понедельник, 12 августа 2013 г.

ქრისტიანული აღზრდის შესახებ




პიერ რიშე,ანტიკური აღზრდიდან რაინდულ აღზრდამდე,ფლამარიონი,პარიზი,1968
//ნაწყვეტები//.




                რომაული განათლების დამახასიათებელი ნიშნები:

    რომაელებმა ბერძნებისგან მიიღეს კლასიკური ჰუმანიზმის ტრადიცია. მათ მასწავლებლებს სურდათ ყველასთვის ვარგისი და სასარგებლო ადამიანის აღზრდა. მთელ დასავლეთში მათ დაამკვიდრეს  ბარბაროსთა სამყაროს პირისპირ მდგარი დიდად ღირსეული ადამიანის სახე.

    ამ მასწავლებლების ,მიერ შეთავაზებული ზოგადი კულტურა განვითარების საშუალებებს აძლევდა სხეულს,სამშვინველს და სულს.


   მიზანი არ ყოფილა ტექნიკოსის, სპეციალისტის აღზრდა. მასწავლებლების მიზანი იყო აღზრდა პატიოსანი ადამიანისა რომელიც ყველა ცხოვრებისეულ გარემოებაში მოახერხებდა თავისი პრობლემების გადაწყვეტის საშუალების მონახვას. 


     თავისი პედაგოგის ხელში და ოჯახში ბავშვი სწავლობდა ახლობლებთან და თანამოქალაქეებთან ურთიერთობით ბედნიერ ცხოვრებას. ამ მორალის ნახვა მას შეეძლო კლასიკურ ტექსტებში ვინაიდან ყველა დიდი ლათინი ავტორი ფაქტიურად მორალისტია.  გრამატიკოსის და შემდეგ რიტორის სკოლაში მისული ბავშვი იკვებებოდა კლასიკური კულტურით. გრამატიკოსი მას ასწავლიდა კარგად წერას და მეტყველებას. ამას გარდა ეს იყო  დიდი ავტორების შესწავლის დასაწყისი. მასწავლებელი დიდ დროს ანდომებდა ბავშვებისთვის ციცერონის თუ ვირგილიუსის თხზულებათა ახსნას და სწავლებას. ახსნილ თხზულებებში იურიდიულ თუ ისტორიულ მინიშნებებზე დაყრდნობით  მასწავლებელი მოწაფეს უხსნიდა ანტიკური ხანის ცოდნის სხვადასხვა შტოს და მას ასე აძლევდა დიდი ზოგად კულტურას. 


     რიტორი ბავშვს ასწავლიდა სწორად მეტყველებას,დიდი პერსონაჟისთვის ხოტბის შესხმას,მონუმენტის აღწერას, ბრალდებულის დაცვას და ა.შ. ის მოწაფეს ასწავლიდა გრამატიკისა და რიტორიკის შემდეგ მესამე ლიბერალურ ხელოვნებად მიჩნეულ დიალექტიკას.რიტორის სკოლაში 4-6 წლის სწავლის შემდეგ ბავშვი კვინტილიანის სიტყვით საკმარისად იყო შეიარაღებული "ძალის,პატივის,მეგობრობის,დიდების შესაძენად როგორც ამ ისე მომავალ ცხოვრებაში".


        ყოველი ახალგაზრდა რომაელის კლასიკური განათლება უნდა დაეგვირგვინებინა ფილოსოფიის და მეცნიერული კულტურის შესწავლას. 


        ბერძნული ენის დავიწყებამ სამწუხაროდ გააქრო ინტერესი ფილოსოფიის შესწავლისადმი. გვიანი რომის ახალგაზრდას უფრო შეეძლო თავისი ლიტერატურული ცოდნის და ლათინური ენის ფლობის დადასტურება ვიდრე დაფიქრება ადამიანის ბედისა და ხვედრის შესახებ.  პლატონი და არისტოტელე მისთვის ხშირად პრესტიჟული სახელები იყო,მაგრამ მათი ნაშრომები უცხო რჩებოდა. 


       ახალგაზრდა რომაელს ერჩივნა სამართლის შესწავლა რაც მას გზას უხსნიდა ადმინისტრატიული თანამდებობებისკენ.


                      სახელმწიფო და სკოლა:


       სახელმწიფო დიდად ეხმარებოდა სკოლებს. განათლებულ იმპერატორებს ესმოდათ კლასიკური კულტურის გავრცელების,როგორც ამბობდა მესამე საუკუნის რიტორი კარგად მეტყველების ანუ კარგად მოქმედების ცოდნის ფლობის მნიშვნელობა და ისინი თვითონ ხელმძღვანელობდნენ სკოლებს,ნიშნავდნენ მასწავლებლებს, ანიჭებდნენ მასწავლებლებს დიდ პრივილეგიებს.  იმავე რიტორის თქმით იმპერატორებს ესმოდათ რომ მწერლობის ცოდნა ყველა სათნოების საფუძველია.


