20 გასაღები ეზოტერიზმის გასაგებად-1
ჰერმეს თრისმეგისტოს |
არსებითი სახელი უნდა განვასხვავოთ ზედსართავი სახელისგან. ცნება ეზოტერული მომდინარეობს ბერძნული სიტყვიდან « ეზოტიროკოს» და ნიშნავს «შიგნითკენ სვლას ». ამას უპირისპირდება ცნება “ეგზოტერული”, რომელიც მომდინარეობს ბერძნული სიტყვიდან “ეგზოტერიკოს” და ნიშნავს “სვლა გარეთკენ”.
ამ ორმაგ ცნებას ვხედავთ ბერძნულ სიბრძნის სკოლებში, განსაკუთრებით არისტოტელესთან რომელიც მხოლოდ დაწინაურებული, წინწასული მოწაფეებისთვის განკუთვნილ ცოდნას განასხვავებს ბრბოსთვის განკუთვნილი მოძღვრებისგან.
ცნება “ეზოტერიზმი” კი 1828 წელს შექმნა ალზასელმა ერუდიტმა ლუთერანმა ჟაკ მატერმა. ეს სხვადასხვა მნიშვნელობების მქონე ცნება გულისხმობს კონკრეტული რელიგიების გარეთ არსებულ და ერთმანეთთან დაკავშირებულ აზრის მიმდინარეობებს.
ეზოტერიზმი მთლიანობაში ცდილობს ყველა ფილოსოფიაში და რელიგიებში
არსებული ცოდნის გაერთიანებას იდეასთან რომლის თანახმადაც მათ უკან იმალება კაცობრიობის თავდაპირველი, საწყისი რელიგია. ეზოტერიზმი, ამდენად, მუდამ მიუთითებს ოქროს ხანაზე როდესაც ადამიანს ჰქონდა ცოდნა რომელიც შემდეგ გავრცელდა სხვადასხვა რელიგიურ მიმდინარეობებში.
ეზოტერიზმის მეორე კომპონენტია იდეა რომლის თანახმადაც სამყაროს ყველა ნაწილს შორის, რეალობის როგორც ხილულ ისე უხილავ დონეებზე უუსასრულოდ პატარადან უსასრულოდ დიდამდე არსებობს უწყვეტი გარემო. “შესაბამისობათა” ეს დოქტრინა, რომელსაც ბევრი სხვა რამის გარდა ეფუძნება ალქიმიაც, სამყაროს თვლის დიდ ცოცხალ ორგანიზმად რომელსაც აერთიანებს და მშვენიერებას ანიჭებს მისი გამმსჭვალავი სულიერი ნაკადი. ამ მაგიური და მომაჯადოებელ-მომხიბვლელი ბუნების საიდუმლოთა გაგება და ახსნა შეუძლია მხოლოდ მაგიურ და ეზოტერულ აზროვნებას. და ბოლოს უკანასკნელი ელემენტი: ადამიანის და ამ მომაჯადოებელი სულიერი ბუნების ურთიერთობაში მთავარი ადგილი უკავია წარმოსახვას.
ეზოტერიზმის პირველი გამოვლებები დასავლურ აზროვნებაში უეჭველად დაკავშირებულია პითაგორასთან რომლის თქმითაც არსებობს უნივერსალური ჰარმონია და სამყაროში მოქმედებს საკრალური მათემატიკა. ამით მან საფუძველი ჩაუყარა ეზოტერულ აზროვნებას, მაგრამ ეს მიმდინარეობა ნამდვილად გაჩნდა ანტიკური ხანის დასასრულს (III-II საუკუნეები) გნოსტიციზმის და ჰერმეტიზმის გამოჩენასთან ერთად. ეზოტერიზმის ისტორია მოქმედებს ერთმანეთის მიმყოლ ტალღებად და ეს ორი მიმდინარეობა ციკლურად ჩნდება ხოლმე.
აღორძინების ხანის ფლორენციაში შოკი გამოიწვია ანტიკური ხანის ბერძნული ტექსტების ისევ გამოჩენამ. განსაკუთრებით დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ანტიკური აზრის სინთეზი “კორპუს ჰერმეტიკუმ”-იდან გამოსულმა “პიმანდრმა”.
აღორძინების ხანის ფილოსოფოსები ლეგენდარულ პერსონა ჰერმეს ტრისმეგისტს
მიიჩნევენ ეგვიპტელთა ღმერთი თოთის ინკარნაციად და ეს მათი აზრით დაწყებითი,
პირველდაწყებითი, საწყისი ტრადიციის,”ფილოსოფია პერენნისის”არსებობის საბუთია.
ამ ტრადიციას უნდა გაეერთიანებინა შემდეგში გაფანტული მთელი ცოდნა.
ამ ხელახალმა აღმოჩენამ ხელი შეუწყო რელიგიური უნივერსალიზმის იდეის გაჩენას. ერთი საუკუნის შემდე, 1614 წელს, ჟენეველი პროტესტანტი ისააკ კასობონი «კორპუს ჰერმეტიკუმს» დაათარიღებს…ანტიკური ხანის დასასრულით.
მომდევნო საუკუნეებში გაიმარჯვებს გონება, რაციონალიზმი:
ეზოტერიზმი გადაიქცა გაბატონებული აზრის პირისპირ არსებულ კონტრმიმდინარეობად. პირველი თანამედროვე მოაზროვნეები ჯერ კიდევ აკავშირებდნენ ერთმანეთთან მეცნიერებას და საკრალურს, გონებას და წარმოსახვას, მაგრამ დასავლეთი რელიგიებშიც კი დაადგა რაციონალიზმის გზას. მან დემონსტრატიულად შეაქცია ზურგი ანტიკური სამყაროდან და შუა საუკუნეებიდან მემკვიდრეობით მიღებულ და სიმბოლოებზე დაფუძნებულ აზრს.
ახალი დროის ადამიანისთვის სამყარომ დაკარგა მისი მაგიური, მომხიბლავ-მომაჯადოებელი აურა და ის გადაიქცა უსულო ობიექტების ცივ სამყაროდ.
მაგრამ ადამიანისთვის მიუღებელია მაგიას და მითებს მოკლებული სამყარო.
მხოლოდ ადამიანს აქვს სიმბოლიზაციის, ესე იგი ერთმანეთისგან განცალკევებული
ელემენტების დაკავშირების ფუნქცია. XX საუკუნეში კარლ გუსტავ იუნგი
და გილბერტ დიურანდი აჩვენებენ რომ ის რასაც ქედმაღლურად უწოდებენ
“ირაციონალურის დაბრუნებას” სინამდვილეში არის არის “დათრგუნულის,
მიჩქმალულის დაბრუნება » თანამედროვე ადამიანში რომელიც ვერ სძლებს
სიმბოლოების გარეშე.
1614 წელს თანამედროეობის ერთ-ერთი პირველი საიდუმლო საზოგადოება
უეჭველად არის როზენკრეიცერთა როზ-კრუა. ის მოულოდნელად
გაჩნდა ჰაბსბურგთა სამეფოში. მან თავი განაცხადა ანონიმური ტექსტით
რომელიც ლაპარაკობს ადეპტთა ძმობის შესახებ. ამ ძმობას ევალებოდა
ჰერმეს თრისმეგისტოს |
მმისი მისია კი თითქოს იყო კაცობრიობის მთელი სიბრძნის გაერთიანება
უუკანასკნელი სამსჯავროს პერსპექტივაში. ამ პერსონაჟს არასოდეს უარსებია,
მაგრამ როზენრეიცერობა უკვე იუწყებიან როლანდ ედიგჰოფერის
გამოთქმით “ფრანკ-მასონობის ჰუმანიტარიზმის” შესახებ. 1717 წელს ლონდონში ჩნდება პირველი დიდი ლოჟა. ეს საიდუმლო საზოგადოებები ბიძგს აძლევენ ინტელექტუალურ, ლიტერატურულ და მხატვრულ დუღილს რასაც XVIII საუკუნის ბოლოსა და XIX საუკუნის დასაწყისში მოსდევს გერმანული რომანტიზმი.
რომანტიზმი არის სამყაროსთვის მისი ჯადოსნური მომხიბლაობის დაბრუნების
პირველი დიდი კოლექტიური მოძრაობა. ის მეთოდურად აპროტესტებს
და უპირისპირდება დასავლურ ცივილიზაციაში გაბატონებულ მექანისტურ
და მატერიალისტურ კონცეფციებს.
რომანტიკოსების აზრით ადამიანი,კოსმოსი და ღვთაებრივი მჭიდროდ არიან დაკავშირებული ერთმანეთთან და შეადგენენ ჰარმონიას, უსასრულო ტოტალობას.
უყოყმანოდ იგონებენ ბუნების მეცნიერებას, ნატურფილოსოფიას.
ნატურფილოსოფია უპირისპირდება სინამდვილის ერთადერთ დონეზე დაფუძნებულ
ექსპერიმენტულ, ცდისეულ მეცნიერებას რომელიც ცდილობს ასეთი სინამდვილით
მანიპულირებას.
თავიდან საიდუმლო საზოგადოებათა წევრი პირველი რომანტიკოსები შემდეგ გაიტაცა აღმოსავლეთმა.
თითქმის ზედმიწევნით განმეორდა რენესანსის მოდელი:
რომანტიკოსები აიდეალებენ აღმოსავლეთს რომლის წმინდა წიგნები მათი აზრით ბევრად უფრო ძველია ბიბლიაზე. დასავლურისაგან რადიკალურად განსხვავებულმა და ყოველგვარი მატერიალიზმისგან განწმენდილმა აღმოსავლურმა ცივილიზაციამ მათი აზრით შეინარჩუნა ოქროს ხანისთვის დამახასიათებელი ნიშნები.
ეს მსოფლმხედველობა ვერ გაგრძელდა იმიტომ რომ XIX საუკუნის ეზოტერიზმი დიდად განსხვავდება ეზოტერიზმის ძველი ფორმებისგან იმით რომ მას სწამს პროგრესის იდეისა და ცდილობს მეცნიერებისა და რელიგიის შერიგებას ერთიან ცოდნაში. ეს ახალი ეზოტერიზმი მიიღებს მრავალ სახეს.
მისი ერთ-ერთი სახეა ოკულტიზმი რომლის დიდი თეორეტიკოსიცაა მაგი ეპიფას ლევი (1810-1875). მეორე დიდი თეორეტიკოსია ფრანგი მედიუმი ალან კარდეკი რომელმაც გადამწყვეტი როლი შეასრულა სპირიტიზმის პრაქტიკათა კოდიფიკაციაში და დასავლეთში შეიტანა რეინკარნაციის იდეა პროგრესის თანამედროვე იდეის თანახმად.
ასე მოხდა რომ სციენტიზმის, მეცნიერების ტრიუმფის XIX საუკუნეში დიდ შემოქმედთა უმრავლესობა ვიქტორ ჰიუგოდან კლოდ დებიუსიმდე მისდევდა სპირიტიზმს, დიდი ხალისით ატრიალებდა მაგიდებს მიცვალებულებთან კონტაქტის დასამყარებლად ან მისდევდა ოკულტურ პრაქტიკებს.
ამავე ხანაში დასავლური ეზოტერიზმი მიდის აღმოსავლური ეზოტერიზმის აღმოსაჩენად. ამაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანა 1875 წელს ნიუ იორკში ელენა პეტროვნა ბლავატსკაიას მიერ დაარსებულმა თეოსოფიურმა საზოგადოებამ.
ეს მედიუმი ქალბატონი ამტკიცებდა რომ თავისი მოძღვრება მან აიღო სულიერი მოძღვრებისგან რომელთაც ის შეხვდა ტიბეტში სადაც ის სინამდვილეში ალბათ არც ყოფილა.
მაგრამ ამ აღმოსავლელ, კაცობრიობის თავდაპირველი, პირველსაწყისი რელიგიის მფლობელი და მცველი ბრძენების ხსენებით ის ქმნის მითს ზებუნებრივი ძალებით დაჯილდოებული ლამებით დასახლებული“მაგიური ტიბეტის” შესახებ.
XX საუკუნეში, ორი მსოფლიო ომის შოკის შემდეგ 1960-ან წლებში გაჩნდა სამყაროსთვის მისი სულიერებისა და ჯადოსნური ბუნების დაბრუნების ახალი მცდელობა, მოძრაობა “ახალი ხანა” რომელიც მიზნად ისახავს დასავლური ფსიქოლოგიის გაერთიანებას აღმოსავლურ სულიერებასთან, ადამიანის ხელახლა დაკავშირებას კოსმოსთან.
ჰერმეტიზმით გატაცებული.. |
ახალი ხანის” თანახმად არსებობს მეტ-ნაკლებად ერთი და იგივე მნიშვნელობის მქონე რელიგიათა ტრანსცენდენტური ერთიანობა:
მთავარია საკუთარ თავში ღვთაებრივის განცდა!
არსებითად ეზოტერიზმი ადამიანში ავსებს სიმბოლური განზომილების ნაკლს. და ეს მართლაც აუცილებელია. დასავლურმა რელიგიებმა დიდი ადგილი დაუთმეს ლოღიკურ აზროვნებას და დოგმას მაშინ როდესაც ეზოტერიზმი სთავაზობდა სიმბოლოებს და მისტიკას. აიღეთ XVI საუკუნე და პროტესტანტული რეფორმა მითიური აზროვნების მისეული კრიტიკით. კათოლიკობის პასუხი-კონტრ-რეფორმა-არის კატეხიზმოს შემოღება, ე.ი. შემოღება იმის განსაზღვრებებისა თუ რისი უნდა გვწამდეს. ესაა თეოლოგიური ბოქლომის დადება რაც აღარ უტოვებს ადგილს საიდუმლოს, გამოცდილებას, ექსპერიმენტს, წარმოსახვას მაგრამ მიზნად ისახავს ყველაფრის ახსნას წმინდა თომა აქვინელის სქოლასტიკაზე დაყრდნობით. დღესაც არა ვართ გამოსული კატეხიზმოს რელიგიიდან. ამ პირობებში არაა გასაკვირი ის რომ ზოგი მორწმუნე მიდის სიმბოლიზმის წამახალისებელი ეზოტერიზმისკენ.
დღეს ფართო საზოგადოება გატაცებულია ეზოტერიზმისგან თემების მსესხებელი მხატვრული ლიტერატურით. ამის მაგალითია პაულო კოელიოს თხზულება “ალქიმიკოსი”. მან წინ წამოსწია სამყაროს სულის კონცეფცია. იგივე ითქმის დენ ბრაუნის “და ვინჩი კოდექსზე” რომელიც ნავარდობს საკრალური ქალურობის და საიდუმლო საზოგადოებათა თემებზე.
ამის გვერდით არის « ახალი ხანიდან » მეტ-ნაკლებად გამოსულ პატარა ინიციაციურ ჯგუფთა სიმრავლე. ზოგი მათგანი უვნებელია და უსამართლოდ ეჭვმიტანილი იმიტომ რომ ისინი არ არიან დაკავშირებულნი რომელიმე დიდ რელიგიასთან. მაგრამ სხვები გადახრებმა შეიძლება მკვლელთა ჯგუფებად აქციონ როგორც ეს დაემართა ნეოტამპლიერთა საიდუმლო საზოგადოება “მზიური ტაძრის სექტას”. ეს გამონაკლისია, მაგრამ მუდმივი სიფხიზლეა საჭირო ვინაიდან ფრთხილი დიდი ტრადიციების გარეთ განვითარებულ ეზოტერიზმს შეუძლია ღრმა და სიახლეთა მომტანი აზრების გვერდით გიჟური ინტერპრეტაციების და სექტანტური გადახრების გაჩენა. ამიტომაა რომ ინტელექტუალები ეჭვით უყურებენ ეზოტერიზმს.
