среда, 14 августа 2013 г.

პარაცელსი

მოაზროვნე პარაცელსი, Kurgarten de Salzbourg.

520 წლის წინ,1493 წელს გაჩნდა დიდი პარაცელსი და გილოცავთ.



პარაცელსის საფლავზე ზალცბურგში დადგეს დიდი ქვა, ქვისმთლელმა დააწერა:
"აქ დაკრძალულია შესანიშნავი ექიმი ფილიპ-ტეოფრასტი,რომელიც კურნავდა მძიმე ჭრილობებს,კეთრს,  ნეკრესის ქარს,წყალმანკს და სხვა უკურნებელ დაავადებებს. 
მან ანდერძით თავისი ქონება დაუტოვა და გაუყო ღარიბებს.
1541 წლის 24 სექტემბერს მან სიცოცხლე შეცვალა სიკვდილით".

ყვებიან რომ 1830 წელს,როდესაც ზალცბურგს ემუქრებოდა შავი ჭირი ადამიანები მიდიოდნენ მის საფლავთან და სთხოვდნენ მას შველას. ქალაქი გადაურჩა ეპიდემიას.


.


Paracelse
ჰერმეტული მედიცინის მამა პარაცელსი


ამ შვეიცარელმა ექიმმა,რომლის ნამდვილი სახელიცაა  თეოფრასტ ბომბასტ ფონ ჰოჰენჰაიმ
Theophrast Bombast von Hohenheim) შუა საუკუნეებსა და თზნამედროვე ხანას შორის  მნიშვნელოვანი როლი ითამაშა მედიცინის,ფილოსოფიის,რელიგიათა ისტორიაში. 

ის განასახიერებს აღორძინების ხანის წინააღმდეგობებს, შეუსაბამისობებს,გენიალურ ინტუიციებს.
    
მან ახალი გზები გაუხსნა მეცნიერებას,მაგრამ ასევე იყო ალქიმიკოსი და თეოლოგი,თავის ხელოვნებაზე დაფიქრებული მოაზროვნე.

ჯორდანო ბრუნოს თქმით პარაცელსმა პირველმა ხელახლა გაიაზრა მედიცინა როგორც ფილოსოფია

პარაცელსის ნაშრომი როგორც წესი ითვლება სამედიცინო სინთეზად,მაგრამ ის ასევე უნდა ჩაითვალოს ფილოსოფიურ სინთეზად //ლარუსიდან//.


"ჩემი სიკვდილის შემდეგ აქ ვიქნები,კიდევ უფრო მეტად ვიდრე ადრე.
და თუ თქვენ შეჭამთ  ჩემს სხეულს თქვენ შეჭამთ მხოლოდ ტალახს. თეოფრასტე აქ იქნება თქვენთთან ბრძოლის გასაჩაღებლად."

ეს თქვა პარაცელსმა და შეასრულა, ის მართლაც აქაა,მისი სახელის ირგვლივ ყიჟინა არ წყდება.

მოხეტიალე ცხოვრება:



ფიქრობენ რომ დაიბადა  Einsiedeln-ში,მარია-აინზიდელნში,შვიცის კანტონში, ციურიხიდან ფეხით ორი საათის სავალში  1493 წელს,ტყეებსა და მლოცველებს შორის,გაღარიბებული აზნაურების ოჯახში. 

ძალიან ადრე დაობლდა. მამამისი იყო ექიმი. ის წავიდა ვილახში სადაც იყო ქალაქის ექიმი.

ის იყო პარაცელსის პირველი მასწავლებელი.

პარაცელსმა ძალიან მალე გამოამჟღავნა ექიმად გახდომის სურვილი.

ის ძალიან ცნობისმოყვარე იყო და ყურადღებით უსმენდა ყველას ვინც კი რამე იცოდა.

მას ადრიდანვე აინტერესებდა საგანთა,ბუნების და ღმერთის საიდუმლოთა წვდომა.მისი ყურადღების ცენტრში იყო ბუნება.

ის ბევრს მოგზაურობდა და დაეხეტებოდა,ამბობენ რომ მოიარა ჩრდილოეთი აფრიკაც და პალესტინაც,იყო, კონსტანტინეპოლში,ჩააღწია რუსეთამდეც. ხვდებოდა ალქიმიკოსებს,კუ-
დიან-ჯადოქრებს,დალაქებს,მაღაროელებს,გლეხებს,დედაბრებს მათი წამლებით,შარლატანებს და სწავლულებს.
ის ყველასგან სწავლობდა რაღაცას.

ის დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებდა სოციალურ კლასებს. ის სიმპატიით უყურებდა უბრალო ხალხს,ღარიბ-ღატაკებს,საზოგადოდ ხალხს.

ფიქრობენს რომ 20-ანი წლების დასაწყისში ის მიუდგა ხალხს,რაც მას საკმაოდ ძვირად დაუჯდა.

ის წერდა და ამბობდა რომ მდიდრებს და ძლიერებს არ სჭირდებათ დახმარება იმიტომ რომ მათ იცავს ყველა დადგენილი სტრუქტურა.

მაგრამ ქედმაღალი და გათავხედებული მდიდრები და ძლიერები არღვევენ და სპობენ ღმერთისთვის სასურველ წესრიგს.

პარაცელსი არ შეეგუა არსებულ წყობას და მდიდრებიც და ძლიერებიც მას სამაგიეროს უხდიდნენ მისი ცხოვრება მოუსვენარი იყო.

 მდიდრები,ძლიერები,შურიანი კოლეგები მას ზიზღით უყურებდნენ და ისიც ამით და თანაც საკმაოდ უკმეხად პასუხობდა.

პარაცელსი არ ყოფილა მეტისმეტად ზრდილი ერაზმი.

პარაცელსმა მედიცინა დიდად დაკმაყოფილების გარეშე ისწავლა ფერარაში.