     იმპერატორებს სურდათ აგრეთვე მათთვის საჭირო ფუნქციონერების,
მოხელეების აღზრდა. 370 წელს იმპერატორმა ვალენტინიან პირველმა გამოსცა რეგლამენტი რომის მოწაფეებისთვის :


      „რომში სასწავლებლად ჩამოსულს უნდა ჰქონდეს პროვინციული მაგისტრატის ნებართვა. ჩემოსვლისას მან უნდა თქვას თუ რისი შესწავლა სურს და მისი საცხოვრებელი უნდა იცოდეს ხალხის ბიურომ. სასწავლად ჩამოსულებმა არ უნდა იარონ სახალხო წარმოდგენებზე, ისინი არ უნდა ღრეობდნენ.. ვისაც არ გარიცხავენ შეუძლია ისწავლოს 20 წლამდე რის შემდეგაც მაგისტრატი დარწმუნდება რომ ის ნამდვილად წავიდა ან წააბრძანებს. ..ყოველ წელს იმპერატორს უნდა მიაწოდონ სიები იმათი ვინც ყველაზე მეტად იმსახურებს სამსახურს."


     რიტორიკის და სამართლის მცოდნე ყოველ ახალგაზრდა არისტოკრატს შეეძლო ჰქონოდა იმპერიაში მნიშვნელოვანი თანამდებობის პოვნის იმედი. 


     სწავლის მიზანი არაა მხოლოდ სულიერი აღზრდა,დადასტურება იმისა რომ მოწაფე არის კარგი საზოგადოების წევრობის ღირსი. მისი მიზანი აგრეთვე არის სახელმწიფო მოხელეთა აღზრდა.






   მეხუთე-მერვე საუკუნეებში დასავლეთმა გადაიტანა მისი ისტორიის ერთ-ერთი უდიდესი კრიზისი.


      უკვე  მეოთხე საუკუნეში შეძრულმა რომაულმა სოციალურმა და პოლიტიკურმა სისტემამ   ვერ გაუძლო გერმანული შემოსევების მიერ გამოწვეულ შოკს.

               რომის იმპერია თავს იცავდა ერთი საუკუნის მანძილზე. აღმოსავლეთში ის გადარჩა ბიზანტიის იმპერიად გარდაქმნით,დასავლეთში ის დაემხო. 

            რომის იმპერიის ნანგრევებზე აიგო ბარბაროსთა სამეფოები ოსტროგოთთა სამეფო იტალიაში,ვიზიგოთთა სამეფო ესპანეთში, ვანდალთა სამეფო ჩრდილო აფრიკაში,ბურგუნდთა და ფრანკთა სამეფოები გალიაში და ა.შ.




   მაგრამ ბრწყინვალე რომის ცივილიზაცია ვერ გაქრებოდა ერთი დარტყმით და უცბად. 
                 მეხუთე-მეშვიდე საუკუნეებში ბარბაროსთა ხელში ჩავარდნილი დასავლეთი ჯერ კიდევ იღებს ანტიკური ხანის დასუსტებულ შუქს. 
          ხმელთაშუა ზღვის ირგვლივ გაჩენილი გერმანული სმეფოები დიდხანს ინარჩუნებენ ანტიკური ცხოვრების წესს. ეს განსაკუთრებით ასეა ინტელექტუალური კულტურის და საზოგადოდ განათლების სფეროებში....

               ქრისტიანი თუ  წარმართი რომაელები ერთი საუკუნის განმავლობაში ენერგიულად ებრძოდნენ გერმანელებს  რომლებიც სულაც არ ეთანხმებოდნენ ადამიანის რომაულ კონცეფციას.     

               ბარბაროსთა აღზრდა-განათლება,როგორც ჩვენ შეიძლება ვიცოდეთ,არის გლეხთა თუ მეომართა აღზრდა-განათლება როგორიც რომაელებს უნდა პიეღოთ თავდაპირველი სამეფოს ხანაში.

            ასეთი აღზრდა-განათლების მიზანია კლანში ჩართვა და არა პიროვნების განვითარება. 

       მეხუთე საუკუნის ერთი ქრისტიანი პოეტის თქმით რომაელი ბარბაროსისგან განსხვავდება ისევე როგორც ორფეხი განსხვავდება ოთხფეხისგან,როგორც მეტყველი და ოქროპირი განსხვავდება პირუტყვი მხეცისგან.

               მაგრამ ბარბაროსებმა გაიმარჯვეს და რომაელებიც თანდათანობით შეეჩვივნენ მათ ყოფნას. არც ანტიკური კულტურა გამქრალა იმდენად დიდი იყო ნისი პრესტიჟი და ძალა,მაგრამ მეექვსე-მერვე საუკუნეებში დეგრადირებულმა ანტიკურმა კულტურამ  ადგილი დაუთმო კულტურის სხვა,უფრო რელიგიურ ტიპს.

           მიუხედავად ამისა ხმელთაშუა ზღვის ბარბაროსულ  სამეფოებში გადარჩა ანტიკური აღზდა-განათლების მეთოდები და პროგრამა.








    ...კართაგენის სკოლებში არზრდილმა წმინდა ავგუსტინემ,რომელიც ასევე იყო რიტორი მილანში, ნაშრომში "ქრისტიანულ მოძღვრებაზე" //De Doctrina Christiana// მოგვცა ქრისტიანული პროგრამა სადაც თავისი ადგილი ჰქონდათ ლიბერალურ ხელოვნებებსაც.

           წმინდა ავგუსტინე მიმართავდა როგორც სასულიერო პირებს ისე ქრისტიან  საერო ინტელექტუალებს. 
          