ამავე დროს გაცილებით ნაკლებად სახელგატეხილია რელიგიათა ეზოტერული ხასიათი-სუფიზმი,კაბალა,მისტიკა, იმიტომ რომ ის ეხება ერთგვარ “ელიტას” რომელიც თითქოს უფრო უნდა იყოს დაინტერესებული რელიგიაში არსებული ყველაზე შინაგანით და ყველაზე სულიერით.
2
დიონისე |
ეგვიპტოლოგი, ჟურნალისტი და ესეისტი ფლორანს ქვენტა
ანტიკური ხანის მისტერიების კულტები:
წარმართობის გაქრობასთან ერთად გამქრალი ელევსისის,დიონისეს, დიდი დედის, იზისის და მითრას მისტერიები, ინიციაციის ესრიტუალები ადამიანს სთავაზობენ თვალისმომჭრელ შეხვედრას ღვთაებრივთან, საიქიოში მარადიული ბედნიერების დაპირებას (მითრაიზმი საქართველოშიც იყო დიდად გავრცელებული, მთარგმნელი).
«სალოცავიდან, წმიდათა წმიდადან გამოსვლის შემდეგ მე გავხდი უცხო ჩემი თავისთვის », ელევსისის მისტერია-საიდუმლოებებში განდობილის ეს სიტყვები გამოხატავდნენ ა,ტიკურ ხანაში გაჩენილი და წარმართობის გაქრობასთან ერთად გამქრალი ამ განსაკუთრებული ცერემონიების დროს მომხდარ შინაგან გარდაქმნას.
«მისტერიები იყო ნებაყოფლობითი, პერსონალური და საიდუმლო ინიციაციის რიტუალები რომელთა მიზანიც იყო ცნობიერების შეცვლა საკრალურის, წმინდას განცდით», აზუსტებს ანტიკური ხანის რელიგიების სპეციალისტი ვალტერ ბურკერტი.
ანტიკურ ხანაში მისტერიებში მონაწილეობენ მხოლოდ პირადი გადაწყვეტილებით. სხვა ტრადიციების საწინააღმდეგოდ ამ დემარშს სავალდებულოდ არ ხდის ინდივიდის არც ტომობრივი და არც ოჯახური წარმომავლობა.
ბერძნულად მოლაპარაკე ნებისმიერ ადამიანს, მამაკაცს, ქალს, უცხოელს, მონას თუ თავისუფალს შეუძლია ინიციაცია იმ პირობით რომ მისტმა ანუ მისტერიების ადეპტმა არ უნდა გაამხილოს ამ საიდუმლო რიტუალების მსვლელობა.
ამ ინიციაციით მისტი მიზნად ისახავს ღვთაებასთან «უშუალო»კონტაქტს რომელიც მას მიიყვანს ხსნის იმ ფორმამდე რომელიც არაა ეგზოტერულ რელიგიაში.
ასე ხდება რომ ფატუმის, ბედის გამგებელი იზისი მისი მისტერიების მონაწილეს მფარველობს და,მეტიც, აძლევს ახალ დაბადებას და მარადიულ სიცოცხლე. ასეთივე დემეტრეს და დიონისოს დამოკიდებულება მათი მისტერიების მონაწილეების მიმართ:
«ზედიზედ კვდები და იბადები », იკითხება დიონისური კულტის გარდაცვლილ მონაწილეზე დადებულ ოქროს ნივთზე? «და მიწის ქვეშ შენე გელის ზეიმი რომელსაც სხვა ნეტარები ზეიმობენ».
მისტერიაში ინიციაცია, განდობა ანთავისუფლებს ადამიანს ტანჯვისაგან, მაგრამ არაინიციირებულები საიქიოში, ჰადესში ასრულებენ უაზრო სამუშაოებს, მაგალითად საცერით მიაქვთ წყალი ქვევრამდე რომელიც მათ გაურბით.
ანტიკურ ხანაში არსებობს მისტერიების მქონე მრავალი კულტი რომლებიც უწყვეტი ტრადიციის წყალობით ინარჩუნებენ გარკვეულ მეობას. ხუთი მთავარი მათგანი კარგად აჩვენებენ მათ განსხვევებებს და მათ განსაკუთრენულ ხასიათს.
იზისის, დიდი დედის თუ მითრას მისტერიული კულტები რეალურად იფურჩქნებიან II-IV საუკუნეებში, მაშინ როდესაც ორი ქალღმერთისადმი, დემეტრესა და მისი ქალიშვილი კორასადმი (პერსეფონასადმი) მიძღვნილი მისტერიები უწყვეტად პოპულარულები არიან საბერძნეთში ძვ.წ. VI საუკუნიდან.
მითის თანახმად პურეულის ქალღმერთი დემეტრე მიდის ჰადესის, საიქიოს ღმერთის მიერ გატაცებული მისი ქალიშვილი კორას საძებრად. ის ზევსს გამოსთხოვს იმის უფლებას რომ მისი ქალიშვილი მასთან ერთად ელევსისში იყო წლის 2/3-ის მანძილზე. ყოველ შემოდგომაზე ელევსისში ჩადიან ათენელები და ყველა მხრიდან მიმავალი მლოცველები. ეს მისტერიები იძენენ პანელინურ, საერთოელინურ ხასიათს. იმართება პროცესიები და ღამის ცერემონია იმ ადგილას რომელიც იტევს ათასობით ინიციირებულს.
იქ უდიდეს საიდუმლოში ქურუმი ინიციირებულებს აჩვენებს ქალღმერთთან დაკავშირებულ სიწმინდეებს. ქალღმერთი მისტებს აძლევს ორ ძღვენს: ხორბალს და საიქიოში იმედების მომცემ სახელგანთქმულ “საიდუმლოებებს”.
დამცირება და საბოლოო ნეტარება:
ღვინისა და ექსტაზის ღმერთ დიონისეს კი თაყვანს სცემენ ყველგან სადაც ანტიკურ სამყაროში ჩანს ბაკხიური მისტერიები, შავი ზღვიდან ეგვიპტემდე და მცირე აზიიდან სამხრეთ იტალიამდე. ისინიც პირდებიან ინიციირებულს მარადიულ ბედნიერებას საიქიოში. პომპეის « მისტერიების ვილას » იდუმალი სცენები აჩვენებს ამ მისტერიების დროს ჩატარებული რიტუალის ნაწილს ; სატირებს უკავიათ თასი ( მინიშნება ღვინოზე) და ნიღაბი, ახალგაზრდა ქალი საფარველს ხდის ფალოსს, შემდეგ მოდის შოლტით ცემა და ექსტატიური ცეკვა, რაც არის დამცირების ნიშანი და შემდეგ საბოლოო ნეტარება ( პომპეი მოსპო ვულკანმა).
ჰორუსის თვალი |
ეგვიპტური რელიგიის არქეტიპულ წყვილ იზისს და ოსირისს განსაკუთრებულად დიდხანს სცემდენენ
თაყვანს. არქაული ხანიდან ბერძნები მათ აიგივებდნენ დემეტრესთან და დიონისესთან, დაემატა სინკრეტული სარაპისი რომელიც შექმნეს ეგვიპტური ღმერთი აპისისა და ზევსისი, ასკლეპიოსის და ჰადესის ძალთა შერწყმით.
ამ რიტუალური მიზანცენების ცენტრში იმეორებენ სეტის მიერ მისი ძმა ოზირისის მკვლელობას, მისი სხეულის დაფლეთას, იზისის მიერ მის ძიებას, მის აღდგომას, შემდეგ კი მათი შვილი ჰორუსის («მამისთვის შურისმაძიევლის») ბრძოლებს.
თავის ადეპტებს მარადიულ ბედნიერებას პირდება დაუმარცხებელ მზესთან გაიგივებული ძალიან ძველი ირანული ღვთაება მითრაც. მის მისტერიებში მხოლოდ მამაკაცებს აქვთ მიწისქვეშა კრიპტებში ჩასვლის უფლება. ეს კრიპტები განასახიერებენ სამყაროს, კოსმოსს. იქ ეწყობა შვიდსაფეხურიანი ინიციაციის რიტუალები რომელთაც წარმართავს 7 პლანეტა.სხვა მისტერიებში არარსებული ასტროლოგია მითრაისტულ მისტერიებში ასრულებს «ეზოტერული ფილოსოფიის» როლს.
შეგრძნება და განცდა:
ზოგი ინიციაცია იწვევს ადეპტის საბოლოო გარდაქმნას, მაგრამ მათ საწინააღმდეგოდ ანტიკური მისტერიები შეიძლება გამეორდეს. ასე მაგალითად ტავრობოლიუმი მეორდება ოცი წლის შემდეგ. მსხვერპლად შეწირული ხარის სისხლმა თავისი სასიცოცხლო ენერგიით უნდა ისევ აღადგინოს მისტი და დაიცვას ის ყველა ჭირისგან.
ეს რიტუალები ზოგჯერ ასრულებენ თერაპიულ როლს, მათი მეშვეობით კურნავენ ყველანაირ ფსიქოსომატურ უწესრიგობებს : ღამის ამ რიტუალების მიერ გაჩენილი ძლიერი ემოცია ავლენს და ანთავისუფლებს ძველ, ადრე დათრგუნულ განცდებს.
«ამ რიტუალების მიმდევარები, წერს არისტოტელე ამ სამკურნალო კათარზისული მისტერიების შესახებ, განიცდიან სიხარულთან შერეულ შემსუბუქებას, ნუგეშისცემას».
განსაკუთრებულის ეს განცდა ჩვენ გვაფიქრებინებენ სახელგანთქმუმ « საიდუმლოზე » რომლის მემკვიდრეებადაც თავს აცხადებენ თანამედროვე ინიციაციური საზოგადოებები. რატომ ვიცით ასე ცოტა ამ მისტერიების შესახებ? იმიტომ რომ ისინი ითვლება გამოუთქმელად, იმად რაც ვერ გამოითქმის სიტყვით. ადეპტის წინაშე გამოდიან «საკრალური სიტყვით» ( «ჰიეროს ლოგოს»), მაგრამ აქცენტი კეთდება განცდაზე, გამოცდაზე.
ნათესაობა ღმერთებთან:
«მისტი ხედავს ხორციელი თვალებით, მას სწადია სულით და სჭვრეტს სამშვინველში», წერს კლიმენტ ალექსანდრიელი II საუკუნეში.
შთაბეჭდილების მოსახდენად მისტერიებში ენად იყენებენ ალეგორიას და მიმართავენ სიმბოლოებს ვინაიდან ძველთა აზრით « ბუნება ვერ იტანს თავისი სიშიშვლის ჩვენებას». იზისის და ოსირისის მისტერიების დროს პროცესიის მონაწილეებს მიჰქონდათ ნილოსის წყლით სავსე ლარნაკი. ქალღმერთი გაიგივებული იყო ბუნების გამანაყოფიერებელ ძალასთან. ოსირისი კი მცენარეულ აღორძინებასთან.
პლატონი |
გამოცდები და სულიერი აღორძინება:
მისტერიებში ინიციაცია მონაწილეთა უმრავლესობას უნდა განეცადა ღვთაებრივთან შთამბეჭდავი შეხვედრით გამოწვეული რეალური შინაგანი გარდაქმნის განცდა.
მისტერიები მათი ფორმითაც კი შეგნებულად ახდენენ ადეპტის დესტაბილიზაციას რათა ის შევიდეს სულიერი აღდგენის პროცესში.
პლუტარქე ლაპარაკობს ელევსისში განცდილზე როგორც « ხეტიალზე, შემაძრწუნებელ უმიზნო მსვლელობებზე სიბნელეში, შემდეგ, დასასრულამდე კი ყველანაირ შემაძრწუნებელ შიშზე, ცახცახზე, ცივ ოფლზე და შფოთზე და ბოლოს საოცარ სინათლეზე, ხმებზე, ცეკვაზე, საკრალურ საგალობლებზე, ინიციირებული, განდობილი, უმატებს, ის თავისუფალი ხდება და შეიძლება გამოცხადდეს ნეტარი მდგომარეობა, მაკარისმოს, იმათთვის ვინც შუაღამისას ნახეს გაბრწყინებული მზე ».
როგორც ამბობს მირჩა ელიადე თავის ნაშრომში « მითები, ზმანებები და მისტერიები » ყველა ჭეშმარიტ მისტერიაში «ჩვენ ვკლავთ ჩვენს პროფანულ, უმეცარ, უკვე ნახმარ არსებობას რათა ჩავერთოთ უმწიკვლო, ღია, დროის მიერ დაუბინძურებელ არსებობაში».
აპულეუსი და საგანთა საიდუმლო:
რომაელი აპულეუსი, II საუკუნის ბრწყინვალე და ღრმად ორიგინალური სული «საგანთა საიდუმლოთა» აღმოსაჩენად ინიციირებული იქნა და მონაწილეობას იღებდა მისი ხანის მისტერიათა უმრავლესობაში. Eეს გამოცდილება გადმოცემულია მის მათვარ თხზულებაში « მეტამორფოზები ანუ ოქროს ვირი ».
იქ მაგიით მეტისმეტად გატაცებული ვინმე ლუციუსი გადაიქცა ოქროს ვირად. მრავალი თავგადასვლის შემდეგ ახალგაზრდა კაცმა თავისი სახე დაიბრუნა მხოლოდ იზისის სასწაულებრივი ჩარევის შედეგად.
აპულეუსი არის ეგვიპტელთა საყვარელი ქალღმერთის მისტერიების ძვირფასი მოწმე:
«მე მივუახლოვდი სიკვდილის საზღვრებს, მე ფეხი დავადგი პროზერპინას (ჯოჯოხეთის ქალღმერთის) ზღურბლს მე გავიარე ყველა ელემენტი. და დავბრუნდი, უბნელეს ღამეში მე ვნახე მზის უძლიერესი ელვარება მე ვნახე ზეცის და ჯოჯოხეთის ღმერთების პირისპირ დგომა და სულ ახლოდან ვეცი თაყვანი მათ » ( პულეუსი, მეტამორფოზები, XI,23,6-8).
3: გნოზისი, მხსნელი ცოდნა
გნოსტიკოსი ცდილობს მიწიური ტყვეობიდან ზეციურ სამშობლოში გახედვას!
II საუკუნის ალექსანდრიაში მცხოვრები გნოსტიკოსი ბასილიდის აზრით ადამიანის მხსნელი და მისთვის მისი ღვთაებრივი საწყისის მაჩვენებელი ცოდნის მიღება შეუძლია მსოლოდ ერთ კაცს ათასიდან და ორ კაცს ორი ათასიდან.
ნაგ ჰამადის ( ეგვიპტე) კოპტური ხელნაწერი «ალოგენი» (ბერძნულად ეს სიტყვა ნიშნავს უცხოელს) გადმოსცემს სიტყვებს რომლებსაც ანგელოზი ეუბნება ინიციირებულს მისი ზეციური ამაღლებისას :
«იოუელმა მითხრა: არავის არ ძალუძს ამ სიტყვების გაგება, ო ალოგენო, თუ კი ისინი თვითონ არ არიან დიდი ძალები. ნყველაფრის მამამ, მარადიულმა, შენ დიდი ძალა მოგცა აქ შენს გამოჩენამდე იმისთვის რომ გაარჩიო ის რაც ძნელი გასარჩევია და იცოდე ის რაც ვერ ეცოდინება სიმრავლეს».
ესეთი მაგალითები კარგად გვიჩვენებენ რომ გნოსტიკური რელიგია არაა ყველასთვის. ის განკუთვნილია სოფლისგან განმდგარი და მომთხოვნ, საკუთარი მეობის სიღრმეში ჩამყვან სულიერ ძიებაში ჩართული ადამიანებისთვის. ესაა როგორც საწისების ისე ხვედრის ძიება როგორც ამაზე მოწმობს II საუკუნის გნოსტიკოსი მოაზროვნე თეოდოტის მიერ გადმოცემული თითქმის რიტუალური კითხვარი: «ვინ ვიყავით? რად ვიქეცით? სად ჩაგვყარე? რა მიზნისკენ მივიჩქარით? საიდან გამოგვისყიდიან?”.