მან მალე მიატოვა წიგნები და უნივერსიტეტები და მიეცა ექსპერიმენტებს.

მუდამ უკმაყოფილო პარაცელსი დაუღავალავად მოგზაურობდა მხარეებში და ქვეყნებში,განუწყვეტლად წერდა და აგრძელებდა გზას ვინ იცის რის ძიებაში.

ის იყო მარტოსული,აბსოლუტურად მარტოსული ადამიანი,მას უღალატეს მისმა მსახურებმაც.

მაგრამ პარაცელსი დარჩა ამაყი და დამოუკიდებელი.

ის არ ხელმძღვანელობდა დაწერილი დოქტრინით,არ ბაძავდა არავის ცხოვრების წესს,არ იყო დამოკიდებული არავის ნებაზე.

1526 წლისთვის პარაცელსი იყო გულუხვ ქალაქ სტრასბურგში. მან იქ იყიდა მოქალაქის უფლება. მაგრამ არ დამკვიდრებულა იქ და არავინ იცის თუ რატომ წავიდა ის ბაზელში.

იქ მან უმკურნალა და გარკვეული ხნით განკურნა ფრობენიუსი რითიც გაითქვა სახელი.

ფრობენიუსი მაშინ გავლენიანი იყო ჰუმანისტთა წრეში.

პარაცელსი დაინიშნა ქალაქის ექიმად და პროფესორად. პარაცელსი უნივერსიტეტში,რა გადასარევი ამბავია. 

მისმა პირველმა გაკვეთილმა გააღიზიანა მისი კოლეგები რომლებსაც არ სურდათ მასში მათი თანასწორის დანახვა.

ის ასწავლიდა გერმანულად. ეს პირველი შემთხვევა იყო უნივერსიტეტში და ამას მოჰყვა დიდი სკანდალი.

ის ვინც არაფრად აგდებს წოდებებს,ლათინურს,წიგნებს და გალიენს აპირებს ხალხურ,ბრბოს ენაზე ასწავლოს ის რაც მან ისწავლა პრაქტიკული მოღვაწეობისას,რა თავხედობაა!



და აი ტემპერამენტულმა პარაცელსმა 1527 წელს კოცონში დაწვა ტრადიციული მედიცინის წიგნები.

ეს არ ყოფილა ლუთერისადმი მიბაძვა. მედიცინის რეფორმატორ პარაცელსს მედიცინის ლუთერსაც უწოდებდნენ, მაგრამ ის არ ყოფილა მიმბაძველი.

კოლეგების და წარჩინებულთა ნაწილმა შეიძულა პარაცელსი და ისიც გაიქცა ბაზელიდან.

მას არ ჰქონია დამკვიდრების უნარი. ის 1528 წელს კოლმარში იყო და 1529 წელს-ნიურნბერგში.

მაგრამ ის ყველგან იბრძოდა დოქტორთა,გალენური მედიცინის,მწიგნობრული მეცნიერების,ღარიბთა ექსპლუატაციის წინააღმდეგ.

რა თქმა უნდა მასაც არ ინდობდნენ და უხეშადაც გმობდნენ. 

მოუსვენარი პარაცელსი გმობდა ღარიბის ექსპლუატაციას მდიდრის მიერ,ავადმყოფის ექსპლუატაციას აფთიაქარის მიერ,მორწმუნის ექსპლუატაციას ეკლესიის მიერ. მან თქვა რომ სიფილისი არ იკურნება გაიაკის ხის მეშვეობით. არადა ამ ხით ვაჭრობდნენ ყოვლისშემძლე ფუგერები რომლებსაც არ მოეწონათ პარაცელსის ნათქვამი.

ამიტომ ის შეეჯახა ფუგერებსაც. მასაც ლანძღავდნენ.

და არა მარტო ლანძღავდნენ. მისი სიკვდილის გარემოებები დღემდე უცნობია. ზოგი მონაცემით პარაცელსი 1541 წლის 24 სექტემბერს მოკლეს ვიღაც ექიმის მიერ დაქირავებულმა ბანდიტებმა.

პარაცელსზე ბევრი რამის თქმა შეიძლება.

 ის განუწყვეტლად წერდა,მან დაიწყო ქადაგება და ფსალმნთა განმარტება.

ამავე დროს მას არ შეუწყვეტია ლაბორატორიული გამოკვლევები.  ამავე დროს ის მკურნალობდა ავადმყოფ ძლიერებს,მთავრებს,ყველას ვინც მას მიმართავდა. 

                           ის მოგზაურობდა და იკვლევდა ბუნებას. 

სიკვდილის წინ კი მან დატოვა ანდერძი და რა ანდერძი! მიწიერი არსებობის ბოლო წუთებში მან იფიქრა ღარიბებზე, 

ის დაკრძალეს ზალცბურგის წმინდა სებასტიანეს სასაფლაოზე.


პარაცელსმა მთელი ცხოვრება გაატარა ბრძოლაში.

მას დაესივნენ და წეწავდნენ აფთიაქარები, კოლეგები და ამა ქვეყნის ძლიერები და ისიც არც ისე თავაზიანად იგერიებდა მათ. ამიტომ მას გაუვარდა უზრდელის სახელიც.

     "ბუნებას არ მოვუქსოვივარ ფაქიზად, ჩემს ქვეყანაში არ იყენებენ აბრეშუმის ძაფს. ჩვენ  აღვიზარდეთ ქერის პურით,რძით და ყველით და არა ლეღვით, ხორბლის პურით და ნუგბარი საჭმელებით. ამით არ ზრდიან ნაზ და ფაქიზ ახალგაზრდებს. და რაც მივიღეთ ახალგაზრდობაში ის დაგვრჩა ცხოვრების ბოლომდე. კატებისავით სუფთა და უმაღლესად რაფინირებულ დელიკატურ პიროვნებებთან შედარებით  ჩვენ მართლაც გვავართ ხეპრეებს. ფიჭვის გირჩებში აღზრდილებს. ჩვენ ცუდად გვესმის ქალთა ხელით აბრეშუმის სამოსში აღზრდილებისა ", ასეთი იყო პარაცელსის პასუხი.

