пятница, 13 сентября 2013 г.

ფრანგული გამონაკლისი,XIX-XX საუკუნეები




 ლორან ვირტი,"ფრანგული გამონაკლისი,მეცხრამეტე-მეოცე საუკუნეები",პარიზი,2000


    პროვინციაში და პარიზის ანრი მეოთხის ლიცეუმის მომამზადებელი კლასების მასწავლებელი  ლორან ვირტის ეს წიგნაკი ახალგაზრდებისთვის განკუთვნილი ნაშრომია. გთავაზობთ მის მნიშვნელოვან ნაწყვეტებს.

  .... ფრანგები საფრანგეთს ხშირად აღიქვამენ როგორც პიროვნებას. 

          ამ პიროვნებას აქვს სულიც და სხეულიც. 

              ამ პიროვნების სხეულია მისი ტერიტორია. 

           რევოლუციამ მოახდინა ტერიტორიის საკრალიზაცია.  ის ამ მხრივ აგრძელებს ფრანგული მონარქიის საქმეს,თუმცა ამიერიდან  პასუხისმგებლობა უკვე ეკისრება ერს და არა მეფეს.

            ტერიტორიის იდეალიზაცია თავიდან ეფუძნება წინასწარ დადგენილი არის შეგრძნებას. 

          რევოლუციურ ხანაში ესოდენ გამოყენებული ბუნებრივი საზღვრების ცნება გულისხმობს ბუნების მიერ საფრანგეთისთვის დადგენილ საზღვრებს.

         ეს იდეალიზაცია ეფუძნება ასევე ესთეტიკურ აღქმას:

                საფრანგეთი უნდა იყოს წონასწორობა და ჰარმონია. 

           პოლუსიდან და ეკვატორიდან თანაბარ მანძილზე მყოფი მრავალფეროვანი საფრანგეთი არის ერთმანეთის შემავსებელ განმასრულებელი პროვინციების მოზაიკა. 

 თავის ნაშრომში "საფრანგეთის სურათი" მიშლე  ხმარობს ფიზიოლოგიურ შედარებას. პროვინციები არის ნაკვთები და კიდურები და პარიზი კი არის "sensorium",გონიერება. 

          ელისე რეკლიუც საფრანგეთს ადარებს უმაღლეს ორგანიზმს რომლის ტვინიც არის პარიზი. 

          ვიდალ დე ლა ბლაში არ უარყოფს ამ ტიპის ესთეტიზმს,ის ხსნის ერთი და იგივე სხეულის ნაწილების,რეგიონების ურთიერთშემავსებლობას. 

             ფერნან ბროდელიც ლაპარაკობს საფრანგეთის მრავალფეროვან ერთიანობაზე, ...

        მაგრამ ბუნებრივი საზღვრები არაა ბუნებაში, ესაა გეოპოლიტიკური ხედვა. 

              რიშელიეს "ანდერძში" ვნახულობთ ამ მნიშვნელოვან ფორმულას:

               "ჩემი ამოცანაა საფრანგეთისთვის დაბრუნება იმ საზღვრებისა რომლებიც მას დაუწესა ბუნებამ."

                დანტონი მის მიერ 1793 წლის 31 იანვარს წარმოთქმულ სიტყვაში ბუნებრივ საზღვრებს ახსენებს ბელგიის ანექსიის გასამართლებლად. ცნება ბუნებრივი საზღვრები თავიდან იყო რევოლუციის დაპყრობათა გამართლების საშუალება....

          ჩრდილო და ჩრდილო-აღმოსავლეთის საზღვრების გასაგებად გეოგრაფიაზე უფრო სასარგებლოა 843 წლის ვერდენის დაყოფა.

// ვერდენის ხელშეკრულება 843, ხელშეკრულება, რომლითაც კარლოს დიდის იმპერია ურთიერთშორის გაინაწილეს მისმა შვილიშვილებმა - იმპერატორმა ლოთარ I-მა და მისმა ძმებმა ლუდვიგ გერმანელმა და შარლ მელოტმა. ლოთარს, რომელმაც შეინარჩუნა იმპერატორის ტიტული, ერგო იტალია და რაინისა და რონის გასწვრივ მდებარე მიწების ზოლი. ლუდვიგ გერმანელს - რაინის აღმოსავლეთ მდებარე მიწები(აღმოსავლეთი ფრანკთა სახელნწიფო), ხოლო შარლ მელოტს - რაინის დასავლეთით მდებარე მიწები (დასავლეთი ფრანკთა სახელმწიფო). ფრანკთა სახელმწიფოს გაყოფა ვერდენის ხელშეკრულებით შეესაბამებოდა ჩამოყალიბების პროცესში მყოფი ფრანგი, გერმანელი და იტალიელი ხალხების განსახლების საზღვრებს და მან არსებითად, დასაბამი მისცა სამი დიდი სახელმწიფოს - საფრანგეთის, გერმანიის და იტალიის შექმნას.//

     ბუნებრივი საზღვრების იდეა არ ეთამხმება თანამედროვე საფრანგეთის ჰექსაგონს რომელიც არის  დასახიჩრებულ და დასაცავ ტერიტორიაზე უკანდახევის პოზიცია. 

                საფრანგეთის ტერიტორია არაა გეოგრაფიული არსება,ის არის ხანგრძლივი ისტორიის ქმნილება.

                 საფრანგეთის ტერიტორია,ისტორიის ქმნილება:  


                






Комментариев нет:

Отправить комментарий