ღმერთთან მუდმივი ურთიერთობის მარტოობაში გნოსტიკოსი (ბერძნულად «ის ვინც იცის») პოულობს პასუხებს თავის კითხვებზე: საწყისებზე, ისაა ღმერთის ნაწილი, სულიერი, წმინდა ცოდნით გასხივოსნებული არსი. ამქვეყნად დაცემულს მას სხეული მისცა უფრო დაბალი ხარისხის ღმერთმა რომელსაც უნდა ღვთაებრივი სულის მისი წილი. და ბოლოს ის მიისწრაფის ზეციური სამშობლოსკენ სადაც დასრულდება მისი ლტოლვილობა. უმეცრების მძიმე ტვირთის მოშორების შემდეგ საწყისი და დასასრული ერთია. განმარტოებაში შესრულებული ეს აქტი იმეორებს იმას რაც იესოს უნდა ესწავლებინა ზოგი რჩეული მოწაფისთვის მათი ცალკე გაყვანისას რათა მათთვის გაემხილებინა საიდუმლოებები რაც არ უნდა გაეგოთ სხვებს.
საიდუმლო და დევნა:
გნოსტიკური ტექსტების თანახმად აღმდგარ იესოს ფარული სიტყვები უნდა ეთქვა მისთვის სულოერად ყველაზე ახლო ადამიანებისთვის. ამ სიტყვებმა საიდუმლო ტრადიციით მოციქულთა და დიდი ეკლესიის გზისგან განსხვავებული გზებით მიაღწიეს გნოსტიკოს მოძღვრებამდე. ეს საიდუმლო სიტყვებია გნოსტიკური ტექსტების-სახარებების, დიალოგების,წერილების,მითიური ტექსტების,ცაში ამაღლების მოთხრობების შინაარსი. ამ ტექსტების ავტორები ყველაზე ხშირად ანონიმები არიან,ისინი დაიმალნენ იმ ავტორიტეტის უკან ვისაც მიაწერეს თავისი ნაწერი, თომას, ფილიპეს,იაკობის,მარიამ მაგდალელის უკან. ეს ანონიმურობა სრულყოფილად ასახავს ამ ტექსტების ეზოტერულ ხასიათს. ტექსტის ავტორის სახელის ღიად გამოცხადებით დევნისა და ჩაგვრის პერიოდში ავტორს და მის თანამოაზრეებს შეიძლება რამე დაუშავდეს.
გნოსტიკოსი ავტორები არ ლაპარაკობენ მხოლოდ იესოს სულიერ საუბრებზე თავის მოწაფეებთან. Gამოცხადების მატარებელი შეიძლება იყოს მითიური პერსონაჟიც. ასეთია ბრონტე (მეხი, ქუხილი, ბერძნულად), ნაგ ჰამადის VI კოდექსის ამავე სახელის ტრაქტატის გმირი. ქალური ერთეული და სიბრძნის ფიგურა. ის იხსნება გრძელ ლექსში, ეხება იზისის სათნოებას, ბუნებას და მისი წვდომის საშუალებებს. ისაა სრულყოფილი ინტელექტი, მისი ძიების ცოდნა (ვინაიდან თვითონ ისაა მისი ძიების განსრულება, ერთდროულად დასაწყისი და ბოლო) და აღმოჩენა მისი მაძიებლებისთვის. ასეთივეა სამმაგი ფორმის პირველი აზრის, ნაგ ჰამადის XIII კოდექსის პროტაგონისტის შემთხვევა.
ურყევი თაობა:
იქ სადაც ტრაქტატის სათაური შენარჩუნებულია აქცენტი გაკეთებულია საიდუმლოზე და ტექსტის შინაარსის საიდუმლოდ შენახვის აუცილებლობაზე. მთავარი სიტყვაა « აპოკრიფი » ფარულის, საიდუმლოს მნიშვნელობით. ეს ბერძნული სიტყვა აქ არ ნიშნავს « არანამდვილს » რომელსაც ეკლესიის მამები იყენებენ გნოსტიკურ თხზულებათა დისკრედიტაციისთვის. ამ ცნებას ვხედავთ ნაგ ჰამადის ტექსტების ზოგ სათაურში: «იოანეს აპოკრიფი» რაც შეიძლება ითარგმნოს როგორც იოანეს საიდუმლოთა წიგნი ; «ან« იაკობის აპოკრიფული წერილი» საიდუმლო, ინიციირებულებისთვის ანუ განდობილებისთვის განკუთვნილი წერილი.
ეს სათაურები ავლენენ ტრაქტატის შინაარსს : გამოცხადებები ზეციურ სამყაროზე, მაგრამ აგრეთვე კოსმოსის ნეგატიურობაზე, ან კიდევ,როგორც ესაა « იოანეს აპოკრიფში », ადამის სხეულის წყობაზე სიმბოლური რიცხვით 365 და მათი ფარული შესაბამისობებით დემონურ არსებებთან_ თხრობა რაც ნაწერის თანახმად აღებული უნდა იყოს იდუმალი « ზოროასტრეს წიგნიდან ».
იაკობის ფარული წერილის ავტორმა ტექსტი დაწერა ებრაული ასოებით რათა კიდევ უფრო გაერთულებინა მისი გაგება და და ასევე თქვა რომ იესო არ უმხელდა თავის ჭეშმარიტებებს ყველა მის მოწაფეს.
ზოგ ასეთ ტექსტში არის მუქარით სავსე გაფრთხილება მათი უნებური,მოულოდნელი გავრცელების წინააღმდეგ და შეახსენებენ დაცვის ზომებს. ტრაქტატი « ალოგენის » ბოლოს ანგელოზი ეუბნება ინიციირებულს :
«ჩაიწერე რასაც გეტყვი და გაგიმეორებ იმათთვის ვისაც შენ ღირსად ჩათვლი ; და დადე ეს წიგნი მთაზე მცველის მოხმობით « მოდი თავზარდამცემო!»
»ოგდოადაში » და « ენეადაში », ნაგ ჰამადის VI კოდექსის ჰერმეტული გნოზისის ტექსტში ავტორი მიმართავს ეგვიპტეს და ისე იძლევა რეკომენდაციებს ტექსტის დასაცავად: «წიგნი უნდა დაიწეროს იეროგლიფებით ფირუზისფერ სტელებზე ; მას დაიცავს თვითონ სული და დააყენე გომბეშოების და კატების სახეების მქონე მცველები. მეტიც, ამ წიგნზე დაიწერება წყევლა რათა ღმერთის საიდუმლო სახელი არ გამოიყენოს უზნეო ხალხმა».
«იოანეს აპოკრიფონში » გადმოცემულია ის რაც იესომ ზეპირად უთხრა იოანეს: «ეს გამოცხადებები გადაეცი იმათ ვისაც აქვთ იოანეს სულიერი ბუნების მსგავსი სულიერი ბუნება და ეკუთვნიან ურყევ თაობას და წინასწარ შევაჩვენებთ იმათ ვინც ამ წიგნს გასცვლიან საჩუქარში თუ საჭმელ-სასმელში».
ზეციური სასახლის ზღურბლზე:
გნოსტიკური ეზოტერიზმის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ასპექტია ტრანსცენდენტური ღმერთის ხილვის საკითხი. ინიციირებულს შეუძლია მისთვის თვალის შევლება ხილვით ზეციური მოგზაურობის დროს. გნოსტიკოსთა ყველაზე ფარული მოძღვრების გულშია ღვთაებრივი სასახლე და დღე და ღამე მგალობელი ანგელოზების ეზო. ინიციირებული ექსტაზში მოჰყავთ და ის მიჰყავთ ზეციური სასახლის ზღურბლამდე ანგელოზთა სახელების ცოდნას (ეს სახელები ატარებენ ღვთაებრივ სახელს, ტეტრაგრამას) და მათ წარმოთქმას ოკულტური ტექნიკების შესაბამისად. ზოგ ტექსტში დიაგრამები და ნახატები წარმოადგენენ ხმოვან ასოებს, თან ახლავენ გამოცხადებებს და როგორც ჩანს აიოლებენ გაგებას.
შემოიფარგლება თუ არა საიდუმლო მხოლოდ ნათქვამით ? ხანდახან ჩნდება კითხვა ნამდვილად ასრულებდნენ თუ არა გნოსტიკურ ტექსტებში ნახსენებ რიტუალებს თუ მათ აქვთ მხოლოდ სიმბოლური მნიშვნელობა?
გნოსტიკოსთა ზოგ წრეში ალბათ ატარებენ რიტუალებს მომაკვდავებისთვის რათა მათ გაუადვილდეთ კოსმოსის საზღვრების გავლა (საზღვრებს იცავენ მტრულად განწყობილი მესაზღვრეები. იმეორებდნენ გნოსტიკოსისთვის ცნობილ ფორმულებს რომლებიც ეხება მის საწისებს:
«მე ვარ წინაარსებული ღმერთის შვილი და მე ვბრუნდები იქ საიდანაც მოვედი » მარკოზ მოგვის რიტუალის თანახმად ეხმარებიან მომაკვდავს ზეციურ სასუფეველში მოხვედრაში.
სხვა რიტუალები ალბათ რჩებიან სიმბოლოს დონეზე: ალბათ ასეა სულის და ხორცის ერთ მთლიანობად გამაერთიანებელი ქორწინების რიტუალის შემთხვევაში: «შენ ხარ მე და მე ვარ შენ და ვარ იქ სადაც შენ ხარ»(ევას სახარება).
მუდამ იყო თუ არა გნოზისი ეზოტერული ? მუდამ არის პროზელიტიზმის ცდუნება და მცირერიცხოვანი ადეპტებისთვის განკუთვნილი ეზოტერული განცდა. ჩვენამდე მოღწეული ტექსტების კითხვა გვიჩვენებს რომ ზოგი უფრო დიდაქტიკური ტექსტი გადმოსცემს გნოზისის მთავარ ხაზებს ნეოფიტის დამაბნეველი რთული მითების მოხმობის გარეშე. ანტიკური ხანის დასასრულის კულტურულ სცენაზე დასარჩენად გნოზისი იძულებული იყო ოდნავ გასცდენოდა დახურულ წრეს.
_______________________________________
ძველი გნოზისი ანუ გნოსტიციზმი ჩანს ა.წ.II-III საუკუნეებში. მისი სახელგანთქმული მოაზროვნეები არიან სამარიტელები, ეგვიპტელები, სირიელები თუ მცირეაზიელები.
მათი ძალიან სინკრეტისტული აზრი წინ წამოსწევს ცოდნას.
გნოსტიციზმის თანახმად ადამიანში არის შეუცნობელისაგან მომავალი ღვთაებრივი ნაპერწკალი, მაგრამ ადამიანი ამქვეყნად არის დილეგში ჩაგდებული ტყვესავით და ის ნაპერწკალი ჩამქრალია. სამყარო, წუთისოფელი არის დაბალი საფეხურის ღმერთის, დემიურგის მიერ შექმნილი ციხე. ამ დემიურგმა ადამიანს მიუსაჯა უმეცრება და საკუთარი მეობის დავიწყება და ადამიანი შებოჭა ხორციელი, ფიზიკური არსებობის ხუნდებითა და ბორკილებით. მიუხედავად ამისა ზოგ ადამიანს ძალუძს გამოცხადებით მათი შინაგანი სინათლის გაცოცხლება და ზეციურ სამშობლოში დაბრუნება : სწორედ ესაა გნოზისი.
მწვალებლობის ბრალდება:
გნოზისი თავიდან ცნობილი გახდა მხოლოდ მისი მოწინააღმდეგეების ნაწერებიდან. ეკლესიის მამები (II-IV სს.) წერენ პოლემიკურ ნაწარმოებებს გნოზისის მთავარი მიმდინარეობებისა და მოძღვართა წინააღმდეგ და მათ ბრალად სდებენ მწვალებლობას.
აი რას უარყოფენ ეკლესიის მამები გნოსტიციმში : გნოსტიკოსების მტკიცებით სამყარო შექმნილია დაბალ საფეხურზე მდგომი და ხშირად ბიბლიის ღმერთთან გაიგივებული დემიურგის მიერ ; ქრისტე არის მხოლოდ ღვთაებრივი ბუნების წინაარსებული არსება ; ტრანსცენდენტური ღმერთის მიერ გამოგზავნილი ქრისტე მოვიდა არა ცოდვილი ადამიანის გამოსასყიდად არამედ მისთვის ცოდნის გასამჟღავნებლად.
გნოსტიკოსების წინააღმდეგ ამხედრდა ზოგი წარმართი ფილოსოფოსიც, მათ შორის პორფირი და პლოტინი III საუკუნეში.
გნოსტიკოსების დიდი ლიტერატურული მემკვიდრეობა თითქმის მთლიანად დაიკარგა. მიუხედავად ამისა გნოსტიკოსთა ხმას გვაგონებს ზოგი IV საუკუნეში ბერძნულიდან კოპტურად თარგმნილი ტექსტი. უმდიდრესი აღმოჩენაა ნაგ ჰამადის 52 ტრაქტატის აღმოჩენა ზემო ეგვიპტეში 1945 წელს.
4: ნეოპლატონიზმი და ნეოპითაგორიზმი
“...ამქვეყნიური
სიყვარულის ობიექტი მხოლოდ არამდგრადი ანარეკლია იმიტომ რომ არაა ლაპარაკი
არც იმაზე რაც გვიყვარს სინამდვილეში და არც იმაზე რასაც ვეძებთ.
ნამდვილი სატრფო მაღლაა. მასთან შერწყმა შესაძლებელია მასში მონაწილეობით
და მისი დაუფლებით და არა მხოლოდ ხორციელი ხელების მოხვევით” (ნაწყვეტი პლოტინის (III ს.) ენეადებიდან, VI,9,9,40).
დაბრუნება პრინციპთან:
პლოტინი და პორფირი, იამბლიქი და პროკლუსი:
ანტიკური ხანის ეს მოაზროვნეები ქადაგებენ ხილული, მატერიალური სამყაროს დაძლევის, მისი საზღვრების გადალახვის აუცილებლობას სამყაროს, გულის, გონების საწვდომად და ბოლოს ერთთან ერთიანობის მისაღწევად.
“ჭეშმარიტი სატრფო”:
“... ამქვეყნიური სიყვარულის ობიექტი მხოლოდ არამდგრადი ანარეკლია იმიტომ რომ არაა ლაპარაკი არც იმაზე რაც გვიყვარს სინამდვილეში და არც იმაზე რასაც ვეძებთ
ნამდვილი სატრფო მაღლაა. მასთანაა შესაძლებელი შერწყმა მასში მონაწილეობით და მისი დაუფლებით და არა მხოლოდ ხორციელი ხელების მოხვევით” (ნაწყვეტი პლოტინის (III ს.) ენეადებიდან, VI,9,9,40).
იმის სათქმელად რომ ნეოპლატონიზმს და ეზოტერიზმს შეუძლიათ თანაარსებობა ერთმანეთისგან უნდა განვასხვავოთ მისტიკა და ეზოტერიზმი.
საქმე იმაშია რომ ეზოტერიზმი არ აუფასურებს მატერიალურ სამყაროს იმიტომ რომ მასში ხედავს ნიშანთა ერთობლიობას, უხილავ ენერგიებს, წიგნს თუ სარკეს რომელიც ირეკლავს სხვაგან მყოფ ხატებს.
ნეოპლატონიზმმა მხარი დაუჭირა ამ კონცეფციას და მრავალმა ნაშრომმა აჩვენა კოსმოსში, სამყაროში ცოცხალი სულიერი არსების დამნახავი ფილოსოფიების ნეოპლატონური ფესვები. ეს ფილოსოფიები მოდის ჰუმანისტური რენესანსიდან ( პიკო დელა მირანდოლა) თანამედროვე ეკოფსიქოლოგიამდე (ჯეიმს ჰილმანი) ნატურფილოსოფიის (გოეთე) გავლით.