მაგრამ ამბობენ რომ 1830 წელს,როდესაც ზალცბურგს ემუქრებოდა შავი ჭირი ადამიანები მიდიოდნენ სწორედ პარაცელსის საფლავთან და შველას სთხოვდნენ მას. ეპიდემიამ გვერდი აუარა ქალაქს.

პარაცელსზე შეიქმნა მთელი ლიტერატურა. მასზე წედნენ პამფლეტებს,რომანს,ოპერას,პოემას.მისი მომხრე იყო ჯორდანო ბრუნო, ის იქცა შექსპირის გმირად

განსაკუთრებული,მარტოსული, ჩაგრული,სილფების და ნიმფების მეგობარი პარაცელსი არის რომანტიკოსთა საყვარელი პერსონაჟი.

 დავაკვირდეთ პარაცელსის მსოფლმხედველობას:




Les prophéties de Paracelse, Jean-Cyrille Godefroy

უნიჭიერესი ექიმი,მისტიკოსი,ალქიმიკოსი პარაცელსი იყო მე-16 საუკუნის ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი. მისი წინასწარმეტყველებები ნოსტრადამუსის წინასწარმეტყველებებივით პოპულარული იყო. გამომცემელმა ჟან-სირილ გოდფრუამ    //Jean-Cyrille Godefroy// 1993 წელსაც გამოსცა პარაცელსის წინასწარმეტყველებები.

პარაცელსისთვის,ისევე როგორც მისი მრავალი თანამედროვისთვის,ბუნება იყო წიგნი და ყოველი არსება იყო ამ წიგნის ასო. 

მაგრამ ბუნების წიგნი იწერება აქ და ეხლა და ამიტომ მისი საიდუმლოებების გასაგებად უნდა ფეხით მოიაროთ ეს წიგნი,ქვეყანა და ყურადღებით უსმინოთ მას. ამ საიდუმლოებებს ვერ ამოიკითხავთ ნაწერ და დაბეჭდილ წიგნებში.

მაგრამ პარაცელსის აზრით ფილოსოფიური ენა არაა საკმარისი ბუნების აღსაწერად და გადმოსაცემად. ბუნება ყოველთვის მეტია ყოველგვარ კონცეფციაზე.

პარაცელსი ცდილობდა მისივე აზრით უბრალო ლოღიკისთვის მიუწვდომელი ბუნების სიტყვებით გამოთქმას.

ბუნება პარაცელსისთვის საბოლოო ანგარიშით არის მიუწვდომელი,იდუმალი,უსასრულო,მოუხელთებელი.

ის ხშირად ხმარობს ბუნდოვან და ეზოტერულ ცნებებს.ის ორჯერ,სამჯერ,ოთხჯერ ასწორებს ზოგ უკვე დაწერილ ადგილს.

როდესაც პარაცელსი პოზიტიურად ლაპარაკობს ბუნებაზე ბუნება მისთვის დედაა,მშობელია,შემოქმედია,კეთილია.

ბუნების ინტერპრეტაცია მისი აზრით შეიძლება იყოს მხოლოდ სიმბოლური და ტიტანური.

ტიტანური იმიტომ რომ აზრის თანდათანობითი გამოვლენის მოძრაობა უსასრულოა მაშინაც კი როდესაც შეგვიძლია ამ მოძრაობის მიმართულების მითითება. 

      ჩვენ ვხედავთ ხეს,მინერალს,ავადმყოფობას,დაბადებას,სიკვდილს...

მაგრამ ასე მოცემული ამავე დროს სხვა რამეცაა,ისაა უფრო ღრმა სინამდვილის გამოხატულება.

ბუნება ერთდროულად ხილულიცაა და უხილავიც. ხილულია ფორმაში,უხილავია ძალაში. მაგრამ მისი ფორმაც და ძალაც,მისი ხილული და უხილავი ასპექტები მჭიდროდაა დაკავშირებული ერთმანეთთან.

 ვაშლის ხე ნამდვილად არის ხე რომელსაც ვხედავ,მაგრამ ეს ხილული არსება ავლენს მის მმართველ და წარმმართველ უხილავ ძალას რომელიც მას გადააქცევს ხედ,ფოთლად,ნაყოფად.

სპეციფიური დინამიზმი  "შავი მარცვლიდან" აღმოაცენებს მწვანეს ხეს.

ეს სპეციფიური და სრულიად უხილავი მოძრაობა აჩენს სწორედ ასე და არა სხვანაირად,ამწიფებს ხილს, ზრდის სწორედ ვაშლის ხეს

ამ ხილულ ფორმაში გამოიხატება იდუმალი ბუნება. 

ასე რომ მნიშვნელოვანია როგორც ფორმა ისე მისი მეშვეობით გამოხატული იდუმალი სათნოება და ძალა.

მაშ არ უნდა დავრჩეთ საგანთა და მოვლენათა ზედაპირზე,არ უნდა დავკმაყოფილდეთ ფორმათა განსაზღვრით.

ხილული ფორმა მუდამ უნდა განვიხილოთ და გავიაზროთ მის უხილავ იდუმალ ძალასთან ერთად. ის უხილავი და იდუმალი ძალაა მისი მანიფესტაციის,გამოვლენის პრინციპი.

ბუნება ყველგან დანახული უნდა იქნას როგორც ხილულის და უხილავის მჭიდრო ერთიანობა.


მაგრამ პარაცელსი ამავე დროს ამბობს რომ მანიფესტაციამდე,გამოვლენამდე, ბუნების საოცრებები და საიდუმლო ძალები არაფერია,არარაობაა.

ბუნება არის მანიფესტაციის,გამოვლენის ძალა. 

სწორედ ხილულში ვხედავთ უხილავს.