           ის მათ  აჩვენებდა თუ როგორ შეიძლება რომაულ სკოლებში მიღებული ცოდნის გამოყენება წმინდა ტექსტის გასაგებად. 

                         ეს წიგნი,რომელსაც უწოდებენ ქრისტიანული კულტურის ფუნდამენტურ ქარტიას წაიკითხა ადრეული შუა საუკუნეების  ყველა მღვდელმა და ბერმა.  

            ამიტომაა რომ წმინდა ავგუსტინეს პრინციპების შესწავლის გარეშე ვერ გავიგებთ თუ როგორი იყო აღზრდა-განათლება შუა საუკუნეებში.

         წმინდა ავგუსტინეს სურდა ქრისტიანი ინტელექტუალისთვის წმინდა წერილის ინტერპრეტაციის წესების მიცემა ერთგვარი მოკლე ფორმით.
ის აჩვენებდა თუ როგორ შეიძლება ამისთვის ზოგი საერო დისციპლინის გამოყენება.

             ქრისტიანს უნდა აეხსნა წმინდა წერილი ისე როგორც ადრე გრამატიკოსი ხსნიდა ჰომეროსის თუ ვირგილიუსის თხზულებებს. ქრისტიანს ჯერ უნდა გაეგო ტექსტი და შემდეგ გამოეყენებინა ლიბერალურ ხელოვნებათა//გრამატიკის,რიტორიკის,დიალექტიკის,არითმეტიკის,გეომეტრიის,
მუსიკის,ასტრონომიის,მაგრამ აგრეთვე ისტორიის,გეოგრაფიის,ბოტანიკის,ზოოლოგიის,მინერალოგიის,მედიცინის// რესურსები.

                უარყოფილი იყო მხოლოდ დემონურად მიჩნეული დისციპლინები,მაგ. ასტროლოგია.

               მეორეს მხრივ ქრისტიანს უნდა ესწავლა აზრის კარგად და დალაგებულად გამოთქმა.  და წმინდა ავგიუსტინე სთავაზობდა ქრისტიანული რიტორიკის ზოგ გაკვეთილს.

                იზრაელის ხალხმა შეითვისა წარმართი ეგვიპტელების სიმდიდრე ალიანსის კიდობნის ასაგებად. 

          ქრისტიანებსაც ასე შეუძლიათ კლასიკური პროგრამიდან მათი საკუთარი კულტურის გამაძლიერებელ საშუალებათა აღება. 

//"...იმათ,ვისაც უწოდებენ ფილოსოფოსებს,და,განსაკუთრებით,
პლატონიკოსებმა,შემთხვევით გამოთქვეს ჭეშმარიტი და ჩვენი რწმენის შესაბამისი იდეები. მაშ, მათი არ უნდა გვეშინოდეს,პირიქით, მათ როგორც უსამართლოდ მფლობელებს უნდა მოვთხოვოთ ეს იდეები ჩვენთვის გამოსაყენებლად. 

           ეგვიპტელებს არ ჰქონიათ მარტო კერპები. ისინი არა მარტო აძალებდნენ იზრაელის ზალხს მისთვის საძულველი მძიმე სამუშაოს შესრულებას. ეგვიპტელებს ჰქონდათ ოქრო-ვერცხლის ჭურჭელიც და სამკაულიც. არა და  იზრაელის ხალხმა ეგვპტიდან წასვლისას ფარულად წაიღო ეს სიმდიდრე მისი უკეთესად გამოყენების მიზნით. 

            იგივე ითქმის ყველა წარმართულ დოქტრინაზე. მათში რა თქმა უნდა არის ტყუილები,ცრურწმენები და ზედმეტ შრომათა მძიმე ტვირთი რომელიც ყოველმა ჩვენგანმა ქრისტეს წინამძღოლობით წარმართთა საზოგადოებიდან გასვლისას უნდა უარყოს.

           მაგრამ  წარმართულ დოქტრინებში ასევე არის ჭეშმარიტების სამსახურისთვის საკმაოდ მისაღები ლიბერალური ხელოვნებები. მათი ზოგი მორალური რჩევა კი დიდად სასარგებლოა ერთადერთი ღმერთის კულტისთვის.  ესაა მათი ოქრო-ვერცხლი რომელიც მათ არ გამოუგონიათ,რომელიც მათ ამოიღეს და რომელთაც ისინი ხმარობენ უწესოდ დემონთა სამსახურში.
          და როდესაც ადამიანი ჭკვიანურად გამოეყოფა მათ საზოგადოებას გაქრისტიანების შემდეგ უნდა იყენებდეს ამ ჭეშმარიტებებს სამართლიანად და სახარების ქადაგებისთვის მოხმარებისთვის..." // წმინდა ავგუსტინი, "ქრისტიანულ დოქტრინაზე"//.

               ქრისტიანული პედაგოგიკა:

         უნდა ვაღიაროთ რომ ქრისტიანობას არ მოუხდენია გავლენა რომაულ სკოლაზე არც მის პროგრამებში და არც მის პედაგოგიურ მეთოდებში.

            რომაელებიც ბერძნების მსგავსად არ იყვნენ დაინტერესებულნი აბავშვებით და,მეტც,მოზარდებით.