“მისტიკური ფილოსოფია”:
ფილოსოფიურად ნეოპლატონიზმი დიდად მრავალფეროვანია. და ეზოტერიზმი არის მისი ერთ-ერთი პოტენცია. ის ნამდვილად ჩნდება იამბლიქის სირიულ სკოლასთან ერთად.
პლოტინთან და პორფირთან ერთად ფილოსოფია გადაიქცა “მისტიკურ ფსიქოლოგიად”:
ერთის ძიების არსია პლატონის ნაშრომთა გააზრება,სათნო და ღირსეული ცხოვრება, სულის ასკეზა.
პლოტინის პრინციპია დაბრუნება (“მოქცევა”) პრინციპთან. არადა ეს დაბრუნება მოითხოვს ხილული, მატერიალური სამყაროს დაძლევას, მისი საზღვრების გადალახვას სამყაროს სულის,გონების და შემდეგ ერთის საწვდომად.
ერთის, ინტელექტის და სამყაროს სულის ეს ტრიადა მთავარია პლოტინის და მისი მიმდევრების კონცეფციაში. « ენადები » სავსეა ყურადღებით ხილული სამყაროს მიმართ, მაგრამ ნეოპლატონიზმი უფრო კოსმიურ გაქანებას მიიღებს იამბლიქთან ერთად.
ნეოპლატონიზმში ეზოტერიზმის გამოჩენა შეესაბამება პლატონის ავტორიტეტიდან პითაგორას ავტორიტეტზე გადასვლას. უკვე დიდი ხანია რაც ფილოსოფიები ცდილობენ პითაგორას და პლატონის შერიგებას პითაგორას « რიცხვების » პლატონის « იდეებთან » გაიგივებით და სულის და მათემატიკის კავშირის დამყარებით. მაგრამ იამბლიქთან ერთად თვითონ ნეოპლატონიზმი ერწყმის იმას რასაც ჩვეულებრივ უწოდებენ ნეოპითაგორიზმს და რომლის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა პირველ საუკუნეში არის აპოლონიოს ტიანელი.
დიალოგი ღვთაებრივთან:
სინამდვილეში ჩვენი ნეოპლატონიკოსების ნეოპითაგორიზმი თვითონ არის პითაგორიზმის, პლატონიზმის და ჰერმეტიზმის ერთგვარი ნაზავი. ჩვენ ვერ უგულვებელყოფთ ჰერმეს ტრისმეგისტის და მისი « «კორპუსის » მნიშვნელობას მათი ეზოტერიზმის შემუშავებაში.
ასე ამართლებენ სირიული სკოლის მიჩნევას ნეოპითაგორულ სკოლად. მეტიც, იამბლიქმა შეკრიბა თავისი ნაწერების ნაწილი და მათ დაარქვა “პითაგორული დოქტრინების კოლექცია” ( ის მოიცავდა პითაგორას ცხოვრებასაც).
იამბლიქისა და მისი მიმდევრების ცხოვრების და მოღვაწეობის მეორე განზომილებაა “თეურგია”. ისიც ლაპარაკობს ნეოპლატონიზმის ეზოტერიზმზე.
პლოტინის საწინააღმდეგოდ იამბლიქი და პროკლე (412-486) ამბობენ რომ თვითონ ადამიანს არა აქვს ერთთან კავშირის დამყარებისთვის აუცილებელი საკუთარი ძალა. გარდაუვალია “პლოტინური განწმენდა”, თუ კი გავიმეორებთ ჟან ტრუიას მშვენიერ ფორმულას.
ადამიანებს პრინციპის მისაღწევად სჭირდებათ ღმერთები და თეურგია არის ერთობლიობა საშუალებებისა რომელიც იძლევა ამ მიზნით ღვთაებრივ არსებთან დიალოგის გამართვის საშუალებას. ეს საშუალებებია ლოცვა,მედიტაციები, ღმერთებისთვის მიტანილი ძღვენი,რიტუალები,მარხვა.
ნეოპლატონური ეზოტერიზმი სამყაროს და ღვთაებრივის ცოდნის გასაღებების პოვნას აგრეთვე ცდილობს ისეთ აშკარად ეზოტერული ხასიათის ტექსტებში როგორებიცაა სახელგანთქმული “ქალდეური მისნობები” რომლებიც ითვლება თვითონ პლატონიც სულის ნამდვილ გაცხადებად ( 170 წლისთვის დაწერილი ამ თხზულების ავტორად ითვლება იულიანე თეურგი).
სინამდვილის ფრაგმენტები:
ნეოპლატონური ეზოტერიზმი განადიდებს სამყაროს და განსაკუთრებით პროკლესთან ასახლებს მას უამრავი ღმერთით და ქალღმერთით.
პროკლე ამას გარდა ამბობს რომ ერთი არის სინამდვილის ყოველ ფრაგმენტში. ამას ხელი არ შეუშლია ამ მოძრაობისთვის საკრალურის ერთ-ერთი ყველაზე შესანიშნავი ფილოსოფიის, აპოფატური ანუ ნეგატიური თეოლოგიის განვითარებაში. აპოფატური თაოლოგიის თანახმად ერთზე საბოლოოდ რამის თქმა შეუძლებელია იმიტომ რომ შეუძლებელია მისი ობიექტივაცია. ეზოტერიზმი ასე უერთდება გამოუთქმელის მისტიკას.
პლოტინი და მისი მოწაფეები |
პლოტინი და პორფირი, იამბლიქი და პროკლუსი:
ანტიკური ხანის ეს მოაზროვნეები ქადაგებენ ხილული, მატერიალური სამყაროს დაძლევის, მისი საზღვრების გადალახვის აუცილებლობას სამყაროს, გულის, გონების საწვდომად და ბოლოს ერთთან ერთიანობის მისაღწევად.
“ჭეშმარიტი სატრფო”:
“... ამქვეყნიური სიყვარულის ობიექტი მხოლოდ არამდგრადი ანარეკლია იმიტომ რომ არაა ლაპარაკი არც იმაზე რაც გვიყვარს სინამდვილეში და არც იმაზე რასაც ვეძებთ
ნამდვილი სატრფო მაღლაა. მასთანაა შესაძლებელი შერწყმა მასში მონაწილეობით და მისი დაუფლებით და არა მხოლოდ ხორციელი ხელების მოხვევით” (ნაწყვეტი პლოტინის (III ს.) ენეადებიდან, VI,9,9,40).
იმის სათქმელად რომ ნეოპლატონიზმს და ეზოტერიზმს შეუძლიათ თანაარსებობა ერთმანეთისგან უნდა განვასხვავოთ მისტიკა და ეზოტერიზმი.
საქმე იმაშია რომ ეზოტერიზმი არ აუფასურებს მატერიალურ სამყაროს იმიტომ რომ მასში ხედავს ნიშანთა ერთობლიობას, უხილავ ენერგიებს, წიგნს თუ სარკეს რომელიც ირეკლავს სხვაგან მყოფ ხატებს.
ნეოპლატონიზმმა მხარი დაუჭირა ამ კონცეფციას და მრავალმა ნაშრომმა აჩვენა კოსმოსში, სამყაროში ცოცხალი სულიერი არსების დამნახავი ფილოსოფიების ნეოპლატონური ფესვები. ეს ფილოსოფიები მოდის ჰუმანისტური რენესანსიდან ( პიკო დელა მირანდოლა) თანამედროვე ეკოფსიქოლოგიამდე (ჯეიმს ჰილმანი) ნატურფილოსოფიის (გოეთე) გავლით.
“მისტიკური ფილოსოფია”:
ფილოსოფიურად ნეოპლატონიზმი დიდად მრავალფეროვანია. და ეზოტერიზმი არის მისი ერთ-ერთი პოტენცია. ის ნამდვილად ჩნდება იამბლიქის სირიულ სკოლასთან ერთად.
პლოტინთან და პორფირთან ერთად ფილოსოფია გადაიქცა “მისტიკურ ფსიქოლოგიად”:
ერთის ძიების არსია პლატონის ნაშრომთა გააზრება,სათნო და ღირსეული ცხოვრება, სულის ასკეზა.
პლოტინის პრინციპია დაბრუნება (“მოქცევა”) პრინციპთან. არადა ეს დაბრუნება მოითხოვს ხილული, მატერიალური სამყაროს დაძლევას, მისი საზღვრების გადალახვას სამყაროს სულის,გონების და შემდეგ ერთის საწვდომად.
ერთის, ინტელექტის და სამყაროს სულის ეს ტრიადა მთავარია პლოტინის და მისი მიმდევრების კონცეფციაში. « ენადები » სავსეა ყურადღებით ხილული სამყაროს მიმართ, მაგრამ ნეოპლატონიზმი უფრო კოსმიურ გაქანებას მიიღებს იამბლიქთან ერთად.
ნეოპლატონიზმში ეზოტერიზმის გამოჩენა შეესაბამება პლატონის ავტორიტეტიდან პითაგორას ავტორიტეტზე გადასვლას. უკვე დიდი ხანია რაც ფილოსოფიები ცდილობენ პითაგორას და პლატონის შერიგებას პითაგორას « რიცხვების » პლატონის « იდეებთან » გაიგივებით და სულის და მათემატიკის კავშირის დამყარებით. მაგრამ იამბლიქთან ერთად თვითონ ნეოპლატონიზმი ერწყმის იმას რასაც ჩვეულებრივ უწოდებენ ნეოპითაგორიზმს და რომლის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა პირველ საუკუნეში არის აპოლონიოს ტიანელი.
დიალოგი ღვთაებრივთან:
სინამდვილეში ჩვენი ნეოპლატონიკოსების ნეოპითაგორიზმი თვითონ არის პითაგორიზმის, პლატონიზმის და ჰერმეტიზმის ერთგვარი ნაზავი. ჩვენ ვერ უგულვებელყოფთ ჰერმეს ტრისმეგისტის და მისი « «კორპუსის » მნიშვნელობას მათი ეზოტერიზმის შემუშავებაში.
ასე ამართლებენ სირიული სკოლის მიჩნევას ნეოპითაგორულ სკოლად. მეტიც, იამბლიქმა შეკრიბა თავისი ნაწერების ნაწილი და მათ დაარქვა “პითაგორული დოქტრინების კოლექცია” ( ის მოიცავდა პითაგორას ცხოვრებასაც).
იამბლიქისა და მისი მიმდევრების ცხოვრების და მოღვაწეობის მეორე განზომილებაა “თეურგია”. ისიც ლაპარაკობს ნეოპლატონიზმის ეზოტერიზმზე.
პლოტინის საწინააღმდეგოდ იამბლიქი და პროკლე (412-486) ამბობენ რომ თვითონ ადამიანს არა აქვს ერთთან კავშირის დამყარებისთვის აუცილებელი საკუთარი ძალა. გარდაუვალია “პლოტინური განწმენდა”, თუ კი გავიმეორებთ ჟან ტრუიას მშვენიერ ფორმულას.
ადამიანებს პრინციპის მისაღწევად სჭირდებათ ღმერთები და თეურგია არის ერთობლიობა საშუალებებისა რომელიც იძლევა ამ მიზნით ღვთაებრივ არსებთან დიალოგის გამართვის საშუალებას. ეს საშუალებებია ლოცვა,მედიტაციები, ღმერთებისთვის მიტანილი ძღვენი,რიტუალები,მარხვა.
ნეოპლატონური ეზოტერიზმი სამყაროს და ღვთაებრივის ცოდნის გასაღებების პოვნას აგრეთვე ცდილობს ისეთ აშკარად ეზოტერული ხასიათის ტექსტებში როგორებიცაა სახელგანთქმული “ქალდეური მისნობები” რომლებიც ითვლება თვითონ პლატონიც სულის ნამდვილ გაცხადებად ( 170 წლისთვის დაწერილი ამ თხზულების ავტორად ითვლება იულიანე თეურგი).
სინამდვილის ფრაგმენტები:
ნეოპლატონური ეზოტერიზმი განადიდებს სამყაროს და განსაკუთრებით პროკლესთან ასახლებს მას უამრავი ღმერთით და ქალღმერთით.
პროკლე ამას გარდა ამბობს რომ ერთი არის სინამდვილის ყოველ ფრაგმენტში. ამას ხელი არ შეუშლია ამ მოძრაობისთვის საკრალურის ერთ-ერთი ყველაზე შესანიშნავი ფილოსოფიის, აპოფატური ანუ ნეგატიური თეოლოგიის განვითარებაში. აპოფატური თაოლოგიის თანახმად ერთზე საბოლოოდ რამის თქმა შეუძლებელია იმიტომ რომ შეუძლებელია მისი ობიექტივაცია. ეზოტერიზმი ასე უერთდება გამოუთქმელის მისტიკას.
5 : ებრაული კაბალა, მიღების სიბრძნე :
«ვისაც
სხვა ადამიანი უყვარს უყვარს ღმერთი იმიტომ რომ სხვა ადამიანში არის
ღმერთის ნაწილაკი. ვისაც უყვარს სხვა ადამიანი უყვარს თავისი საკუთარი
სიღრმე » (ვარიაცია ბაალ შემ ტობის თემაზე, მთარგმნელი)
კაბალა, ებრაულად ქაბალაჰ, ნიშნავს «მიღებას». ლაპარაკია
მიღების სიბრძნეზე. ამ ცნებას ხანდახან განმარტავენ როგორც ტრადიციას.
კაბალისტი არის ინც ვინც მიიღო ტრადიცია.
ამ სიტყვას იყენებენ მხოლოდ XIII საუკუნიდან; ის აღნიშნავს დოქტრინას და ინიციაციურ დისციპლინას და არა დოგმას, ებრაულ მისტიკას თუ იუდაურ ეზოთერიზმს.
ამ დრომდე ის აღნიშნავდა ყველაფერს რაც მონაწილეობდა თორას ანუ «დაწერილი კანონის» პარალელად მიჩნეული “ზეპირი კანონის» (თალმუდისა და მიშნას) გადაცემაში.
კაბალა, რომელიც სულაც არაა ებრაული ùმისტიციზმის ერთადერთი გამოხატულება, არის ხანგრძლივი ისტორიული დამწიფების ნაყოფი. მას ბიბლიური ფესვებიც კი უნდა ჰქონდეს. კრიტიკული აზრისათვის ის უნდა ჩამოყალიბებულიყო XII საუკუნეში თუმცა ამავე დროს ეწაფებოდა შორეულ წყაროებს. მისი უძველესი ფენები უნდა თარიღდებოდეს ა.წ. პირველი საუკუნეებით ანბანურ და კოსმოლოგიურ მისტიკურ ტრაქტატ « სეფერ იეზირაჰ-თან («შესაქმის წიგნი») ერთად.
მოგვიანო ნაწერებში ( «ჰეიხალოტებში» ანუ «ზეციურ სასახლეებში») ადეპტი ექსტატიურად აღზევდება და გაივლის ზეციურ სფეროებს ზეციური ეტლის ტახტის ხილვამდე (ეზეკიელი, თავი 1) და იყენებს მაგიურ ფორმულებს.
ეს ტექსტები ახლოსაა ელინისტურ ასტრალურ მისტიციზმმთან.
საკუთრივ კაბალას სპეციფიურობა მდგომარეობს ათი სეფიროთის, ძალის ანუ სიტყვასიტყვით «რიცხვთა» დოქტრინაში. მისი მეშვეობით ცდილობენ იმის ახსნას თუ თუ როგორ ვლინდება, როგორ ამჟღავნებს თავს თანდათანობით ღვთაება რათა აბსოლუტური ერთობის განუცხადებელი მდგომარეობიდან თანდათანობით გადავიდეს ფიზიკური სამყაროს ხილულობასა და მრავალფეროვნებაზე.