მარტო ხილული გვაფიქრებინებს უხილავის არსებობაზე.

ამიტომაა ძნელი იმის თქმა თუ რა არის ბუნება.

ბუნება არის და გარკვეული აზრით არც არის.

ბუნება არის მის სიცოცხლეში,მის აქტიურ განვითარებაში,მის გამოვლენაში,მის გამოვლენილ და კარგად აღწერილ ფორმებში,მაგრამ ამავე დროს ის სულაც არაა იქ.
ბუნება არაა არსებათა კოლექცია. 

ფერების,ფორმების,ყველაფერი საჭიროს აღწერითაც ვერ შევიცნობთ  ბუნების არსს.

ფორმების სიზუსტეს და სიმყარეს ცვლის ძალების ბუნდოვანება. 

ბუნება თვითონ ვლინდება,თვითონ მჟღავნდება,ის ეჩვენება თავის თავს იმით რომ ხდება ხილული და აჩენს არსებებს.

ბუნება განუჭვრეტელია, ამდენად ის შეიძლება შეცნობილი იყოს მხოლოდ დღევანდელი სახით.

ბუნება ცოცხალი არსია და ამიტომ დღეს ის აღარაა ისეთი როგორიც გუშინ იყო. ის ყოველ დღე ქმნის ახალ არსებებს. პარაცელსის თქმით არც ერთი დღე არ ჰგავს გასულ დღეს. ყოველ დღე აჩვენებს განსხვავებულ ბუნებას. არაფერი რჩება ბუნებაში,მაშ,უცვლელი.

 ბუნება ცოცხლობს, ეს კი ნიშნავს იმას რომ მას ჰქონდა ახალგაზრდობა და ექნება დასასრული.  რომ სიმწიფის ხანაში იგი არ შექმნის ისე როგორც ქმნიდა ახალგაზრდობაში.
      ამას გარდა,ადამიანის მსგავსად მასაც ელის სიკვდილი. 

შემდეგ,ბუნება სხვადასხვანაირია სხვადახვა ადგილას. 

ბუნება სხვანაირია გერმანიაში და სხვანაირია არაბეთში.

გერმანელი ექიმი თავის ქვეყანაში იპოვის გერმანული ავადმყოფობის სამკურნალო წამალს,უსარგებლოა არაბული ბალახების მოკრეფა. 

დაბოლოს ბუნება ყოველ არსში თავს განხვავებულად ამჟღავნებს.  არაა იდენტური არსებები მსოფლიოში ყოველ ნაბიჯზე ახალი და განსხვავებული არსებებია.  სისხლის ნაირსახეობათა რაოდენობა უდრის ხეების ნაირსახეობათა რაოდენობას. 

ბუნება არასოდეს ისვენებს და არასოდეს მეორდება.

 აქედან გამომდინარე ბუნების საერთო,ზოგადი ცოდნა არ არსებობს. 

დღევანდელი ცოდნა ვერ იქნება ის რაც იყო გუშინდელი ცოდნა.

ჭეშმარიტი მეცნიერება არის დღევანდელობის,აქ და ეხლას მეცნიერება.

შეცდომაა წამლების ძიება ათასი წლის წინ დაწერილ წიგნებში როგორც ამას აკეთებენ მოხეტიალე ექიმები.

ბუნება დღეს ავლენს ახალ ავადმყოფობებს ისევე როგორც ქმნის ახალ ბალახს.

ბუნება,მაშ,უნდა ნახო დღეს და არა ძველ პერგამენტებში ჩახედვით.

პარაცელსის შეხედულება ბუნებაზე უფრო ცხადი  გახდება თუ კი მას შევადარებთ მომდევნო საუკუნეში გაჩენილ შეხედულებას ბუნებაზე. 


ის კი იქნება რევოლუციური, რომელიმე პოლიტიკურ მოვლენაზე ბევრად უფრო მნიშვნელოვანი ფენომენი.

ბუნებას შეხედავენ როგორც ინერტულ და უსიცოცხლო რამეს.  მექანიკური მოდელით წარმოდგენილი ბუნებით მანიპულირება უსასრულოდ შეიძლება.

მე-17 საუკუნეში ადამიანი ავითარებს  ავტონომიური სუბიექტის ფილოსოფიას და თავს გრძნობს უფრო ძლიერ და უფრო ამაყ არსებად.
უცვლელი ვერ დარჩებოდა ვერც შეხედულება ბუნებაზე, ის უნდა მოსულიყო შესაბამისობაში  ბურჟუად ქცეული ადამიანის ცნობიერებასთან.

ადამიანი კი უკვე გრძნობდა თავს ბუნების მბრძანებლად და მფლობელად.

სიახლე ისაა რომ ეს მბრძანებლობა და ბატონობა განიხილება როგორც თავისთავადი,ესე იგი სუბიექტის ნებას დაქვემდებარებული მიზანი.

მანიპულირებადი ბუნების ხარისხი და ავტონომია ამის გამო მნიშვნელობას კარგავდა და ადამიანის მბრძანებლობაც იძენდა დესპოტურ ხასიათს. 

მანიპულირებად ბუნებას შეხედეს როგორც უსულო,უსიცოცხლო გარეშე რამეს რომელსაც ადამიანი შეიძლება მოექცეს საკუთარი სურვილების და ჟინის შესაბამისად.

პარაცელსის ბუნებისადმი დამოკიდებულების შეცვლა ამ მექანისტური დამოკიდებულებით არის თანამედროვე და მომავალი ეკოლოგიური კატასტროფების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი.

დავუბრუნდეთ პარაცელსს და მის უხილავის ფილოსოფიას.
 სიტყვა უხილავი არ აღნიშნავს ფარულს იმ გაგებით რომ  ის შეიძლება დანახული იქნეს ხილული სინამდვილის უკან.

უხილავი ასევე არის რეალური და ნამდვილი,მოქმედი ხილულის მსგავსად.