           განათლების //ჰუმანიტას// მიზანი იყო სრულწლოვანი ადამიანის გარდაქმნა და ის არ ზრუნავდა ახალგაზრდათა განვითარებაზე. 

          ბავშვი არ ითვლებოდა საკუთარი და ორიგინალური პიროვნების მქონე არსებად. ის ითვლებოდა პატარა კაცად რომელიც ეფექტური საშუალებებით უნდა მიეყვანათ ერთადერთ საინტერესო სრულწლოვან ასაკამდე.

          მოწონებას იმსახურერებდნენ მხოლოდ სრულწლოვანების ან გამოცდილი მოხუცების მსგავსად მოზროვნე ვუნდერკინდები.

           პოეტი პრუდენსი იხსენებს რომ 12 წლის წმინდა ევლალია ცდილობდა სიბრძნეში გათაბაბრებოდა მოხუცებს.
იოლია  გვიანანტიკური ხანის და ადრეული შუა სუკუნეების მორალისტების ტექსტებიდან აღებული მაგალითების გამრავლება.

            ანტიკური ხანიდან მემკვიდრეობით მიღებულ ბავშვის ფსიქოლოგიურ არცოდნას ემატება წმინდა ავგუსტინეს და მისი მოწაფეების ქრისტიანული პესიმიზმი.
          ეს უკანასკნელები ბავშვის ყველა მოქმედებაში ხედავენ პირველსაწყისი,თავდაპირველი ცოდვის ნიშნებს.

          "აღსარებათა" პირველივე გვერდებიდან ვიგებთ წმინდა ავგუსტინეს გრძნობებს ბავშვის მიმართ

                 ბავშვს დაბადებიდანვე აღელვებს ბოროტების ძალები. ისაა ჭირვეული,ქედმაღალი,ზარმაცი,ქურდი და ა.შ. საწყისმა ცოდვამ თავიდანვე დაასვა მას თავისი ნიშანი.








       სანდრო ბოტიჩელი,ნეტარი ავგუსტინე ლოცვითი ჭვრეტისას, 1480 წლისთვის,ონისანტი,ფლორენცია.

           ფრესკის ზომაა152 x 112 სმ. ის ძლიერ დაზიანებულია. ფრესკა ა დახატული იყო ვესპუჩების საოჯახო სამლოცველოსთვის. მოხატულობაში არის ოჯახის ღერბი.

               სანდრო ბოტიჩელიმ დახატა ეკლესიის ერთ-ერთი მამა წმინდა ავგუსტინე
//354-430//, უდიდესი ნიჭის მქონე და ტრაღიკულ წინააღმდეგობათა პიროვნება.

            მის სულში ერთმანეთს ეჯახებოდა წარმართობა და ქრისტიანობა,გონება და ნება,სერო ვნებები და ასკეტიზმი.

         ანტიკური სიბრძნის ღრმად მცოდნე ავგუსტინემ  ძნელი გზა განვლო ქრისტიანობის მიღებამდე და ცხოვრების ბოლო 35 წელი ის იყო ეპისკოპოსი. მან შექმნა ენციკლოპედიური მოცულობის მოძღვრება.

                 ჩვენ ვსედავთ დაძაბულად მოაზროვნე და ჭეშმარიტების მაძიებელ ავგუსტინეს. მის წინ მაგიდაზე არის სიმბოლური ატრიბუტი,ეპისკოპოსის მიტრა,დანარჩენი ადგილი ვიწრო სივრცეში უკავიათ ხელნაწერებს და სამეცნიერო მოწყობილობებს. ერთ ხელნაწერში ჩანს გეომეტრიული ნახაზები. 
  სათავსი ჰგავს სტუდიოლოს ანუ აღორძინების ხანის ჰუმანისტის კაბინეტს.


             ბავშვის სიღატაკე:

         "მისმინეთ ღმერთო ჩემო,უბედურება ადამიანთა ცოდვებს!   მაგრამ ასე ლაპარაკობს ადამიანი და თქვენ გებრალებათ ის ვინაიდან სწორედ თქვენ შექმენით ადამიანი და არა ცოდვამ რომელიც არის მასში. 

         ვინ გამახსენებს ჩემი ბავშვობის ცოდვებს ვინაიდან არავინ და არც პატარა ახალშობილი ბავშვი არაა წმინდა თქვენშს წინაშე. ვინ გამახსენებს ამას?...  

                და რ იყო ჩემი იმდროინდელი ცოდვები  ეს იყო ხარბად ტირილი დედის მკერდთან  ვინაიდან დღეს რომ ისეთი სიხარბით მინდოდეს არა დედის მკერდი არამედ ჩემი ასაკის საჭმელი მე მასხრად ამიგდებდნენ და სამართლიანად დამგმობდნენ. მაშ,მე მას შემდეგ დასაძრახი ვიყავი. მაგრამ მე არ შემეძლო საყვედურების გაგება და წეს-ჩვეულებები და გონება ვერაფერს მიშველიდა.

            მიუხედავად ამისა ჩვენ ვგლეჯთ და თავიდან ვიშორებთ პირველ მზარდ მოუთმენლობებს. მაგრამ მე არ მინახავს ადამიანი ვინც  ცუდის მოსაშორებლად შეგნებულად გადააგდებდა კარგს.