კაბალას თქმით ღმერთსა და ფიზიკურ სამყაროს შორის არის ღმერთის ათი ემანაცია. ისინია კეტერ (გვირგვინი/ნება), ჰოხმა (სიბრძნე),ბინაჰ(გონიერება),ჰესედ (თანაგრძნობა), გებურაჰ (სიმკაცრე),ტიფერეტ(ჰარმონია),ნეზაჰ(გამარჯვება), ჰოდ
(ბრწყინვალება), ვესოდ (დაფუძნება), მალხუტ (მეფობა).
ღვთაების ბუნებისა და ადამიანის ბუნების სულიერი ანალოგიის
(შესაქმის წიგნი 1,26)გამო ღვთაებრივი პლერომის ეს სტრუქტურა არის
ადამიანის სულიერი გარდაქმნის მოდელი. Mმისი ეზოტერული დისციპლინა ფარულია
გამოცხადების (თორა) და მისი რიტუალური მოთხოვნების (მიზვოთ)
საიდუმლოებებში. Mმისი ღრმა შინაარსი უნდა გაიხსნას კაბალისტური
ინტერპრეტაციით.
ათი სეფიროტის ცნება “ღვთაებრივი ატრიბუტების” კაბალისტური მნიშვნელობით (განსხვავებით სეფერ იეზირაჰისგან რმლისთვისაც ეს ცნება ნიშნავს “რიცხვებს”) პირველად გამოიყენებულია ნაშრომში “სეფერ ჰა-ბაჰირ” რომლის ავტორადაც ტრადიციულად თვლიან კაბალისტ მოძღვარ ნეჰუნია ბენ ჰა-კანაჰს. უცნობი წარმოშობის ეს მოძღვარი გამოჩნდა XII საუკუნის დასასრულს პროვანსში. არადა მაჰმადიანურ ანდალუზიასთან კონტაქტში მყოფი პროვანსი იყო ერთ-ერთი ის ცენტრი რომლითაც ჩრდილოეთ ევროპას გადასცეს არაბული აზრის დიდი კლასიკოსები. კაბალას წარმოშობის ახსნისას ჰაინრიხ გრეცი (1817-1891) ფიქრობს რომ ის არსებითად არის მაიმონიდის მიმდევართა რადიკალური რაციონალიზმის საწინააღმდეგო რეაქცია. კაბალას ისტორიული გაჩენა მართლაც ემთხვევა ფილოსოფიის გავრცელებას ებრაელებში,პროვანსში მაიმონიდის (1135-1204) ნაშრომი “გზადაბნეულთა მეგზურის” ებრაული თარგმანის გავრცელებას.
კოსმოლოგია და მეტაფიზიკა:
კაბალას ესპანეთში გავრცელებამ წარმოქმნა მრავალი ტენდენცია. ეს იგრძნობა შემდგომი ხანის ეზოტერულ ლიტერატურაში.
ესპანური კაბალას თეოსოფიური სისტემა ექსტატიურ გამოცდილებაზე მეტად დაინტერესებულია ეზოტერული მეცნიერებით,ღვთაებრივი სამყაროს ბუნებითა და ამ სამყაროს დამოკიდებულებით ქმნილ,ხილულ სამყაროსთან.
გნოსტიციზმით და ნეოპლატონიზმით გამსჭვალული ესპანური კაბალა მეტყველებს სიმბოლური ენით და უპირისპირდება კაბალისტური მეცნიერების გადაცემას არაინიციირებულებისთვის.
კაბალისტები უპირისპირდებიან ფილოსოფიას,მაგრამ ამის მიუხედავად ისინი მათ იდეებს ხშირად იღებენ ნეოპლატონური და არისტოტელური სპეკულაციებიდან და მათ კოსმოლოგიურ და მეტაფიზიკურ სისტემებში იყენებენ ნეოპლატონურ და არისტოტელურ ტერმინოლოგიას და ფორმულებს.
ებრაელ ეზოტერიკოსებს ორაზროვანი დამოკიდებულება აქვთ ფილოსოფიის მიმართ. თუ დაპირისპირება ყველაზე გააფთრებული დაპირისპირებაა დამეორე უკიდურესობაა ყველაზე შემრიგებლური სინთეზი...
ფილოსოფიური რაციონალიზმი ვერ ეგუება რელიგიური რწმენის მეტაფიზიკურ და სუპრა-რაციონალურ არსს და ბიბლიური რჩევები არაა უბრალოდ მორალური და სოციალური წესები, როგორც ეს უნდოდათ მაიმონიდის მოწაფეებს. ისინი არის უხილავი და შეუცნობელი ღვთაებრივი სფეროს გამოხატულება. სამაგიეროდ მრავალი კაბალისტიც იზიარებს ფილოსოფიის ფუნდამენტურ ჭეშმარიტებებს და ამავე დროს უპირატესობას ანიჭებს კაბალას.
სამყაროს ჰარმონიის აღდგენა:
ოპერატიული კაბალა მოიცავს ასტროლოგიურ და მაგიურ ელემენტებს, მაშინ როდესაც პროფეტული კაბალა ეყრდნობა ანბანურ მისტიკას რომელსაც უკავშირებს მაიმონიდის იდეებს. ასოების გადაადგილებით ადამიანს შეუძლია დაკავშირება აქტიურ ინტელექტთან და შეუძლია წინასწარმეტყველური შთაგონების მიღება.
კაბალისტური სისტემის ყველაზე სრული გამოხატულებაა 1280-1286 წლებში კასტილელი კაბალისტიც მოსე დე ლეონის თხზულება “ზოჰარი” (“ბრწყინვალების წიგნი”).
ზოჰარი ღვთაებას წარმოადგენს როგორც ძალათა დინამიურ გადმოღვრას. ეს პროცესი მოიცავს მრავალ ასპექტს. ღმერთი თავისთავად მიუწვდომელია, უხილავია და უძრავია მაგრამ ადამიანს შეუძლია ცოდნა ათი სეფიროტისა რომელთა მეშვეობითაც ღვთაებრივი ძალები გადმოიღვრება სამყაროს შესაქმნელად.
“ზოჰარის” თეოსოფია კონცენტრირებულია სეფიროტების როგორც ღვთაების შიგნით მიმდინარე პროცესის სიმბოლოების ბუნებასა და მათ ურთიერთმოქმედებაზე. სეფიროტები არიან აგრეთვე შესაქმის ფენომენთა არქეტიპები და მათი ფუნქციონირების ჭვრეტას შეუძლია სამყაროს და ისტორიის შინაგანი პროცესის ჩვენებაც.
ასეა რომ “ზოჰარი” წარმოადგენს იუდაიზმისა და იზრაელის ისტორიის კოსმიურ ინტერპრეტაციას რომლის თანახმადაც თორა,რჩევები,ისევე როგორც იზრაელის არსებობა ლტოლვილობაში წარმოადგენენ ღვთაების შინაგანი ცხოვრებისა და იქ მიმდინარე პროცესების თუ იქაური მოვლენების სიმბოლოებს.
ასე განმარტებული რიტუალური რჩევების სწორი დაცვა იძენს კოსმიურ მნიშვნელობას.
ესპანეთიდან ებრაელების გაძევების შემდეგ კაბალას გავრცელების ცენტრად გადაიქცა ქალაქი საფედი წმინდა მიწაზე. კაბალას კოსმიური ასპექტი იქ დრამატულად განავითარა ისააკ ბენ სალომონ ლურიამ (1534-1572). ებრაელი ხალხის მიერ განცდილი ისტორიული კატაკლიზმი პროეცირებულია ღვთაებრივ სამყაროში.
ლურიას თანახმად შემოქმედი შესაქმის დაწყებიდან შეიკეტა თავის თავში და ადგილი დაუთმო სამყაროს,მაგრამ აგრეთვე ბოროტებასაც.
პირველსაწყისი,თავდაპირველი ემანაციის დროს მოხდა კოსმიური კატასტროფა რომელმაც “დაამსხვრია სინათლის მიმღებები” და გაფანტა ამიერიდან ქერქში დამწყვდეული სიწმინდის ნაპერწკლები.
ამიერიდან ადამიანს ევალება სიწმინდის ნაპერწკალთა განთავისუფლება ლოცვითა და რიტუალური მოთხოვნების სათანადოდ დაცვის მეშვეობით. მხოლოდ ასე შეიძლება სამყაროს ჰარმონიის აღდგენა და ღვთაების გამთლიანება,რაც არის საბოლოო გამოხსნა-გამოსყიდვის წინაპირობა.
ეს დოქტრინა გადაიქცა ხალხურ მესიანიზმად რამაც გამოიწვია ყალბი მესია საბატაი ზევის (1626-1676) გამოჩენა.
კაბალას ბოლო აღზევებაა პოლონეთში ჰასიდიზმის დამფუძნებელი იზრაელ ბაალ შემ ტობის (1698-1760) მოღვაწეობა. მან იმედი მისცა ხმელნიცკის (1648-1654) მიერ მოწყობილი სასაკლაოებით და სიღატაკით გატანჯულ ცენტრალური ევროპის იუდაიზმს.
მან გაიზიარა ლურიას კაბალას იდეები გამოსყიდვის თაობაზე,მაგრამ გაანეიტრალა მათი მესიანისტური განზომილება.
ის ხაზს უსვამს ღმერთის სიყვარულით,ექსტატიური ლოცვით და კულტში სიხარულით ინდივიდუალური გამოხსნა-გამოსყოდვის მნიშვნელობას.
კაბალა დიდად იყო გავრცელებული სამხრეთ საფრანგეთშიც,პროვანსში.
“სოციალური გამოხსნა”:
კაბალას დღესაც ცოცხლად ინახავენ უმთავრესად ჰასიდთა ჯგუფები. რაბინი იუდა აშლაგი (1885-1954) ქადაგებს სოსოციალური გამოსყიდვა-გამოხსნის იდეოლოგიას. გავლენას კარგავს ომის შემდეგ სულიერი განახლების წამომწყები ორსეს სკოლა (საფრანგეთი), რომელსაც აქვს მნიშვნელოვანი კაბალისტური კომპონენტი.
საფრანგეთში ხანგრძლივი ისტორია აქვს ებრაული მისტიკის კვლევას
სიცოცხლის ხე, 10 სეფიროტი (ღმერთის ემანაციები) |
ამ სიტყვას იყენებენ მხოლოდ XIII საუკუნიდან; ის აღნიშნავს დოქტრინას და ინიციაციურ დისციპლინას და არა დოგმას, ებრაულ მისტიკას თუ იუდაურ ეზოთერიზმს.
ამ დრომდე ის აღნიშნავდა ყველაფერს რაც მონაწილეობდა თორას ანუ «დაწერილი კანონის» პარალელად მიჩნეული “ზეპირი კანონის» (თალმუდისა და მიშნას) გადაცემაში.
კაბალა, რომელიც სულაც არაა ებრაული ùმისტიციზმის ერთადერთი გამოხატულება, არის ხანგრძლივი ისტორიული დამწიფების ნაყოფი. მას ბიბლიური ფესვებიც კი უნდა ჰქონდეს. კრიტიკული აზრისათვის ის უნდა ჩამოყალიბებულიყო XII საუკუნეში თუმცა ამავე დროს ეწაფებოდა შორეულ წყაროებს. მისი უძველესი ფენები უნდა თარიღდებოდეს ა.წ. პირველი საუკუნეებით ანბანურ და კოსმოლოგიურ მისტიკურ ტრაქტატ « სეფერ იეზირაჰ-თან («შესაქმის წიგნი») ერთად.
მოგვიანო ნაწერებში ( «ჰეიხალოტებში» ანუ «ზეციურ სასახლეებში») ადეპტი ექსტატიურად აღზევდება და გაივლის ზეციურ სფეროებს ზეციური ეტლის ტახტის ხილვამდე (ეზეკიელი, თავი 1) და იყენებს მაგიურ ფორმულებს.
ეს ტექსტები ახლოსაა ელინისტურ ასტრალურ მისტიციზმმთან.
საკუთრივ კაბალას სპეციფიურობა მდგომარეობს ათი სეფიროთის, ძალის ანუ სიტყვასიტყვით «რიცხვთა» დოქტრინაში. მისი მეშვეობით ცდილობენ იმის ახსნას თუ თუ როგორ ვლინდება, როგორ ამჟღავნებს თავს თანდათანობით ღვთაება რათა აბსოლუტური ერთობის განუცხადებელი მდგომარეობიდან თანდათანობით გადავიდეს ფიზიკური სამყაროს ხილულობასა და მრავალფეროვნებაზე.
კაბალას თქმით ღმერთსა და ფიზიკურ სამყაროს შორის არის ღმერთის ათი ემანაცია. ისინია კეტერ (გვირგვინი/ნება), ჰოხმა (სიბრძნე),ბინაჰ(გონიერება),ჰესედ (თანაგრძნობა), გებურაჰ (სიმკაცრე),ტიფერეტ(ჰარმონია),ნეზაჰ(გამარჯვება), ჰოდ
(ბრწყინვალება), ვესოდ (დაფუძნება), მალხუტ (მეფობა).
ბაალ შემ ტოვი, ექსტატიური ლოცვა. |
ათი სეფიროტის ცნება “ღვთაებრივი ატრიბუტების” კაბალისტური მნიშვნელობით (განსხვავებით სეფერ იეზირაჰისგან რმლისთვისაც ეს ცნება ნიშნავს “რიცხვებს”) პირველად გამოიყენებულია ნაშრომში “სეფერ ჰა-ბაჰირ” რომლის ავტორადაც ტრადიციულად თვლიან კაბალისტ მოძღვარ ნეჰუნია ბენ ჰა-კანაჰს. უცნობი წარმოშობის ეს მოძღვარი გამოჩნდა XII საუკუნის დასასრულს პროვანსში. არადა მაჰმადიანურ ანდალუზიასთან კონტაქტში მყოფი პროვანსი იყო ერთ-ერთი ის ცენტრი რომლითაც ჩრდილოეთ ევროპას გადასცეს არაბული აზრის დიდი კლასიკოსები. კაბალას წარმოშობის ახსნისას ჰაინრიხ გრეცი (1817-1891) ფიქრობს რომ ის არსებითად არის მაიმონიდის მიმდევართა რადიკალური რაციონალიზმის საწინააღმდეგო რეაქცია. კაბალას ისტორიული გაჩენა მართლაც ემთხვევა ფილოსოფიის გავრცელებას ებრაელებში,პროვანსში მაიმონიდის (1135-1204) ნაშრომი “გზადაბნეულთა მეგზურის” ებრაული თარგმანის გავრცელებას.
კოსმოლოგია და მეტაფიზიკა:
კაბალას ესპანეთში გავრცელებამ წარმოქმნა მრავალი ტენდენცია. ეს იგრძნობა შემდგომი ხანის ეზოტერულ ლიტერატურაში.
ესპანური კაბალას თეოსოფიური სისტემა ექსტატიურ გამოცდილებაზე მეტად დაინტერესებულია ეზოტერული მეცნიერებით,ღვთაებრივი სამყაროს ბუნებითა და ამ სამყაროს დამოკიდებულებით ქმნილ,ხილულ სამყაროსთან.
გნოსტიციზმით და ნეოპლატონიზმით გამსჭვალული ესპანური კაბალა მეტყველებს სიმბოლური ენით და უპირისპირდება კაბალისტური მეცნიერების გადაცემას არაინიციირებულებისთვის.
კაბალისტები უპირისპირდებიან ფილოსოფიას,მაგრამ ამის მიუხედავად ისინი მათ იდეებს ხშირად იღებენ ნეოპლატონური და არისტოტელური სპეკულაციებიდან და მათ კოსმოლოგიურ და მეტაფიზიკურ სისტემებში იყენებენ ნეოპლატონურ და არისტოტელურ ტერმინოლოგიას და ფორმულებს.