ის არაა ხილულის უკან, ის ხილულთანაა და ხილულშია.

ბუნებრივ სინათლეზე,საფუძვლის ძიებაზე,ვარსკვლავზე ლაპარაკისას ჩვენ თანდათანობით დავადგენთ  უხილავის იმ სამეფოს რომელშიც ჩვენ ჩართული ვართ ისე რომ ის არ წარმოდგება ჩვენი ხორციელი თვალების წინ.

ასეა,მაგალითად, რომ ძიება იმ ვრცელ ველში რომელსაც პარაცელსი უწოდებს ასტრუმს ანუ ცას, არასოდეს უახლოვდება მოცემულ ობიექტს.

 როდესაც ლაპარაკია ცის კამარაზე ლაპარაკია არა იმდენად ხილულ ვარსკვლავებზე რამდენადაც უფრო იდუმალ,უხილავ,მაგრამ სულაც არა დამალულ განზომილებაზე რომელიც მსჭვალავს საგნებს,ბუნებას და თვითონ ადამიანს.

ეს უხილავი გვხდის მოხერხებულებად და მოუხერხებლებად. ის გვაძლევს ზრდის და სიმწიფეში შესვლის საშუალებას, ისაა სიბრძნე ჩვენში, ინსტინქტი ცხოველში და სათნოება,უნარი მცენარეში.

ფილოსოფოსმა სწორედ ეს უხილავი უნდა გადაიტანოს ენაში და ასე მისცეს მას ფორმა.

ფილოსოფოსი პარაცელსისთვის არაა კონცეფციების შექმნის და გამოთქმის ოსტატი,ძველი ტექსტების სპეციალისტი თუ ლოღიკური კატეგორიების ექსპერტი. ასეთ ხალხს პარაცელსი უძახის სოფისტებს. სპეკულანტებს და მოლაყბეებს.

ისინი გვანან ექიმს რომელიც მედიცინას სწავლობს წიგნებით. არადა ამათ აკლიათ მთავარი.

არადა რა ძნელია უხილავის გამოთქმა!

არაა ლაპარაკი მიმართვაზე უკვე  მოცემულისადმი თუ უკვე ჩამოყალიბებულისადმი.

ყურადღება უნდა მივმართოთ იქითკენ რასაც ადამიანთა უმრავლესობა ვერ ხედავს, უნდა მოვიდეთ შესაბამისობაში ადამიანთა უმრავლესობისთვის უხილავთან და გამოვხატოთ ის მასზე მიმანიშნებელი ფორმებით და სიტყვებით....

ფილოსოფოსი ასრულებს თავის მისიას  თუ კი მსმენელთა ენაზე ის გამოთქვამს იმას რასაც მსმენელნი გრძნობენ მაგრამ ვერ გამოთქვამენ.

ცხადია რომ ეს ამოცანა რთულია. 



პარაცელსის აზრით სრული თუ განსრულების გზაზე მდგარი ადამიანი ექიმია და ის ფილოსოფოსი უნდა იყოს.

ის სხვებზე უკეთ უნდა ხედავდეს თუ როგორ მოქმედებს უხილავი ავადმყოფში და წამალში,როგორ მოქმედებს ის ხილულში.

დასანახი არაა საგანი საგნებს შორის,მაგრამ ის არსებობს ყველაფერში.

ფილოსოფოსი არ ხედავს უფრო მეტ რამეს უმეცართან შედარებით.

ფილოსოფოსი განსხვავებულად ხედავს და სხვანაირად დანახვით ის სხვა რამეს ხედავს, ის ხედავს ხილულში უხილავი ბუნების მოქმედებას.

ფილოსოფია  არაა არც მწიგნობრული ხოდნა და არც აბსტრაქტული გონების ნაყოფი,ის არც ცოდნაა და არც გააზრება,ისაა თვითონ ბუნების,მისი მოქმედების და სინამდვილის ხედვა. ესაა ნამდვილი მეცნიერება.

ექიმი ფილოსოფოსი უნდა იყოს იმიტომ რომ ფილოსოფიის გარეშე ის ვერ გაიგებს ავადმყოფობას,ვერ გამოწერს წამალს,ვერ გააკეთებს წამალს მცენარიდან კვინტესენციის გამოღებით.

ავადმყოფობის ცოდნა შეიძლება მხოლოდ დანახვით იმისა თუ როგორ ვლინდება მასში ბუნება.

წამლის ცოდნა შეიძლება მხოლოდ დანახვით იმისა თუ როგორ ეწერება ის თავისი სათნოებით,თვისებით,ავადმყოფობის მიმდინარეობაში....

ფილოსოფოსობა, ფილოსოფოსად ყოფნა დანახვაა...

სამყარო,ბუნება წიგნია და ყველაფერი,მათ შორის წამალიც და საწამლავიც,ავადმყოფობაც და ჯანმრთელობაც,ადამიანიც და მცენარეც ნიშანია და საჭიროა ამ ნიშნების ამოცნობა და წაკითხვა.

ბუნების წამკითხველისთვის რაც შიგნითაა ის გარეთაა.

პარაცელსის თქმით ბუნება არც აჩვენებს და არც მალავს,ის მიუთითებს,მიანიშნებს იმას ვისაც ვისაც სურს მის საიდუმლოთა გახსნა ნიშნების დახმარებით. 

თვითონ საგანი კი არა გარდაქმნის ძალა ამკვიდრებს საგნებს ძირეულ ორაზროვნებაში.

უცბათ იხსნება ერთმანეთზე მინიშნებების,შესაბამისობათა,თითქმის უსასრულო ნათესაობათა მდიდარი და უხვი სამყარო.

ჯეროვნობათა ღია თამაში რომელშიც გული მიანიშნებს მზეზე და ოქროზე,აკონიტი-თვალზე,ცეცხლი-ეპილეფსიაზე,ქარიშხალი -მუცლის გვრემაზე.