            მაშ განა კარგი იყო თუნდაც ერთ ხანს ტირილით მოთხოვნა იმისა რასაც ვერ მომცემდნენ ჩემთვის ზიანის მოყენების გარეშე , გააფთრება თავისუფალი და დამოუკიდებელი სრულწლოვანი ადამიანების,ჩემი მშობლების წინააღმდეგ როდესაც ისინი არ ყვებოდნენ ჩემს კაპრიზებს და მათი ცემა იმიტომ რომ ისინი არ მემორჩილებოდნენ? 

            ბავშვში უმანკოა მისი ორგანოთა სისუსტე და არა სული" //ავგუსტინე,აღსარებები//.

             ამ პირობებში აღმზრდელებს და პირველ რიგში მშობლებს კისრიათ დიდი პასუხისმგებლობა. 

                     პავლე მოციქულის ეფესელებისადმი რჩევების განმეორებით მოციქულთა კონსტიტუციები წერდნენ:  " რაც შეგეხებათ თქვენ,მამებო,აღზარდეთ თქვენი ბავშვები ღმერთში,ღმერთის კანონის შესაბამისად...იცოდეთ საჭიროების შემთხვევაში მათი შეკავება საჭირო საყვედურებით და მეტისმეტად ჩქარა და ნაადრევად არ მისცეთ თავისუფლება რათა საფრთხეში არ ჩააგდოთ თქვენი ავტორიტეტი და მათი სათნოება".

               მშობლებს არ სჭირდებოდათ რომაელთა რამდენადმე უხეში პედაგოგიური ტრადიციის მოხმობა,ქრისტიანებს ჰქონდათ თავისი სიმკაცრე.

               ქრისტიანების აზრით სიგიჟე დაკავშირებულია ბავშვის გულთან და წკეპლა მოაშორებს მას სიგიჟისგან, სიბრძნეს იძლევა ჯოხი და დასჯა. საკუთარ თავთან დარჩენილი ბავშვი დედამისის სირცხვილია. ააასეთ რამეებს ამოიკითხავთ შუა საუკუნეების სიბრძნის წიგნებში. 

               მაგრამ უფრო დიდ გასაჭირშია მოზარდი. 

             არა მარტო წმინდა ავგუსტინე აღწერს მოზარდთა დუღილს და ვნებათა ძალას. მშობლებმა მაშინ უნდა გააორმაგონ სიფხიზლე. 

         ქრისტიანი მორალიტები მშობლების ყურადღებას მიაქცევენ  იმას რომ მეტისმეტად დიდი თავისუფლება საფრთხეში აგდებს ახალგაზრდებს.

                   ანტიკური აღზრდის გადარჩენა მეექვსე და მეშვიდე საუკუნეებში.

               
                 

                 მორალური აღზრდა "ანტიკურად":   

   როდესაც ლაპარაკია ახალგაზრდას მორალურ აღზრდაზე საკვირველია იმის დანახვა რომ პირველ რიგში მიმართავენ სტოიკოს ფილოსოფოსთა მორალურ  პრინციპებს და არა სახარებისეულ ღირებულებებს და რომ მოყავთ სენეკა.


                      მისაღწევ იდეალადაა წარმოდგენილი   სათნოებთა კლასიკური ოთხეული-სიფრთხილე,სიმამაცე,სამართლიანობა და ზომიერება-თავშეკავება.  

    მე-6 საუკუნეში ჩრდილოეთ პორტუგალიაში მმართველმა ახალგაზრდა სევმა მთავარმა//ბარბაროსმა// ბრაგას ეპისკოპოს მარტინს სთხოვა ნარკვევი მორალის შესახებ

               ეპისკოპოსმა მას გაუგზავნა წიგნი რომელიც ბევრჯერ გადაიწერეს შუა საუკუეებში.

            წიგნს  ერქვა პატიოსანი ცხოვრების ფორმულები.

                        .შესავალში მან ახსნა:

            " წიგნს ასე დავარქვი იმიტომ ის არ ასწავლის სრულყოფილებას რომლის მიღწევაც შეუძლია მხოლოდ ზოგ ღვთისმსახურს. 

              წიგნი ასწავლის იმას რისი სწავლაც შეუძლიათ სწორად და პატიოსნად მცხოვრებ საერო პირებს წმინდა წერილის რჩევებისადმი მიმართვის გარეშე, მხოლოდ ადამიანური გონიერების ბუნებრივი კანონის შესრულებით და დაცვით.

          მრავალი ბრძენის მიერ დადგენილი ოთხი სათნოება ადამიანის სულს მისცემს პატიოსნად ცხოვრების საშუალებას. 

             პირველი სათნოებაა სიფრთხილე,მეორე-სიმამაცე,მესამე-საკუთარი თავის ფლობა,მეოთხე სამართლიანობა.
            ყოველი ეს სათნოება ადამიანს მისცემს კარგ და პატიოსან ზნე ჩვეულებებს თუ კი ის აღასრულებს მოვალეობებს რომლებზეც ვილაპარაკებთ".

                მომდევნო საუკუნეში,ასევე ესპანეთში, ერთმა აღმზრდელმა ვიზიგოთი არისტოკრატისთვის დაწერა ტრაქტატი Institutionum Disciplinae, აღზრდა განათლების ეტაპები მოხაზულია ძიძის ასაკიდან ლიბერალურ ხელოვნებათა სწავლის ასაკამდე.