ებრაელ ეზოტერიკოსებს ორაზროვანი დამოკიდებულება აქვთ ფილოსოფიის მიმართ. თუ დაპირისპირება ყველაზე გააფთრებული დაპირისპირებაა დამეორე უკიდურესობაა ყველაზე შემრიგებლური სინთეზი...
ფილოსოფიური რაციონალიზმი ვერ ეგუება რელიგიური რწმენის მეტაფიზიკურ და სუპრა-რაციონალურ არსს და ბიბლიური რჩევები არაა უბრალოდ მორალური და სოციალური წესები, როგორც ეს უნდოდათ მაიმონიდის მოწაფეებს. ისინი არის უხილავი და შეუცნობელი ღვთაებრივი სფეროს გამოხატულება. სამაგიეროდ მრავალი კაბალისტიც იზიარებს ფილოსოფიის ფუნდამენტურ ჭეშმარიტებებს და ამავე დროს უპირატესობას ანიჭებს კაბალას.
სამყაროს ჰარმონიის აღდგენა:
ოპერატიული კაბალა მოიცავს ასტროლოგიურ და მაგიურ ელემენტებს, მაშინ როდესაც პროფეტული კაბალა ეყრდნობა ანბანურ მისტიკას რომელსაც უკავშირებს მაიმონიდის იდეებს. ასოების გადაადგილებით ადამიანს შეუძლია დაკავშირება აქტიურ ინტელექტთან და შეუძლია წინასწარმეტყველური შთაგონების მიღება.
კაბალისტური სისტემის ყველაზე სრული გამოხატულებაა 1280-1286 წლებში კასტილელი კაბალისტიც მოსე დე ლეონის თხზულება “ზოჰარი” (“ბრწყინვალების წიგნი”).
ზოჰარი ღვთაებას წარმოადგენს როგორც ძალათა დინამიურ გადმოღვრას. ეს პროცესი მოიცავს მრავალ ასპექტს. ღმერთი თავისთავად მიუწვდომელია, უხილავია და უძრავია მაგრამ ადამიანს შეუძლია ცოდნა ათი სეფიროტისა რომელთა მეშვეობითაც ღვთაებრივი ძალები გადმოიღვრება სამყაროს შესაქმნელად.
“ზოჰარის” თეოსოფია კონცენტრირებულია სეფიროტების როგორც ღვთაების შიგნით მიმდინარე პროცესის სიმბოლოების ბუნებასა და მათ ურთიერთმოქმედებაზე. სეფიროტები არიან აგრეთვე შესაქმის ფენომენთა არქეტიპები და მათი ფუნქციონირების ჭვრეტას შეუძლია სამყაროს და ისტორიის შინაგანი პროცესის ჩვენებაც.
ასეა რომ “ზოჰარი” წარმოადგენს იუდაიზმისა და იზრაელის ისტორიის კოსმიურ ინტერპრეტაციას რომლის თანახმადაც თორა,რჩევები,ისევე როგორც იზრაელის არსებობა ლტოლვილობაში წარმოადგენენ ღვთაების შინაგანი ცხოვრებისა და იქ მიმდინარე პროცესების თუ იქაური მოვლენების სიმბოლოებს.
ასე განმარტებული რიტუალური რჩევების სწორი დაცვა იძენს კოსმიურ მნიშვნელობას.
ესპანეთიდან ებრაელების გაძევების შემდეგ კაბალას გავრცელების ცენტრად გადაიქცა ქალაქი საფედი წმინდა მიწაზე. კაბალას კოსმიური ასპექტი იქ დრამატულად განავითარა ისააკ ბენ სალომონ ლურიამ (1534-1572). ებრაელი ხალხის მიერ განცდილი ისტორიული კატაკლიზმი პროეცირებულია ღვთაებრივ სამყაროში.
ცრუ მესია საბატაი ზევი ტახტზე |
პირველსაწყისი,თავდაპირველი ემანაციის დროს მოხდა კოსმიური კატასტროფა რომელმაც “დაამსხვრია სინათლის მიმღებები” და გაფანტა ამიერიდან ქერქში დამწყვდეული სიწმინდის ნაპერწკლები.
ამიერიდან ადამიანს ევალება სიწმინდის ნაპერწკალთა განთავისუფლება ლოცვითა და რიტუალური მოთხოვნების სათანადოდ დაცვის მეშვეობით. მხოლოდ ასე შეიძლება სამყაროს ჰარმონიის აღდგენა და ღვთაების გამთლიანება,რაც არის საბოლოო გამოხსნა-გამოსყიდვის წინაპირობა.
ეს დოქტრინა გადაიქცა ხალხურ მესიანიზმად რამაც გამოიწვია ყალბი მესია საბატაი ზევის (1626-1676) გამოჩენა.
კაბალას ბოლო აღზევებაა პოლონეთში ჰასიდიზმის დამფუძნებელი იზრაელ ბაალ შემ ტობის (1698-1760) მოღვაწეობა. მან იმედი მისცა ხმელნიცკის (1648-1654) მიერ მოწყობილი სასაკლაოებით და სიღატაკით გატანჯულ ცენტრალური ევროპის იუდაიზმს.
მან გაიზიარა ლურიას კაბალას იდეები გამოსყიდვის თაობაზე,მაგრამ გაანეიტრალა მათი მესიანისტური განზომილება.
ის ხაზს უსვამს ღმერთის სიყვარულით,ექსტატიური ლოცვით და კულტში სიხარულით ინდივიდუალური გამოხსნა-გამოსყოდვის მნიშვნელობას.
კაბალა დიდად იყო გავრცელებული სამხრეთ საფრანგეთშიც,პროვანსში.
“სოციალური გამოხსნა”:
კაბალას დღესაც ცოცხლად ინახავენ უმთავრესად ჰასიდთა ჯგუფები. რაბინი იუდა აშლაგი (1885-1954) ქადაგებს სოსოციალური გამოსყიდვა-გამოხსნის იდეოლოგიას. გავლენას კარგავს ომის შემდეგ სულიერი განახლების წამომწყები ორსეს სკოლა (საფრანგეთი), რომელსაც აქვს მნიშვნელოვანი კაბალისტური კომპონენტი.
საფრანგეთში ხანგრძლივი ისტორია აქვს ებრაული მისტიკის კვლევას
6: მაჰმადიანობის ცოცხალი გული სუფიზმი:
სინათლისა და სიბნელის ფენების
დაძლევით რეალობისკენ ანუ
ღმერთისკენ მიემართება
ჯელალ ედ დინ რუმის
მოცეკვავე დერვიში.
|
“ყოველ ფენომენს შეესაბამება არსებითი, ფარული რეალობა” (მუჰამედი)
სუფიზმი საუკუნეების მანძილზე ცდილობს “შინაგანი მეცნიერების” და “გარეგანი მეცნიერების” საწყისი, თავდაპირველი ჰარმონიის აღდგენას. ზეგრძნობიერი სამყაროს კვლევის მეთოდებად ის იყენებს ფარდის ახდას და შთაგონებას.
“შინაგანი მეცნიერება” (ილმ ალ-ბატინ) ანუ სუფიზმი საკუთრივ ეზოტერული დისციპლინაა. მის საწინააღმდეგოდ « გარეგანი მეცნიერება » (ილმ ალ-ზაჰირ) ანუ ეგზოტერული მეცნიერება ეხება ფორმალურ რელიგიურ მეცნიერებებს. მეცნიერების ამ ორი ტიპის პოლარულობა ძალიან ხაზგასმულია ისლამში. არადა ის დაძლეული უნდა იყოს ისლამის ერთადერთობის ფუნდამენტურ პრინციპში : ყურანში ღმერთი წარმოდგება როგორც « გარეთა და შიდა » ან « ხილული და ფარული » (57.3).
არადა ისლამური ტრადიცია იუდაურ-ქრისტიანული ტრადიციის მსგავსად აცხადებს რომ სამყარო შექმნილია ღმერთის ხატად. სამყარო, რელიგია, ადამიანი ასევე შექმნილი არიან გარეგანი და შინაგანი მხარეებით.
სუფიები საუკუნეების მანძილზე ცდილობენ სოცოცხლის ამ ორი ასპექტის საწყისი,თავდაპირველი ჰარმონიისა და წონასწორობის აღდგენას მაშინ როდესაც « კანონის დოქტორთა » ხელში ჩავარდნილი მაჰმადიანობა ვითარდებოდა მშრალი ფორმალიზმისა და იურიდიზმისკენ რის შედეგესაც ჩვენ დღესაც ვხედავთ.
მოსეს და ხადირის შეხვედრა :
სუფიათა სულიერი მეთოდი,მაშ, ასკვნის რომ სინამდვილე ვერ დაიყვანება ხილულზე ; რომ სინამდვილე არაა მხოლოდ ის რასაც უშუალოდ ვხედავთ ან ვგრძნობთ. ამაზე ნათლად მოწმობენ ისლამის წერილობითი წყაროები ; მაგრამ საჭიროა მათი წაკითხვის ცოდნა:
ყურანი სავსეა სულიერი თუ ეზოტერული განზომილების მქონე გამონათქვამებით:
“ის (ღმერთი) თქვენთანაა სადაც არ უნდა იყოთ” (2,115); “ჩვენ (ღმერთი) უფრო ახლოს ვართ მასთან ვიდრე მისი კისრის ძარღვი” (50,16); დედამიწაზე არის ნიშნები იმათთვის ვისაც აქვს კარგი მზერა. და თვითონ თქვენში მათ ვერ ხედავთ?”( 51,20)/
ასეთი გამონათქვამის მნიშვნელობა იდუმალია და საჭირო ხდება მათი განმარტება.
ასეთია მაგალითად სახელგანთქმული “სინათლის ლექსის” შემთხვევა. ამ ლექსს განმარტავდნენ როგორც ყველაზე მეტაფიზიკურად ისე ყველაზე რაციონალურად.
განა თვითონ მუჰამედმა არ თქვა რომ ყურანს აქვს მრავალი მნიშვნელობა?
მაგრამ ეზოტერული მისტიკური მეცნიერების უპირატესობას სამყაროს გარეგნულ,ლეგალისტურ ცოდნასთან შედარებით ამტკიცებს ყურანის შუგალში მონათხრობი მოსეს და წინასწარმეტყველთა და წმინდანთა იდუმალი ინიციატორი ხადირის შეხვედრა.
“აარკანის, საიდუმლოს დისციპლინა”:
თვითონ მუჰამედი ამბობს: ‘ყოველ ფენომენს შეესაბამება არსებითი,ფარული სინამდვილე”.
მისდევს რა ერთგვარი “არკანის, საიდუმლოს დისციპლინას” მუჰამედი ეუბნება თავის მიმდევრებს რომ ისინი უნდა ელაპარაკებოდნენ ადამიანებს იმის თანახმად « თუ რამდენად, რა ხარისხით შეუძლიათ მათ გაგება » და მუჰამედის კომპანიონები ხედავდნენ თუ რამდენად უწევდა ანგარიშს მუჰამედი თანამოსაუბრის გაგების ანუ ინტელექტუალურ და კულტურულ დონეს.
ჯელალ ედ დინ რუმის
მოცეკვავე მბრუნავი დერვიშები.
|
“ღმერთის მაცნემ მითხრა ცოდნის ორი ლარნაკის შესახებ. ერთი ლარნაკის ცოდნა დავარიგე და ის მე დამკლავდა რომ დამერიგებინა მეორე ლარნაკის ცოდნა ».
ამიტომ ხდება სუფიური ინიციაცია სიტყვების მიღმა.
სუფიების აზრით გარეგნული, ხილული, მომდინარეობს შინაგანიდან, უხილავიდან. ქერქი და ხილის ხორცი გარს აკრავს ბირთვს და სულიერებაც ასევე აცოცხლებს და ძერწავს რელიგიური ფორმის ქერქს.
კარგად გააზრებული ისლამი ამოდის ყველაზე კონკრეტული რეალობებიდან და ახდენს მათ გაშინაგანებას,განსულიერებას.
ამ გაგებით სუფიზმი არის ისლამის ცოცხალი გული,მუჰამედის გამოცხადების არსი და არა მარგინალური დისციპლინა ან ოკულტიზმის რომელიმე ფორმა.
ცნებები შარია და ტარიქა ნიშნავენ გზას. შარია არის éფართო გზა » რომელზეც გავლა შეუძლია ყველა მორწმუნე მაჰმადიანს, ტარიქა კი აღნიშნავს « ვიწრო გზას » რომელიც მხოლოდ მოწოდებულებისთვისაა განკუთვნილი. სწორედ ესაა სუფიების გზა და სწორედ ამიტომ თვლიან თავს სუფიები სულიერ ელიტად რომელიც ცდილობს სულიერ რეალობათა წვდომას აქ და ეხლა, გარდაცვალებამდე.
იჟტიჰადი და მაჰმადიანური გამოცხადება:
ადამიანს « უმაღლესი რეალობის » წვდომა ძალუძს მხოლოდ შარიათი და სუფია მოძღვარი იბნ არაბი (1165-1240) ამბობს რომ სამყაროს თუ ისლამის გარეგანი კანონი განუყოფელია მათი შინაგანი რეალობისგან.
ისლამში, ისევე როგორც სხვა ნამდვილ რელიგიურ ტრადიციაში, ეზოტერიზმი ვერ იქნება ეგზოტერიზმის გარეშე. საბოლოო ანგარიშით კი მეტაფიზიკა ჯობნის ფიზიკას :
ჯელალ ედ დინ რუმის აკლდამა
მის მავზოლეუმში. ეს მავზოლეუმი
თურქეთის ქალაქ კონიაში ააგო
რუმის მფარველმა, თამარ მეფის
შვილიშვილმა გურჯი ხათუნმა.
|
ზეგრძნობიერი სამყაროს გამოკვკლევისას სუფიები დიდ როლს ანიჭებენ შთაგონებას.
“ღმერთსა და მის ქმნილებას შორის არის სინათლისა და წყვდიადის ათასი ფენა. Bამ ფენების გადალახვა და ღმერ<ტისკენ,რეალობისკენ სვლა, აი რა არის მისტიკოსთა იჯტიჰადი რომელიც მიზნის მიღწევის შემდეგ არ უშვებს უკანდახევასა და რეგრესს », ამბობს საქმეში კარგად ჩახედული მაგრამ არასუფია ავტორი.
რელიგიათა ტრანსცენდენტური ერთობა :
რამდენი კაციცაა იმდენი გზა მიდის ღმერთისკენ, ამბობს სუფიური ანდაზა.
მაშ სინამდვილისკენ, ღმერთისკენ სვლა შეგვიძლია ნებისმიერ ნამდვილ სულიერ ტრადიციაზე დაყრდნობით.
სუფიათა უმრავლესობა სარწმუნოებათა სიმრავლის და მრავალფეროვნების მიღმა ხედავს რომ კაცობრიობა შეადგენს ღმერთის, ერთადერთი რეალობის თაყვანისმცემელთა თემს. მათი გახსნა სხვა კონფესიებისადმი გამომდინარეობს მეტაფიზიკური სიცხადიდან : «ღვთაებრივი ერთადერთობის დოქტრინა მხოლოდ ერთადერთი შეიძლება იყოს».
«რელიგიათა ტრანსცენდენტური ერთიანობის თემას დოქტრინალური არე განუსაზღვრა ისევ იბნ არაბიმ.
იბნ არაბის აზრით ყველა სარწმუნოება და,მაშ, ყველა რელიგია ჭეშმარიტია ვინაიდან ყველა პასუხობს ღმერთის ერთი სახელის მანიფესტაციას
ყველა ამ კერძო თეოფანიის წყაროა ღმერთში, «რეალურში», «ჭეშმარიტში».
ასევე არის ყველა საკრალური კანონის ფუნდამენტური ერთობა და ყოველ მათგანს აქვს ჭეშმარიტების თავისი წილი.