საჭიროა ნიშნების ახსნა ბუნების მიერ ნასწავლი ხელოვნებით.

ეს უსასრულო შუამავლობა ხილულ საგანსა და მის უხილავ განზომილებას შორის არ ხდება ადამიანის საკუთარი ჩანაფიქრის მიხედვით.  

ამის შესაძლებლობას იძლევა მადლი,ძღვენი, რაც მეტია ადამიანთა ხელოვნებაზე. ის ჩვენში ჩადო თვითონ ბუნებამ.

მაგრამ ადამიანი ბუნების ნამდვილი განმმარტებელია მხოლოდ მაშინ როდესაც ის ის რჩება ბუნების მიერ მასში ანთებულ სინათლეში. სხვა შემთხვევაში ის რჩება ბრმა და ვერ სცდება ადამიანის შესაძლებლობებს. ის უკვე ყბედია და არა ბუნების განმმარტებელი....

მაგრამ ბუნების განმმარტებელი მუდამ წვალობს. ბუნება სავსეა "ნიშნებით,მაგრამ  ბუნებრივი უნდა გავარჩიოთ როგორც არაბუნებრივი-ხელოვნურისაგან ისე ზებუნებრივისაგან.

უნდა დავადგინოთ თუ რა შეესაბამება "ბუნებრივ" წესრიგს და რა არა.

ღმერთს არ უნდა რომ ბუნების საოცრებები დარჩეს დამალულ-დაფარული  და მან ყველაფერს დაასვა თავისი ნიშანი.

ადამიანმა კი ნიშნებით სავსე ამ სამყაროში უნდა მონახოს გზა რომელიც მას გიყვანს იქიდან რაც ჰგავს ლაბირინთს.

ამიტომ ადამიანმა ყურადღება უნდა მიაქციოს ბუნების ახალ-ახალ წინადადებებს, ყოველ ახალ ნიშანს...

ფუნდამენტური კონცეპტია ასევე სიმილიტუდო,მსგავსება, რომელიც მართავს ერთმანეთზე დაქვემდებარული ცნებების// აშეთქმულება,ანალოგია,შეთანხმება,სიმპატია,და ა.შ.// ქსელს.

სიმილიტუდოთი,მსგავსებით.   დიდ და პატარა სამყაროში ყველა საგანი დიდი და დაუსრულებელი ექოთი პასუხობენ ერთმანეთს.

 ასე იბადება ცის და მიწის,ადამიანის და ცხოველის,მთის და მინერალის,და ა.შ. ურიცხვი ნათესაობები.... 

პარაცელსის თქმით ღმერთს არ უნდა რომ მის მიერ ადამიანის სასიკეთოდ შექმნილი სამყარო ფარული და დამალული დარჩეს. და თუ კი მან მაინც დამალა გარკვეული რაღაცეები მას არაფერი დაუტოვებია ხილული განსაკუთრებული ნიშნების გარეშე. ზუსტად ისევე როგორც განძის მპოვნელი ადამიანი მონიშნავს ადგილა რათა შესაძლებელი იყოს პოვნა.

მსგავსებათა ცოდნა ეფუძნება ამ ნიშნების დადგენას და მათ გაშიფრვას.

მცენარეთა ბუნების ამოსაცნობად არ უნდა შევჩერდეთ მათ ქერქზე,უნდა პირდაპირ მივიდეთ მათ ნიშნებთან, ღმერთის ჩრდილთან და სახესთან რომელსაც ისინი ატარებენ თავის თავში ან იმ შინაგან ღირსებასთან რომელიც მისცა მათ ცამ როგორც ბუნებრივი საკუთრება...იმ ღირსებასთან რომელიც ყველაზე სწრაფად ამოიცნობა ნიშნით. 

ნიშნების სისტემა გადააბრუნებს ხილულის დამოკიდებულებას უხილავთან. 
მსგავსება იყო უხილავი ფორმა იმისა რაც სამყროს წიაღში საგნებს ხილულს ხდიდა.
მაგრამ აამ ფორმის გამოსამჟღავნებლად აუცილებელია ხილული ფიგურა რომელიც მას იღებს უხილავობიდან. 

            ამიტომაა რომ სამყაროს სახე დაფარულია ჰერალდიური ღერბებით,სახასიათო ნიშნებით,ნიშნებით და საიდუმლო სიტყვებით-იეროგლიფებით.  

ასე რომ უშუალო მსგავსებათა მთელი სივრცე იშლება ნახატებით შემკულ უზარმაზარ წიგნდ რომლის მთელი გვერდი დაფარულია უცნაური,გადაჯვარედინებული ნიშნებით.

            ყველა ბალახი,ხე და ყველფერი რაც ამოდის მიწის წიაღიდან არის წიგნები და მაგიური ნიშნები.


უზარმაზარი მშვიდი სარკე,რომლის სიღრმეშიც ირეკლება ერთმანეთისთვის თავისი სახის გამგზავნი საგნები სინამდვილეში შრიალებს სიტყვებით.
მუნჯი ანარეკლები გაორმაგებული მათზე მიმანიშნებელი სიტყვებით.







სამყარო დაფარულია გასაშიფრი ნიშნებით და ეს მონათესავე და მსგავსი ნიშნები არის მსგავსების ფორმები.


ცოდნა,მაშ,არის განმარტება, ხილული ნიშნიდან წასვლა იმისკენ რაც გამოხატავს იმას რაც ამ ნიშნის გარეშე დარჩებოდა საგნებში მძინარე გამოუთქმელ სიტყვად.

ჩვენ,ადამიანები ნიშნების და გარეგნული შესაბამისობების მეშვეობით ვპოულობთ მთებში დამალულ, ბალახები თვისებებს და ყველაფერს რაც არის ქვებში.
 არაფერია ზღვათა სიღრმეში და ცათა სიმაღლეში ისეთი რასაც ვერ იპოვიდა ადამიანი.