                   ბავშვმა უნდა ისწავლოს კითხვა,სიმღერა,უფრო მოზრდილ ასაკში კო ლიბერალული ხელოვნებები,სამართალიც  და მედიცინაც კი.

          მისი მოძღვარი მას ურჩევს დარჩეს უბიწო თავდაჭერაში და სიმღერისას. მას მსმენელთა აღმაფრთოვანებელი და დიდების გამამხნევებელი ეპიკური პოემები უნდა ერჩივნოს მუდამ პოპულარულ სასიყვარულო სიმღერებს.
     აქ ნამდვილად არის მინიშნება ეროვნულ სიმღერებზე რომლებსაც გერმანელები გადასცემდნენ თაობიდან თაობაში.

             მაგრამ ეს მოძღვარი იცნობდა მის კლასიკურ ავტორებს და მან ახსენა ასევე სტოიკოსთა სწავლება

                დაე ახალგაზრდა კაცმა წყურვილი მოიკლას სიფრთხილის,სამართალის,სიმამაცის და საკუთარი თავის ფლობის სათნოებათა ოთხმაგი შადრევანიდან.

           ბოლოს ავტორი იხსენებს ანტიკურ სენტენციას რომელიც უკვე იქცა მოარულ აზრად და რომელიც გაუძლებს საუკუნეებს

             ბედნიერები არიან სამეფოები რომელთა მეფეებიც არიან ფილოსოფოსები და ფილოსოფოსები არიან მეფეები.

          სულიერი ჩამოყალიბება ძლივსაა მოხაზული. მთავარია მორალი.

        ასე რომ  ბარბაროსთა შემოსევებიდან ორი საუკუნის შემდეგ ანტიკური პრინციპები ნამდვილად ცოცხალია. 



          
/განათლების პროგრამა მე-7 საუკუნის ესპანეთში//:


"კეთილშობილის  ბუნება უნდა გააბრწყინოს არა ოჯახის პრესტიჟმა არამედ მისი გულის თვისებებმა"

 

           



  "ძიძებმა და შემდეგ მასწავლებლებმა მათ ხელში მყოფი ბავშვები უნდა აღზარდონ უბიწო ადამიანებად,არ უნდა ასწავლონ მათ რამე სენსუალური და სამარცხვინო. მათი სწავლობის წყალობით ბავშვმა მალე უნდა აჩვენოს მისი მომავალი სათნოება.

             ელემენტარული ამბანის სწავლის შემდეგ  ბავშვმა უნდა იბრწყინოს ლიბერალურ ხელოვნებათა ცოდნით. მან უნდა იცოდეს მარცვალთა აქცენტები და სიტყვათა მნიშვნელობა. 

                მან უნდა იმღეროს ნელა და ისწავლოს ხმის მოდულაციის და თავდაჭერის ხელოვნება. მან უნდა აკეთოს სასიამოვნოდ. მან არ უნდა იცოდეს არაფერი ეროტიკული და სამარცხვინო, მან უნდა იმღეროს ძველი სიმღერები  რომლებიც დიდებისკენ წაბიძგებით აღაფრთოვანებენ მსმენელებს.

მისი მოძრაობები უნდა იყოს ჰარმონიული და ღირსეული,არ უნდა იყოს სწრაფი,მღელვარე,უწესრიგო.

           მანკიერება მალე ხდება ბუნებრივი, ხელოვნებამ უნდა გაასწოროს ის რასაც ბუნება ამახინჯებს. 

             ყმაწვილს უნდა ჰქონდეს ძლიერი სხეული და კუნთები.  ძლიერმა გულმა უნდა უხელმძღვანელოს ძლიერ სხეულს.

          სოზარმაცემ,უსაქმურობით სიამოვნებამ,სიმდიდრემ და ცხოვრების სიადვილემ არ უნდა მოადუნოს ბავშვი და ყმაწვილი.

           მშობელთა სიმდიდრემ არ უნდა შეაყვაროს ბავშვს ფუფუნება. 

            სათნოებამ ის უნდა მიაჩვიოს კეთილშობილ და უწყვეტ შრომას.

       მთაში სიარული თუ ზღვაოსნობა მას გააკვირვებს მისი სხეულის სიმტკიცით და ძალით.

          ყმაწვილი უნდა ისროდეს შუბს, დადიოდეს ცხენით,დარბოდეს,ხტოდეს,
ეჭიდებოდეს თანასწორებს პალესტრაზე,დადიოდეს ტყეში,ნადირობდეს.

           სრულწლოვანებაში შეუპოვრობას,სიმტკიცეს, მუდმივობას და სიბრძნეს ახლავს სიფრთხილის,სამართალის,სიმამაცის და საკუთარი თავის ფლობის ოთხი სათნოება.

          ყმაწვილი უნდა გაიზარდოს კარგ ორატორად,მან უნდა ისწავლოს წმინდა წიგნებიდანაც და არა მარტო ორატორთა გამოსვლებიდან.

           ყმაწვილმა უნდა ისწავლოს სამართალი. მას უნდა ესმოდეს ფილოსოფია,მან უნდა იცოდეს მედიცინა,არითმეტიკა,მუსიკა,გეომეტრია,ასტროლოგია. მისი პრესტიჟი უნდა აამაღლოს ყველა ამ დისციპლინამ....