რელიგიათა მრავალფეროვნებას იწვევს ღვთაებრივი მანიფესტაციები “რომლებიც არ მეორდება არასდროს”.
“დედამიწის ყველა კუთხეში მლოცველ სხვადასხვა მორწმუნეთა ხმებს ჩვენ ვთვლით ერთადერთი ღმერთის მადიდებელ სიმფონიად”,ამბობდა მალიელი ბრძენი ტიერნო ბოკარი (1875-1939).
სუფიების ერთ ერთი უდიდესი
მოძღვარი ჯელალ ედ დინ რუმი.
მოცეკვავე დერვიშებად
წოდებულთა მოძღვარი მევლანა.
|
მაგრამ დავასკვნათ ეზოტერიზმით.
ზოგის თანახმად ჩვენ უნდა ვიყოთ “დეზოკულტაციის” ხანის დასაწყისში, ხანისა როდესაც “რეალური” სულ უფრო და უფრო გამჟღავნდება.
სუფიების აზრით ადამიანის სულიერი სამყაროსაგან გამომყოფი ფარდები მეტაფიზიკური ილუზიაა და მეტი არაფერი.
და აი დაწყებულ ხანაში უნდა გაიხსნას და ჩამოცვივდეს ხილული, ხელშესახები ფარდებიც. მასშტაბურად გამჟღავნებული ეზოტერიზმი როგორც ასეთი შეიძლება გაქრეს. ისლამში გამოყენებული შემეცნების საშუალებები,მაგალითად შთაგონება და გამჟღავნება მიიღებენ ახალ ფორმებს და არნახულ გაქანებას (გაგრძელება იქნება).
დანართი:
სიყვარულის ქადაგი ჯელალ ედ დინ რუმის მოწოდება: "მოდი,მოდი,რაც არ უნდა იყო მოდი. მოდი გინდა იყო ურჯულო,კერპთაყვანისმცემელი თუ წარმართი.ჩვენი მონასტერი არაა სასოწარკვეთილთა ადგილი. თუნდაც ასჯერ გაგეტეხოს დადებული ფიცი,მოდი!"(მოდი და გიშველით,მთარგმნელი).
ტრადიციული კავკასიური მაჰმადიანობა ( და არა ჩეკისტების მიერ დანერგილი ისლამიზმი) სუფიზმია (მთარგმნელი) !
9, ქრისტიანული კაბალა, ჰუმანისტური ფილოსემიტიზმი:
იოჰანეს როიხლინის წიგნი "კაბალას ხელოვნება" |
პიკო დე ლა მირანდოლა,როიხლინი,კნორ ფონ როსენროტი : ქრისტიანი ერუდიტები გადახედავენ ტრადიციას ებრაული და კაბალისტური მასალების შუქზე. პროფეტული და პოლიტიკური განზომილებით ძლიერი ეს მიმდინარეობა განსაკუთრებით ნაყოფიერია XVI-XVII საუკუნეების ევროპაში.
პირველი ჰუმანიზმის ხანაში (XV საუკუნის II ნახევარი) ისეთი ავტორები როგორებიც არიან პიკო დე ლა მირანდოლა (1463-1494) იტალიაში თუ იოჰან როიხლინი (1455-1522) გერმანიაში ცდილობენ მათი საკუთარი ტრადიიციის განმარტებას ებრაული
და კაბალისტური მასალების დახმარებით. მათ წინ უსწრებდა ქრისტიანი და ზოგჯერ გაკათოლიკებული ესპანელი ებრაელი ავტორების ნაშრომები. ზოგი რაბინი ცდილობს იმის დამტკიცებას რომ სამება და მესიის ღვთაებრიობა სინამდვილეში ვერ გაგებული და დამახინჯებული ებრაული დოქტრინებია. ქრისტიანები,პირიქით,ცდილობენ იმის დამტკიცებას რომ ქრისტიანობის მთავარი დოგმები უკვე არის « კაბალაში » რომელიც არასწორადაა გაგებული როგორც « ზეპირი კანონი ».
სწავლულთა თანამეგობრობა :
ჰუმანისტები ხშირად შთაგონებულები არიან ამ პირველი ნაშრომებიდან და ასევე იხმარებენ მოქცეულ თუ მოუქცეველ ებრაელებსაც. პიკო დე ლა მირანდოლას თანამშრომლებს შორისაა,მაგალითად,სიცილიელი მოქცეული ებრაელი ფლავიუს მითრიდატე რომლის წყალობითაც პიკო დე ლა მირანდოლას აქვს ბევრი ლათინურად თარგმნილი კაბალისტური ტექსტი. ამას გარდა პიკო დე ლა მირანდოლას უნდა უშუალოდ წყაროების ცოდნაც რისთვისაც ფლავიუს მითრიდატე მას ასწავლის ებრაულს და არამეულს.
პიკო დე ლა მირანდოლამ პირველად ახსენა ცნება კაბალა და ის ჩართო თავის სახელგანთქმულ დოქტრინალურ წინადადებებში « 900 თეზისი »(1486).
პიკო დე ლა მირანდოლას აზრით ბერძნული,ებრაული,არაბული და ქრისტიანული ტრადიციები იყო ერთი და იგივე ჭეშმარიტების განსაკუთრებული გამოხატულებები.
პირველი ქრისტიანი კაბალისტები თანამშრომლობდნენ სწავლულთა თანამეგობრობაში და მათ ლათინურად თარგმნეს მათ მიერ ხელახლა აღმოჩენილი მრავალი მეტ-ნაკლებად ძველი დოკუმენტი რომელთა ავტორებადაც ხშირად ფიქტიურად ცხადდებოდნენ ზოროასტრე,მოსე,ორფეოსი,ჰერმეს ტრისმეგისტი,პლატონი.
იოჰანეს როიხლინი |
ებრაელი ავტორების რეაქცია ყოველივე ამაზე სხვადასხვა და ნიუანსირებულია. ქრისტიანი კაბალისტები პოზიტიური ინტერესით უყურებდნენ ებრაულ ეზოტერულ და სხვა დოქტრინებს მაგრამ მათი აპოლოგეტური მიზნები უცვლელი რჩებოდა. ისინი მეტი შემწყნარებლობით უყურებდნენ იუდაიზმის ტექსტებს, რომელთაც აღორძინების ხანაშიც გმობენ და წვავენ, მაგრამ დიდი ხნის მანძილზე ებრაელთა გლობალური გაქრისტიანების იმედთან დაკავშირებული ესქატოლოგიური მოლოდინი ხელუხლებელი რჩებოდა. პიკო დე ლა მირანდოლადან გერმანელ ებრაისტ ქრისტიან კნორ ფონ როზენროტამდე (1636-1689) აქტივისტური განზომილება,მაშ,არ შესუსტებულა და ქრისტიან კაბალისტთა რეალური და დაინტერესებული ფილოსემიტიზმი მათ ხელში იყო ებრაელთა მოქცევის იარაღი რითაც იწვევდა იუდაიზმის მოძღვართა უკმაყოფილებას.
ღვთაებრივი და ანგელოსური სახელები:
ქრისტიანული კაბალის მომასწავებელი ნიშნები იგება სისტემატური ხასიათის არმქონე პირველი მონახაზის ირგვლივ. სისტემატურ ხასიათს მას მისცემენ პიკო დე ლა მირანდოლა და მის შემდეგ პოლ რიჩი ( ?-1541) და როიხლინი.
Iოჰან როიხლინი (1455-1522) არის ლათინურად დაწერილი პირველი ებრაული გრამატიკის (1506) ავტორი. მან დაწერა ორი მთავარი ნაშრომი : « სასწაულმოქმედი სიტყვა »,1494), სახელი აქ გაიგივებულია იესოს სახელთან და « « კაბალას ხელოვნება » (1517), რომელიც წარმოადგენს მაჰმადიანის,პითაგორელის და კაბალისტის ასუბარს ღვმერთის ჭვრეტამდე სულის ამაღლების ცენტრალური თემის ირგვლივ. ეს გამორჩეულად ნეოპლატონური თემა როიხლინთან ეზავება ისეთ საკუთრივ კაბალისტურ თემებს როგორებიცაა წმინდა წერილიდან აღებული ღვთაებრივი და ანგელოსური სახელები.
პიკო დე ლა მირანდოლა |
პროფეტული და პოლიტიკური განზომილების მქონე ქრისტიანული კაბალა მთელ ევროპაში იყო გავრცელებული.
ის არაა მარგინალური ფენომენი და აღორძინების ხანიდან ის ვლინდება სამი და ხშირად ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ასპექტით : პირველ რიგში ესაა აპოლოგეტური თეოლოგია რომელიც ხშირად ეყრდნობა წერილობითი ჰერმენევტიკის ტრადიციულ ებრაულ ხერხებს. შემდეგ ესაა კოსმოლოგიასა და « ბუნების მისტიკას » შორის გაშლილი « ბუნებრივი ფილოსოფიის » სახეობა რომელიც წარმოდგება ღმერთისა და ქმნილებათა და მათ შორის ადამიანის ურთიერთობათა და შუამავალთა ცოდნად. და ბოლოს ქრისტიანული კაბალა არის მაგიის,ალქიმიის,ჰერმეტიზმის მსგავსი სრულფასოვანი ეზოტერული მიმდინარეობა. ის განსაკუთრებით ნაყოფიერია XVI-XVII საუკუნეებში...
10 : XVII საუკუნის ქრისტიანული თეოსოფია, « ხატის თეოლოგია » :
იაკობ ბიომე და მისი "ავრორა" |
«და ღმერთის შესახებ ჩვენ შეგვიძლია ვიფიქროთ მხოლოდ ის რომ ის არის ყველაფრის ყველაზე ღრმა მიზეზი. მაგრამ მას ვერაფერი მისწვდება თავისი საკუთარი ძალით.
მიუხედავად ამისა ღვთაებრივი სიტყვა ქმნილებების ცხოვრებაში მონაწილეობს ისევე როგორც მზის სხივი თავისი სინათლით და ძალით აღწევს ყველაფერში (ნაწყვეტი იაკობ ბიომეს ნაშრომიდან « მისტერიუმ მაგნუმ»; «დიდი საიდუმლო»,1623).
ქრისტიანული თეოსოფიის ისტორია ნამდვილად იწყება მხოლოდ სილეზიელი მეწაღე იაკობ ბიომეს (1575-1624) მოღვაწეობასთან ერთად.
1610 წელს მას ჰქონდა პირველი ხილვა და ამის შემდეგ მან დაწერა მრავალი ნაშრომი, რომელთა შორისაც იყო იმავე წელს გამოცემული « ავრორა».
გერმანული ბაროკული პროზის შესანიშნავი ნიმუში მისი ნაშრომებიდან ვახსენებთ მხოლოდ ზოგიერთს (სათაურები ლათინურია) : « დე ტრიბუს პრინციპიის »(1619), « დე სიგნატურა რერუმ »(1621), « მისტერიუმ მაგნუმ »(1623) და გერმანულად « დერ ვეგ ცუ ქრისტო »(« გზა ქრისტესკენ,1624).
ეს ნაშრომები ეფუძნება არა ანტიკურ წყაროებს არამედ უშუალოდ ბიბლიას , პარაცელსს,ალქიმიურ სიმბოლიკას და რამდენადმე კაბალას.
შუა საუკუნეების და ნეოპლატონური კონცეფციების საწინააღმდეგოდ ბიომე ღვთაებას არ უყურებს როგორც სტატიურ ძალას. მისი აზრით ღვთაება არის დაპირისპირებული პრინციპების ჟინიანი ჭიდილი.
არსების წინ არის « უნგრუნდ », « უძირო », ღვთაების ონტოლოგიურად წინამორბედი ერთგვარი ღვთაებრიობა. ის პრინციპი, ეს ბუნდოვანი ნება არის არსების საფუძველში. ის არაა უკვე არსებული,ის მუდამ ქმნადობაშია და ირეკლება პიროვნებად, შესაძლო ქმნილებათა სამყაროდ მიჩნეულ ღვთაებრივ სიბრძნე სოფიაში. სოფია დაკავშირებულია ქვემოთ ნახსენებ მითიურ თემებთან,
განსაკუთრებით ანგელოზთა სულიერ ხორციელებასთან რომლის თანახმადაც ყოველგვარი გარეგნული ფორმა არის ენა და შვიდი « ქუელგაისტერის » ანუ 7 « წყარო სულის » მომხმობასთან. ბიომეს აზრით ეს სულები აგებენ ღმერთის,ადამიანის და სამყაროს ურთიერთობებს.
პრივილეგირებული მითი :
თეოსოფიური განსჯა-სპეკულაცია ფაქტიურად ერთდროულად ეხება ღმერთს,ღმერთის ბუნებას (განსაკუთრებით შიდაღვთაებრივ პროცესებს), ბუნებას(გარეს,ინტელექტუალურს თუ მატერიალურს),მის ადგილს სამყაროში (ხსნის პროცესში).
შესაბამისობათა ამ სამყაროს წვდომა თეოსოფს ძალუძს თავისი « აქტიური წარმოსახვით ».
ამას გარდა თეოსოფია უპირატესობას ანიჭებს ბიბლიის მითიურ ელემენტებს (ხატოვან მოთხრობებს),მაგალითად შესაქმის წიგნს,ეზეკიელის ხილას,აპოკალიფსს. გავრცელებულ ფიგურებსა და თემებს შორის არიან ანგელოსები,თავდაპირველი ანდროგინი,ლუციფერის,ადამის,თვითონ ბუნების ერთმანეთის მომდევნო დაცემა-მოკლედ ელემენტებს რომლების
რაციონალიზაცია ან მიჩუმათება ურჩევნიათ თეოლოგებს.
დაბოლოს თეოსოფიის აზრით ადამიანს აქვს ღვთაებრივ სამყაროსთან და სინამდვილის უფრო მაღალი საფეხურის არსებებთან კავშირის დამყარების მთვლემარე მაგრამ მუდამ პოტენციური უნარი.
ეს უნარი ეფუძნება ჩვენში არსებულ სპეციფიურ ორგანოს,ერთგვარ ინტელექტუსს,რომელიც არის “შემოქმედებითი” თუ “მაგიური” წარმოსახვა. ის განიცდის “ცენტრალურ” ხილვას თუ ინტუიციას რომელიც ეხმარება სინამდვილის ყველა დონის გამოკვლევაში,”მეორე დაბადების” განცდაში.
გამძლე მიმდინარეობა.
Iაკობ ბიომე, “ქრისტიანული თეოსოფიის მეფე”, როგორც მას უწოდებდნენ, გარკვეული წარმატებით სარგებლობდა XVII საუკუნეში, სრული რელიგიური არეულობით მოცულ გერმანიაში. ეს მიმდინარეობა განაგრძობს ნაყოფიერ არსებობას იოჰან გეორგ გიშელთან (მისი “პრაქტიკული თეოსოფია” გამოქვეყნდა მხოლოდ 1722 წელს), გოტფრიდ არნოლდთან (მისი “ღვთაებრივი სიბრძნის ანუ სოფიას საიდუმლო” გამოიცა 1700 წ.),ანტუანეტ ბურგინიონთან,ჯონ პორდაჟთან,ჟან ლეადთან და XVIII-XIX საუკუნეების სხვა ავტორებთან ერთად.
11, როზენკრაიცერები,საიდუმლო საზოგაოებათა თანავარსკვლავედი:
ვარდი ჯვარი, როზენკრაიცერთა ერთ-ერთი ნიშანი |
ყველაფერი დაიწყო სამი იდუმალი ანონიმური წიგნის გამოცემიდან. 1614 წელს გამოჩნდა როზენკრაიცერთა პირველი მანიფესტი “ფამა ფრატერნიტატის” (“ძმობის ექოები”). მომდევნო წელს გამოვიდა « კონფესსიო ფრატერნიტატის », შემდეგ,1616 წელს, კრისტიან როზენცვაიგის «ქიმიური ქორწილი».