უმაღლესი და უდიდესი მთებიც ვერ დაუმალავენ ადამიანის მზერას იმას რაც არის მათში დამალული.

ყველაფერი ეს იხსნება შესატყვისი ნიშნების წყალობით. წინასწარმეტყველება არაა შემეცნების ერთ-ერთი ფორმა,ის ერწყმის მას.

მაგრამ ეს ნიშნები,რომელთა განმარტებაც შეიძლება, ფარულს ნიშნავს იმდენადაც ისინი გვანან ფარულს.

ზემოქმედებას ნიშნებზე თან ხლავს ოპერაციიმაზე რაზეც ისინი იდუმალად მიუნიშნებენ.

სწორედ ამიტომ თავის,თვალების თუ გულის წარმომადგენელი მცენარეები როგორც სამკურნალო საშუალებები იმოქმედებენ მოცემულ ორგანოზე


1  Paracelse. Die 9 Bücher der Natura Rerum (Œuvres, éd. Suhdorff, t. IX, 

მსგავსების  ყველა სხვა ფორმის მომცველი  და მათ განუმეორებელ წრედ  შემკვრელი ბოლო  ფორმის წყალობით   სამყარო შეიძლება შეედაროს  მეტყველ  ადამიანს. ბალახები ცნობისმოყვარე ექიმს თითქოს ელაპარაკებიან თავისი გარეგნული ნიშნებით  და უხსნიან მას თავის შინაგან თვისებებს რომლებსაც მალავს ბუნების დუმილი.


პარაცელსს სწამდა რომ ადამიანის გონებას ექვემდებარება ყველაფერი.
ის სამყაროს თვლიდა ჰარმონიულ მთლიანობად რომელშიც თავისი ადგილი  უკავია ადამიანსაც.
მაგრამ პარაცელსის თანახმად  ადამიანი არაა უბრალოდ სამყაროს ნაწილი. თვითონ ადამიანია მიკროკოსმი ანუ მცირე სამყარო რომელშიც არის ყველაფრის თვისებები და ბუნება.
ამიტომ ადამიანისთვის მიუწვდომელი ცოდნა არ არსებობს. მას შეუძლია ყველა არსის გამოკვლევა და წვდომა როგორც ბუნებაში ისე მის ფარგლებს გარეთ.


 


პარაცელსი დაეძებს მოუხელთებელ საფუძველს, გერმა,ულად Grund-ს

ეს ცნება გრუნდი-საფუძველი მიანიშნებს დამფუძნებელ პრინციპზე რომელიც ყოველ ფენომენს აძლევს მის ერთდროულად ხილულ და უხილავ ფესვს.

პარაცელსს არ სურს მარტო ლაპარაკი ამ გრუნდ-საფუძველზე,მას სურს მისი ჩვენებაც.

გრუნდის პოვნას ვერ აადვილებს მწიგნობრობა,მკვდარი ასოების ცოდნა.

გრუნდი არაა ჰიპოტეზა,ის არაა ადამიანში და მის ქმნილებაში.

უნდა შევბრუნდეთ ბუნებისკენ და არა ადამიანისკენ.

თავისთავად ცხადია რომ გრუნდი არაა ხილული,პარაცელსი ამას გვიხსნის ანალოგიის მეშვეობით.

ადამიანის გულს ვიცნობთ მისი სიტყვებით და საქმით. ჩვენ ვერ ვხედავთ მას უშუალოდ. 

ადამიანის სიტყვები და საქმეები გვიჩვენებენ მის გულს.

ხილულს მივყავართ უხილავისკენ და ასე გაგებული გრუნდი არის ძიების ობიექტი,მშვიდი და განუსაზღვრელი ძიება. 

 
მცენარეები და მინერალები ვერ მოგვმართავენ სიტყვით. ისინი ჩვენს წინაშე უძრავები და მუნჯები არიან.

მათზე დაკვირვებით უნდა დავინახოთ ის რაც არის მათში.

ხე გვიჩვენებს იმას რაც არის.  მასში არსებული უხილავი სინამდვილე უბიძგებს მას ფოთლების,ყვავილების და ნაყოფის წარმოქმნისკენ.

პარაცელსის აზრით ამ უხილავ და დამფუძნებელ სინამდვილეს უნდა შევხვდეთ ისევე როგორც მოციქულები შეხვდნენ სულიწმინდას.

უხილავი ხეში არაა ჩემს სულში, არც სხვაგან, ის არც ავტონომიური სუბსტანციაა, ისაა იგივე,მაგრამ მისი საკუთარი ბუნების და თვისებების შესაბამისად დანახული ხე.

პარაცელსის თქმით ნამდვილი ცოდნა არის ექსპერიმენტუმ,ფენომენებზე სრულებით ემპირიული დაკვირვება ღრმა გააზრების გარეშე.

გრუნდით მოქმედება არის ფენომენთა დანახვა მათი საკუთარი თვისებებით მოქმედების და ამ მოქმედების შედეგების მეშვეობით.

ექიმი ჭეშმარიტი საფუძვლის,Rechte Grund-ის თანახმად მოქმედებს მაშინ როდესაც ხედავს ავადმყოფობას,მის მოქმედებას,მის განვითარებას,როდესაც ხედავს წამლის ღირსებებს,მოქმედებას და ა.შ.

ცალ-ცალკე ავადმყოფობათა ცოდნით ექიმი ვერ შეიძენს ნამდვილ ცოდნას ყველა ავადმყოფობის შესახებ.

მაგრამ ბუნების ძალთა ცოდნით,მათგან გამომდინარე,უხილავი ღირსების ხილულში დანახვით ის გაიგებს ყველა ავადმყოფობას-როგორც მის თვალწინ მყოფს,ისე წარსულს და მომავალს.

წიგნებში არის მხოლოდ მოვლენათა ზედაპირის აღწერა და არა ცოდნა უშუალო ხილვით.