          მან თავი უნდა აარიდოს სამარცხვინო თამაშებით გართობას,ცირკის წარმოდგენათა ამაოებას,სენსუალურ სიამოვნებათა ყველა სირცხვილს.

              ის უნდა აღიზარდოს უბიწო,კარგი რჩევის მიმცემ,თავმდაბალ,მშვიდ და მომთმენ,ღვთისმოსავ, სამშობლოს დამცველ ადამიანად....ის არ უნდა გამდიდრდეს მეზობლების და ღარიბთა ხარჯზე.

             ამდენი რამის მცოდნე და ამდენი კარგი მორალური თვისების მქონე ადამიანი შესძლებს პატიოსნად ცხოვრებას და ხელისუფლების მოპოვებას...."

 

Institutionum Disciplinae



                  ფიზიკური აღზრდა:

         ამ ტრაქტატის ავტირი ხაზს უსვამს ახალგაზრდის ფიზიკური აღზრდის აუცილებლობასაც. ამაში არაფერია გასაკვირი იმიტომ რომ ის მიმართავს წარმოშობით ბარბაროს ახალგაზრდას. 

              მეომარ გერმანულ საზოგადოებაში აღზრდა პირველ რიგში ფიზიკური იყო. მშვიდობიან დროს აღზრდის მთავარი ელემენტი იყო ფიზიკური ვარჯიში. 

           თეოდორიხი კასიოდორის კალმით მოუწოდებდა გოთების მშობლებს მათი შვილების ფიზიკურ აღზრდაზე ზრუნვისკენ: "მიაჩვიეთ თქვენი შვილები იარაღის ხმარებას ვინაიდან სიმწიფეში არ იციან ის რაც არ უსწავლიათ ახალგაზრდობაში. ნანადირევით მცხოვრები ქორი ნადირობას აძალებს თავის ბარტყებს ისინი რომ არ გაზარმაცდნენ. ის თავისი ფრთებით სცემს თავის ბარტყებს რათა მათ სულ მცირე ასაკიდან ისწავლონ ფრენა და დედის სიყვარული მათ ასწავლის თავისი საკვების შოვნას. თქვენ,ვინც შეგქმნათ ბუნებამ და მოგცათ სწრაფვა სახელის და პატივისცემის მოხვეჭისკენ დატოვეთ თქვენი შვილები ისეთები როგორებიც შექმნილი იყვნენ თქვენი მამები"  // Variae I,24//.

                ბარბაროს მეფეთა კარზე იკრიბებოდნენ მეფის სამსახურში ჩსდგომის და შემდეგ რამე მნიშვნელოვანი თანამდებობის მიღების მსურველი ახალგაზრდები. მაგრამ ამისთვის საჭირო იყო სპორტული და ფიზიკური უნარების და მორალური სიმტკიცის ჩვენება. 

                რომაულ არისტოკრატიას მეხუთე საუკუნიდან ბარბაროსების წაბაძვით მოუნდა მეტი მნიშვნელობის მინიჭება ახალგახრდების ფიზიკური აღზრდისთვის. გაჩნდა რომაელებისთვის სასახელი ინტელექტუალური აღზრდის გაქრობის საფრთხე. 

რომის 
                           სკოლებზე ზრუნვა: 

მიუხედავად ყველაფრისა გრამატიკოსთა და რიტორთა სკოლები გადარჩა ოსტროგოთთა იტალიაში და ვანდალთა აფრიკაში. სამხრეთ გალიაში და ესპანეთში ისინი გაქრა, მაგრამ კერძო აღმზრდელებმა და მშობლებმა კლასიკური კულტურის ტრადიცია შეინარჩუნეს მე-7 საუკუნემდე. 

                  მე-6 საუკუნის  სკოლებში არ შეცვლილა არც პროგრამა და არც სწავლების მეთოდები. ისევე როგორც ძველად ასწავლიან ლიტერატურულ და ორატორულ კულტურას. სწავლის საფუძველია გრამატიკა და რიტორიკა. ბავშვები კითხულობენ,გადაიკითხავენ კლასიკურ ავტორებს,წერენ მათი თხზულებების კომენტარებს და ბაძავენ ამ ავტორებს რათა სრულყოფილად დაეუფლონ მათ სტილს. მაგრამ სინამდვილეში შედეგი საკმაოდ იმედგამაცრუებელია. ლათინური ლიტერატურა არსით ღარიბია და ფორმით რთულია.  ნურსიიდან რომში სასწავლებლად ჩასულმს ახალგაზრდა ბენუამ სწორედ ამიტომ არჩია სწრაფად მკაცრი რელიგიური ცხოვრება. 

                  მაგრამ კლასიკური განათლების მქონე ზოგი ქრისტიანი არ მისულა აქამდე და მათ სურდათ საერო სწავლების ჩაყენება რელიგიური კულტურის სამსახურში და ავგუსტინეს მიერ ქრისტიანულ დოქტრინაში გადმოცემული პროგრამის მიღება.

                    ავგუსტინეს დოქტრინა არ დავიწყებიათ მე-6 საუკუნის სწავლულებს,არც კასიოდორეს და არც გრიგოლ დიდს. 

