იმიტომ რომ ის არსებობს?
     
ახალგაზრდა უტვინოვ! თუ კი გულში დაგრჩა სათნოების უმცირესი განცდა შეიყვარე სიცოცხლე.
   
ყოველთვის როცა გაცდუნებს ამქვეყნიდან წასვლის აზრი  უთხარი შენს თავს: "წასვლამდე უნდა გავაკეთო კიდევ ერთი კარგი საქმე!"  შემდეგ წადი და დაეხმარე ავადმყოფს ვისაც სჭირდება დახმარება,ანუგეშე უბედური ვისაც სჭირდება ნუგეში,დაიცავი ჩაგრული. ეს დაგაკავებს დღეს, ხვალე, ზეგ, მთელი ცხოვრება" //ჟან-ჟაკ რუსო,ახალი ელოიზა//.

ადამიანის ღირსება:
ადამიანი ცხოველებზე უფრო მაღლა დგას  უბრალოდ იმიტომ რომ ის გონიერია და სხვანაირად, უკეთესად მგრძნობიარე.
       
და ყველაზე უფრო კი იმიტომ რომ მას აქვს გონება რომელიც მას აძლევს სიკეთის ბოროტებისგან გარჩევის საშუალებას და თავისუფლება რომელიც მას აძლევს სიკეთის ან ბოროტების არჩევის საშუალებას....

 აზრი:
"ადამიანი არის ლერწამი, უსუსტესი ბუნებაში,მაგრამ მოაზროვნე ლერწამი. სამყაროს შეუიარაღებლადაც შეუძლია მისი გასრესა.ორთქლი,წყლის წვეთი საკმარისია ადამიანის მოსაკლავად.
   
მაგრამ როდესაც სამყარო მას გასრისავს ადამიანი მის მკვლელზე უფრო კეთილშობილი იქნება იმიტომ რომ მან იცის რომ კვდება. სამყარომ არაფერი იცის ამის შესახებ და ესაა მისი უპირატესობა.
       
ჩვენი მთელი ღირსება,მაშ,აზრშია.ამოვიდეთ აქედან და არა სივრციდან და დროიდან რომელთაც ვერ შევავსებთ. ვიზრუნოთ,მაშ,კარგად აზროვნებაზე-აი მთელი მორალი//პასკალი,აზრები//.

სინდისი:
სინდისი ერთდროულად არის ინსტინქტი რომელიც გაგვარჩევინებს სიკეთეს ბოროტებისგან და მოსამართლე რომელიც  გვკიცხავს ბოროტების ჩადენის გამო. სინდისის ეს გაკიცხცვა და შეჩვენება იქცევა სინანულად რომელიც სდევნის დამნაშავეს და არ ასვენებს მას. 
     
დავუჯეროთ,მაშ,მუდამ სინდისის ხმას: "კეთილსვინდისიერება,სუფთა სინდისი კარგი ყურთბალიშია" //პლუტარქე//. 
       
სინდისი არის ის შინაგანი ხმა რომელიც გვაფრთხილებს ცუდად ქცევისას და გვკიცხავს ცუდად მოქცევის შემდეგ.
       
გონიერების მსგავსად სინდისიც მაღლდება და ნათლდება სწავლა-განათლებასთან ერთად. მაშ საჭიროა სინდისის განმტკიცება მოვალეობათა კარგად ცოდნით.  "წმინდა და სწორი სინდისი ამყარებს მშვიდობას და ამშვიდებს გულს".

სინდისი:   
"სინდისო! სინდისო! ღვთაებრივო ინსტინქტო,უკვდავო და ზეციურო ხმავ, უმეცარი და შეზღუდული მაგრამ გონიერი და თავისუფალი არსების სანდო მეგზურო; სიკეთისა და ბოროტების შეუმცდარო მსაჯულო რომელიც ადამიანს ამსგავსებ ღმერთს. სწორედ შენ ქმნი ადამიანის ბუნების საუცხოობას და მის ქცევათა მორალურობას. უშენოდ მე ვერაფერს ვგრძნობ ჩემში რაც შეიძლება იყოს პირუტყვზე უფრო მაღალი. შენს გარეშე უწესო და უპრინციპო გონებას შეცდომიდან შეცდომამდე დავყავარ" //ჟან-ჟაკ რუსო//.....

სიმთვრალე,
   
ტავერნადან გამოდის შეუთანხმებელი ყვირილები და უწესო სიცილი,ჭიქების წკარუნი.  ტავერნაში მსმელთა მეფე უძახის თავის ხალხს. ...
      
სამუშაო წინსაფარი მატყუარა დეკორაციაა. სახე განათებულია სიმთვრალის მიერ,თვალები აქეთ-იქით დარბიან,ტუჩი სქელია.  მას ხარბ ხელში უკავია ცარიელი ჭიქა და ამბობს უხეშ სადღეგრძელოს:
   
"დავლოცოთ უზრუნველობა,მეგობრებო,მას გვაძლევს ღვინო. მისი წყალობით აღარც წინათგრძნობაა და აღარც მღელვარება!  ვაზის სისხლის ყოველი წვეთი ჩვენი მეხსიერებიდან შლის ხვალინდელ დღეს.
        
გაუმარჯოს მხიარულებას! ის ციმციმებს ჩვენი ჭიქების სითხეში. ის აღწევს ჩვენს გულამდე მზის სხივის მსგავსად. 

 გაუმარჯოს თავისუფლებას! რა მნიშვნელობა აქვს აქ ოჯახის დარდს,უფროსთა რისხვას? სიმთვრალე არის ზღვა რომელსაც ვერ გადალახავს ვერც რისხვა და ვერც დარდი. 
       
გაუმარჯოს თავდავიწყებას და ყველაფრის დავიწყებას!   უნდოდათ სიცოცხლის გადაქცევა ამოცანად და ჩვენ ის გადავაქციეთ ოცნებებით სავსე ექსტაზად".
            
 ის ამბობს და მსმენელები ტაშს უკრავენ,მაგრამ შორს აქედან ცივ და ღატაკ ბეღლებში ფერმკრთალი ბავშვების და ილაჯგაწყვეტილი ქალების გუნდი ყრუდ პასუხობს მათ:
     
"ადღეგრძელეთ სიღატაკე,მამებო,ვინაიდან სწორედ ღვინო გვაღატაკებს. ღვინოს წყალობით აღარც პური გვაქვს და აღარც ცეცხლი კერაში. 
              
ვაზის სისხლის ყოველი წვეთი ჯდება ჩვენი სიცოცხლის წვეთად.
     
ადღეგრძელეთ ეგოიზმი! ის სიხარულით მიედინება თქვენს ჭიქებში, ის შხამად ჩადის თქვენს გულებში.
 
დალოცეთ სირცხვილი! რა მნიშვნელობა აქვს თქვენთვის  სხვათა ზიზღს, საკუთარი თავის შეზიზღებას....
             
,,ტალახში მჯდომს დასვრისა აღარ ეშინია" //დასურათებული ჟურნალი.
 
 

Комментариев нет:

Отправить комментарий