ჭეშმარიტი ექიმი არის ის ვინც აქ და ეხლა  ხედავს ავადმყოფობას ავადმყოფში, წამლის მკურნალ თვისებებს.

მკურნალობის ხელოვნებას არ აქვს სხვა საფუძველი,სხვა რამის თქმა ტყუილია...


.





Он учил, что живые организмы состоят из тех же ртути, серы, солей и ряда других веществ, которые образуют все прочие тела природы; когда человек здоров, эти вещества находятся в равновесии друг с другом; болезнь означает преобладание или, наоборот, недостаток одного из них. Одним из первых начал применять в лечении химические средства.
Парацельса считают предтечей современной фармакологии, ему принадлежит фраза: «Всё есть яд, и ничто не лишено ядовитости; одна лишь доза делает яд незаметным» (в популярном изложении: «Всё — яд, всё — лекарство; то и другое определяет доза»).
Наряду с Генрихом Неттесгеймским, Парацельс попытался связать чисто каббалистические идеи с алхимией и магическими практиками. Это положило начало целому ряду оккультно-каббалистических течений.[1]
По мнению Парацельса, человек — это микрокосм, в котором отражаются все элементы макрокосма; связующим звеном между двумя мирами является сила «М» (с этой буквы начинается имя Меркурия, а также Мема (тайна) — см. Каббала). По Парацельсу, человек (который также является квинтэссенцией, или пятой, истинной сущностью мира) производится Богом из «вытяжки» целого мира и несёт в себе образ Творца. Не существует никакого запретного для человека знания, он способен и, согласно Парацельсу, даже обязан исследовать все сущности, имеющиеся не только в природе, но и за её пределами. Парацельс оставил ряд алхимических сочинений, в том числе: «Алхимический псалтирь», «Азот, или О древесине и нити жизни» и др.

Считается, что он первым обнаружил принцип подобия, лежащий в основе современной гомеопатии.

Изобретенная Парацельсом настойка опия в течение нескольких веков считалась самым эффективным обезболивающим средством. Современные гомеопаты видят в нем одного из самых первых своих предшественников. Неоценимый вклад он внес в психиатрию - первым в истории осмелился заявить, что сумасшествие - болезнь, а не одержимость дьяволом, как считалось раньше. Он настаивал на лечении таких больных и гуманном обращении с ними. Он первым стал использовать в медицине простейшие .химические препараты - сказались усердные занятия алхимией. Да-да, несмотря на всю свою «революционность», Парацельс оставался человеком своего времени, а в ту пору алхимия находилась в расцвете. Но и здесь ученый, следуя своему девизу, «не принадлежал никому». Наперекор авторитетам он занимался поисками философского камня не для превращения неблагородных металлов в золото, а для изготовления чудодейственных целительных средств. Правда, состав лучших его лекарств так и остался неизвестным.

За сотни лет до появления генной инженерии, искусственного зачатия и клонирования, Парацельс заговорило возможности появления «человека из пробирки». Именно ему принадлежит первое подробное описание, как можно сделать гомункулуса. В своем трактате «О природе вещей» ученый поведал о процессе создания «алхимического человечка». Если будут соблюдены все условия и все будет сделано правильно, то через сорок недель в колбе алхимика поднимется легкий пар, который постепенно примет форму движущегося существа человеческого вида и окажет своему творцу необыкновенные услуги. «Его можно воспитывать и обучать, - писал Парацельс, - как любого другого реб нка, до тех пор, пока он не подрастет и не сможет сам о себе позаботиться».

Парацельс свято верил, что человеческому разуму подвластно все. Его излюбленная идея - учение об "Astrum in corpore". Он считал все мироздание гармоничном единством, в котором занимает свое место и человек. Но, согласно его учению, человек - не только часть Вселенной, но и сам по себе является «микрокосмом», малым миром, таящим в себе свойства и природу всех вещей. Парацельс считал, что Бог создал человека подобно гомункулусу - в божественной «алхимической лаборатории», из вытяжки целого мира. Поэтому и не существует для Человека недоступного знания - он способен исследовать и познать все сущности не только в природе, но и за ее пределами.

Он называл себя Трисмегистом - титулом Гермеса, покровителя тайного знания. Хотя внешне Парацельс больше походил на некрасивого хромого древнего бога врачевателей Гефеста. Невзрачный, крошечного (около полутора метров) роста, он никогда не расставался с огромным мечом, казавшимся еще больше рядом со своим владельцем, в рукоятке которого хранил свои знаменитые пилюли с опием.

Парацельс писал: «Знание, для которого мы предназначены, не ограничено пределами нашей собственной страны и не станет бегать за нами, но ждет, пока мы не отправимся на поиски его. Никто не сможет овладеть практическим опытом, не выходя из дома, равно как не найдет учителя тайн природы в углу своей комнаты. Мы должны искать знания там, где можно ожидать найти их, и почему нужно презирать того, кто отправился на поиски? Те, что остаются дома возможно, живут спокойнее и богаче, чем те, что странствуют; но я не желаю ни спокойствия, ни богатства. Счастье лучше богатства; счастлив же тот, кто путешествует, не имея ничего, что требовало бы заботы. Желающий изучать книгу природы должен ступать по ее страницам. Книги изучают, вглядываясь в буквы, которые они содержат, природу же - исследуя сокрытое в сокровищницах ее в каждой стране. Каждая часть мира есть страница в книге природы, и вместе всё страницы составляют книгу, содержащую великие откровения».

Это был великий ученый, гуманист, вечный скиталец. Он сам выбрал свой путь, полный страданий и лишений, чтобы помочь человечеству лучше узнать самого себя, и имя его навеки вошло в историю.

Даже в наши дни страждущие молятся у его могилы. Говорят, что в 1830 году, когда Зальцбургу угрожала чума, люди шли к надгробию Парацельса, моля его отвести беду. Эпидемия обошла город.


Комментариев нет:

Отправить комментарий