                თეოდორიხის მინისტრ კასიოდორეს სურდა რომში თუ კართაგენში ისევ არსებული რიტორიკის სკოლებისთვის კონკურენციის გამწევი რელიგიური მეცნიერების უმაღლესი სკოლის გახსნაც.  რელიგიურ მეცნიერებათა ამ სკოლის ორგანიზაცია მას უნდოდა ალექსანდრიის სახელგანთქმული სკოლის მაგალითზე. კასიოდორეს ხანაში ცნობილი იყო სპარსეთის ნიზიბისის სკოლაც სადაც  ღვთაებრივ კანონს ასწავლიდნენ ნესტორიანი მასწავლებლები. 

             რომში საჭირო და საჩქარო იყო როგორც საერო პირთა ისე სამღვდელოების აღზრდა ვინაიდან სამღვდელოების როგორც საერთო ისე რელიგიური კულტურა არასაკმარისი იყო.

             სამწუხაროდ კასიოდორე ამ ქრისტიანული უნივერსიტეტის დაარსებს ხელს უშლიდა პოლიტიკური ვითარება. 536 წელს ოსტროგოთთა იტალიას შეუტიეს იუსტინიანეს ჯარებმა,გააფთრებულმა ბრძოლებმა ააწიოკეს იტალია და შეუძლებელი გახდა ამ იდეის განხორციელება. რელიგიურ მეცნიერებათა სკოლის იდეა კასიოდორემ გაიხსენა 555 წელს,მაგრამ ამჯერად ლაპარაკი იყო მის გამართვაზე სამხრეთ იტალიის ვივარიუმის მონასტერში.

                    გრიგოლ დიდის დამოკიდებულება:

         სწორედ ამ ხანაში სწავლობდა რომის გრამატიკულ და რიტორიკულ სკოლებში მომავალი რომის პაპი გრიგოლ დიდი. ავგუსტინეს და კასიოდორეს მსგავსად ისიც აღიარებდა საერო განათლების მნიშვნელობას. 

          ლიბერალური ხელოვნებები მისი აზრით იყო შესავალი ბიბლიის შესწავლისთვის. პაპს უყვარდა ლამაზი სტილი და გამოთქმის ფორმალური სისწორე. 

         მიუხედავად ამისა ვებნას ეპისკოპოსი დიდიესადმი მიწერილ ერთ წერილში ის თითქოს გმობს საერო ლიტერატურას. მაგრამ ის ეპისკოპს  საერო ტექსტების საჯაროდ ახსნის და არა მათი წაკითხვის გამო. ნებისმიერი რომის პაპი მოიქცეოდა ასე. გრიგოლ დიდი ამას უფრო ცხარედ აკეთებს იმიტომ რომ ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ღვთისმსახურის ფუნქციას. მისი აზრით ეპისკოპოსის ყურადღების ღირსია მარტო სულების გაძღოლის ხელოვნება. ეპისკოპოსს,თუნდაც მორწმუნეები სთხოვდნენ, არა აქვს გრამატიკის მასწავლებლის მაგივრობის გაწევის უფლება. ეპისკოპოსმა უნდა აღზარდოს ქალაქების და სოფლების სამღვდელოება. მან სახარება უნდა ასწავლოს საერო პირებს.

               590 წლისთვის დაწერილ წიგნში "მოძღვრის წესი" ის ამბობს რომ ადამიანი უნდა აკეთებდეს იმას რაც წინასწარ კარგად აქვს შესწავლილი. სულთა გაძღოლა ხელოვნებათა ხელოვნებაა და მეცნიერებათა მეცნიერება. 

                სულიერ ჭრილობათა მკურნალობა შეუდარებლად უფრო ძნელია ვიდრე ფიზიკურ სნეულებათა მკურნალობა და ვინ გაბედავს ექიმის წოდების ტარებას თუ კი მან არ იცის წამლები რომლებსაც შეუძლიათ სხეულის განკურნება.

                 მაგრამ არიან ისეთებიც რომლებსაც არ ეშინიათ სულის მკურნალის წოდების ტარება მაშინ როდესაც მათ წარნოდგენა არა აქვთ ამ ღვთაეებრივი მეცნიერების წესების შესახებ.

                 სასულიერო წოდება სტოვებს ანტიკურ სკოლას:




 ერთა პედაგოგიური სიახლეები:

ბავშვის აღმოჩენა : 

მაგრამ ბერებმა თანდათანობით გარდაქმნეს ანტიკური ხანის პედაგოგიური მეთოდები და თავი გამოავლინეს შესანიშნავ პედაგოგებად. 

მათ გამოცდილებით ნახეს რომ პატარა ბავშვი არ იყო ბოროტებისკენ და ცოდვისკენ ბუნებრივად მიდრეკილი არსება როგორც ეს წარმოედგინათ ანტიკური და ადრექრისტიანული ხანის მოაზროვნეებს. 

სახარებით ნაკვებმა ბერებმა იცოდნენ რომ ქრისტეს უყვარდა ბავშვები და ისინი მაგალითად მოყავდა იმათთვის ვისაც სურდა  ქრისტიანული კანონის დაცვა. 

ეს შესანიშნავად გაიხსენა პაპმა ლეონ დიდმა მის ერთ ქადაგებაში:




Комментариев нет:

Отправить комментарий