ეს სამი ტექსტი საფუძველს უყრის როზენკრაიცერთა ძმობის მითს და წარმოადგენს მისი ლეგენდარული დამფუძნებელი კრისტიან როზენკროიცის თუ კრისტიან ვარდი-ჯვრის
ლეგენდარულ ბიოგრაფიას. გარდა ამ თხზულებისა ტექსტებში არის მოწოდება.
ერთდროულად მეცნიერული პროგრესისა და რელიგიური ფანატიზმების გაძლიერების ხანაში როდესაც მეტისმეტად დიდ პატივს მიაგებენ ავტორიტეტს, ავტორი მოუწოდებს საჩქარო საყოველთაო რეფორმისკენ,ახალი ფილოსოფიის, ყველა აზრისა და ყველა რწმენის სინთეზის აგებისკენ. ამ როლს ის ანიჭებს როზენკროიცერობას.
ტექსტები პროტესტანტული შთაგონებისაა და მკვეთრად აკრიტიკებს კათოლიციზმს,ისინი სავსეა მინიშნებებით კაბალაზე,პითაგორიზმზე, ალქიმიურ ტრადიციაზე.
ჩანს რომ როზენკრაიცერებს სურთ ევროპის სულიერი მნიშვნელობით და არა პოლიტიკურად მართვა.
კრისტიან როზენკროიცის ლეგენდარული ცხოვრება :
მანიფესტმა “ფამა ფრატერნიტატის” შესაძლებელი გახადა კრისტიან როზენკროიცის ცხოვრების აღმოჩენა. კეთილშობილ მაგრამ ღარიბ ოჯახში დაბადებული კრისტიან როზენკროიცი ძალიან ახალგაზრდა შეიყვანეს მონასტერში სადაც ისწავლა მაგია და ძველი ენები. ის მოგზაურობს აღმოსავლეთში სადაც აქვს გამოცხადება, შემდეგ ბრუნდება გერმანიაში სადაც სწავლობს მეცნიერებებს და ფილოსოფიას. ხუთი წლის მუშაობის შემდეგ ის შეკრებს სამ ძმას რომელთაც დაევალებათ მისთვის დახმარების გაწევა ახალი სახლის მშენებლობაში , ავადმყოფების მკურნალობაში და მისი შეხედულებების გადმომცემი წიგნის დაწერაში. მოვიდნენ სხვა ძმებიც, მარტოხელები,მისიონერები, რომლებიც მოგზაურობდნენ მსოფლიოში და იცავდნენ ექვსმუხლიან წესდებას : ავადმყოფების მკურნალობა უანგაროდ,ქვეყნის წეს-ჩვეულებების დაცვა და წელიწადში ერთხელ შეკრება,მემკვიდრეების შერჩევა,ვარდი-ჯვრის არჩევა სიმბოლოდ,ძმობის არსებობის საიდუმლოდ შენახვა ერთი საუკუნის მანძილზე. ის გარდაიცვალა 106 წლისა. 126 წლის შემდეგ მისმა მოწაფეებმა იპოვეს მისი უცვლელი ნეშტი და ანდერძი.
დღეს ცნობილია ამ ნაშრომების მთავარი ავტორი და მისი მოტივაციები : ტიუბინგენში თეოლოგიის შემსწავლელი იოჰან ვალენტინ ანდრეაე (1586-1654).
მას თავის კომპანიონებთან ერთად უნდა მკითხველების მოწოდება უფრო ინტენსიური, უფრო გაშინაგანებული ცხოვრებისაკენ. ღეაქციებმაც არ დააყოვნეს. 1614-1620 წლებში მხოლოდ გერმანიაში გამოქვეყნდა როზენკრაიცერთა მომხრეთა თუ მოწინააღმდეგეთა 200-ზე მეტი წერილი. გაჩნდა მითი მოჩვენებათა კორტეჟით : ირხევა ხმები რომ როზენკრაიცერები არიან ერეტიკოსები,ან პროტესტანტებს შორის,კათოლიკეები,რომ ისინი მისდევენ შავ მაგიას, აწყობენ შეთქმულებას სამოქალაქო ხელისუფლების წინააღმდეგ, მათ აქვთ ზებუნებრივი მონაცემები.
მითი გავრცელდა პარიზშიც სადაც ქალაქში გააკრეს აფიშები რომლებიც იუწყებიან დედაქალაქში როზენკრაიცერთა ყოფნის შესახებ. ამან გაამწარა ისტორიკოსი გაბრიელ ნოდე-რიშელიეს და შემდეგ მაზარინის ბიბლიოთეკარი და იეზუიტები წერენ მძაფრად ანტიგერმანულ და ანტიპროტესტანტულ ტექსტებს.
ინგლისში,სამაგიეროდ, როზენკრაიცერთა საზოგადოების იდეა კარგად მიიღეს.
დეკარტე (1596-1650) მოგზაურობს გერმანიაში და დაეძებს როზენკრაიცერთა კვალს,მაგრამ ბრუნდება პირსჩალაგამოვლებული. და მართლაც, სინამდვილეში როზენკრაიცერები მწიგნობართა ფანტაზიიდან გამოდიან და ხორცს ისხავენ მხოლოდ XVIII საუკუნის მეორე ნახევარში.
შერევა ფრანკ-მასონებთან:
გერმანიაში გაჩნდა როზენკრაიცერთა წრეები,მაგალითად ოქროს ვარდი-ჯვრის ორდენი, კონსერვატული საიდუმლო საზოგადოება რომლებიც წევრებად განსაკუთრებით იღებდა გერმანელ პრინცებს,მისი წევრი იყო პოლონეთის მეფე სტანისლას II. სხვა საზოგადოება იყო ძველი სისტემის ვარდი-ჯვარი რომელიც წევრებად იღებდა მხოლოდ ფრანკ-მასონებს რომელთაც სთავაზობდა 9 ხარისხიან ინიციაციურ და ალქიმიურ გზას. ამ ორდენის ორი ხელმძღვანელი ამაყობდა იმით რომ მათ მოახერხეს ორდენში პრინცი ფრიდრიხ ვილჰელმის გაწევრიანება ორდენში. მათ მიიწვიეს ილუზიონისტი რომელიც სარკეების თამაშით აჩვენებდა ლაიბნიცის და იულიუს კეისარის სულებს რითაც მოხიბლა ფრიდრიხ ვილჰელმი. შამაგიეროდ პრინცმა ტახტზე ასვლის შემდეგ მისტიფიკატორები დანიშნა მინისტრებად.
ფრანკ-მასონობის და როზენკრეიცერობის ამ შერევისას XVIII საუკუნეში მოძრაობები სესხულობდნენ ერთიმეორისგან. ამ თვალსზაზრისით ტიპიურია ფრანგულ ლოჟებში საუკუნის შუა ხანებში ვარდ-ჯვრის სუვერენ პრინცად,არწივისა და პელიკანის რაინდად წოდებული ახალი ხარისხის დაწესება. მას დღესაც იყენებენ.
მაგრამ ეს პროცესი აქ ჩერდება. ამ ორი მოძრაობის ერთმანეთთან გაიგივება შეცდომა იქნება. XVIII და შემდეგო საუკუნის როზენკრაიცერები არ გამომდინარეობენ ანდრეაეს როზენკრაიცერობიდან.
თანამედროვე როზენკრაიცერული მოძრაობებიდან უეჭველად უძველესია “სოციეტას როზიკრუსიანა”,თუმცა არ ვიცით თუ რა დარჩა დღეს მისგან. 1866 წელს ფრანკ-მასონების მიერ ლინდონში დაარსებულმა ამ საზოგადოებამ განიცადა მრავალი სქიზმა. მისი გამონაყოფი “ჰერმეტიკ ორდერ ოფ გოულდენ დაუნ” დისკრედიტირებული იქნა შავი მაგიისა და სექსუალური რიტუალების მიმდევარი ალეისტერ კროულის მიერ. სხვა განშტოებები გაჩნდა ამერიკის შეერთებულ შტატებში და ევროპაში.
საფრანგეთში სტანისლას დე გაიტამ და პაპუსმა 1888 წელს დააარსეს ვარდი-ჯვრის კაბალისტური ორდენი რომელსაც შეუერთდა ეზოტერიზმის და ეროტიზმის მოყვარული კათოლიკე მწერალი ჟოზეფა პელადანი. პელადანმა კი თვითონ დააარსა ტაძრისა და გრაალის კათოლიკური ვარდი-ჯვარი და 1893-1898 წლებში პარიზში მოაწყო ვარდი-ჯვრის სახელგანთქმული სალონები სადაც უამრავმა მნახველმა აღმოაჩინა გუსტავ მოროს, ფელისიან როპსის, ჟორჟ რუოს სურათები.
ერთ ხანს პელადანის კათოლიკური ვარდი-ჯვრის წევრია კიმპოზიტორი ერიკ სატი რომელმაც შემდეგ თვითონ დააარსა “ ხელმძღვანელი იესოს ხელოვნების მეტროპოლის ეკლესია”.
ბიბლია,ფილოსოფია და ასტროლოგია:
ყველაზე სახელგანთქმულია სიეტლში 1907 წელს ანტროპოსოფიის დამფუძნებელი ღუდოლფ შტაინერის მიმდევარი არისტოკრატი მაქს ჰაინდელის მიერ დაარსებული როზენკრაიცერული ასოციაცია (“როზიკრუსიან ფელლოუშიფ”). მან თავისი ასოციაციის შტაბ ბინა ააგო ოუშნსაიდში, ლოს ანჟელესიდან 140 კილომეტრის მოშორებით. იქ იყოს 12-გვერდიანი (ზოდიაქოს ნიშნები) თეთრი ტაძარი, მიმსვლელთა მისაღები ოთახები,ადმინისტრატიული შენობები და ვეგეტარიანული რესტორანი.
ამ როზენკრაიცერულ ასოციაციაში,რომელიც თავის თავს განსაზღვრავს როგორც “ქრისტიან მისტიკოსთა საერთაშორისო ასოციაცია”, წევრებს ეკრძალებათ ხორცის ჭამა, თამბაქოს წევა და ალკოჰოლის სმა. შწავლება ფასიანია და იყოფა სამ ნაწილად: ბიბლია, ფილოსოფია და ასტროლოგია. იღებენ ყველანაირ შეწირულობას.
კიდევ უფრო ცნობილია ძველი და მისტიკური ვარდი-
-ჯვარი (ამორკ),რომელიც 1909 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში დააარსა ჰარვი სპენსერ ლიუისმა (1883-1939). მან თავისი ორდენის შტაბ-ბინა დაადგინა სან ჟოზეში,კალიფორნიაში. იქ არის მუზეუმი,ბიბლიოთეკა და პლანეტარიუმი. ლიუისმა თავისი ცენტრები დააარსა ევროპაში,განსაკუთრებით ფრანგულენოვანში,კანადაში და აფრიკაში. ფასიანი გაკვეთილები მიწერ-მოწერითაა და 15 წელი იყო საჭირო 12-საფეხურიანი იერარქიის მწვერვალზე მოსახვედრად. სტრუქტურები და ტერმინოლოგია მასონობიდან იყო აღებული თუმცა ორგანიზაცია არანაირად არ ყოფილა დაკავშირებული მასონობასთან…
ამორკის როზენკრაიცერულ დოქტრინას მოკლედ გადმოსცემს 12 მთავარი კანონი. რომელთა შორისაც არის შემდეგი:
“ღმერთი არის უნივერსალური გონი რომელმაც გაიაზრა, გამოავლინა და გააცოცხლა ქმნილება უცვლელი და სრულყოფილი კანონების შესაბამისად”, “ მთელ ქმნილებაში არის უნივერსალური სული რომელიც ვითარდება თავისი საკუთარი ბუნების სრულყოფისაკენ”,..” დრო და სივრცე ცნობიერების მდგომარეობებია და მათა არა აქვთ ადამიანისაგან დამოუკიდებელი მატერიალური რეალობა”... “ადამიანის სულიერ ევოლუციას წარმართავს რეინკარნაცია და მისი უმაღლესი მიზანია სრულყოფის მიღწევა”... “ არის ზეადმიანური სამყარო რომელიც შედგება უხილავი სამყაროს მკვიდრი უხორცო სულებისგან”.
თეორიათა და პრაქტიკათა სიმრავლე:
იოჰანნ ვალენტინ ანდრეაე |
კულტურული და სულიერი ძიებების სულიერი ცენტრი და ა.შ., არაერთგვაროვანი, დროს ხასიათთან შემგუებელი სიმრავლე რომელსაც ზოგჯერ აქვს კომერციული მიზნებიც...
ლექტორიუმ როზიკრუსიანუმ თავს აცხადებს მანიქევლების,ქრისტიანი გნოსტიკოსების,კატარების და XVII საუკუნის როზენკრაიცერების მემკვიდრედ. მისი ცენტრი ჰოლანდიაშია.
მისი მოძღვრების თანახმად მაღალი წარმოშობა ადამიანს უბიძგებს საკუთარ თავში ღვთაებრივი ნაპერწკალის აღმოჩენისკენ და მისი მეშვეობით აბსოლუტისკენ სწრაფვისკენ.
ძველი და მისტიკური ორდენი ვარდი-ჯვარის (ამორკ) თქმით ის არაა რელიგია,მაგრამ ლექტორიუმ როზიკრუსიანუმ თავს რელიგიად აცხადებს. მან რელიგიის სტატუსი მოიპოვა ჰოლანდიაში,ესპანეთში და უნგრეთში
სტატუსის თანახმად “ასოციაციის მიზანია ცოცხალი ქრისტიანობის საფუძველზე მდგარი უნივერსალური,საყოველთაო რელიგიის გავრცელება”.
დამატებად ესეც:
ატარი, ლეილი ანვარი, რუმი....
ამის ძალას კი იძლევა უსასრულო, რადიკალური, აბსოლუტური სიყვარული.
ფრანგ-ირანელი მკვლევარი ლეილი ანვარი |
ვინც იცნობს საკუთარ თავს იცნობს მის უფალსაც //მან არაჰა ნაფსაჰუ არაფა რაბბაჰუ//.
ატარის თხზულების ახალი ფრანგული გამოცემა.
ესაა გამორჩეული ინიციაციური მოთხრობა, გზამკვლევი უკვე გზაში მყოფთათვის და იმედი იმათთვის ვინც ეძებს.
მე-12 საუკუნის სპარსელი პოეტი ატარის მიერ ლექსად დაწერილ ამ ამბავს განსაკუთრებული ადგილი უკავია სულიერ ლიტერატურაში.
ისევე როგორც უფრო ადრე ატარისთვისაც ფრინველი არის ადამიანის სულის სიმბოლო.
ატარი მაჰმადიანურ სამყაროში იწყებს მისტიკური ეპოპეის ტრადიციას. მისი პოემა ყვება გზის სიძნელეების, მაგრამ აგრეთვე მეს ანიჰილაციით კავშირის,
ერთიანობის სიხარულის სიხარულის შესახებ.
ერთხელ მსოფლიოს ყველა ფრინველმა თითქოს გადაწყვიტა რომ მათ სჭირდებათ მათი მეფის პოვნა და მისკენ გაფრენა.
მათ სულის სიღრმეში ენატრებოდათ დიდების ფრინველი რომლისგანაც ამქვეყნად დარჩა მხოლოდ ერთი ფერადი და იდუმალი ბუმბული.
მათი მეგზური იქნება ოფოფი,რომელიც იყო მეფე სოლომონის მაცნე.
მან უკვე გაიარა სამეფო ზღურბლისკენ მიმავალი გზა.
ოფოფი ფრინველებს ასწავლის რომ მათი მეფეა სიმორღი. ეს მითიური ფრინველი ცხოვრობს ერთდროულად როგორც ხილულ ისე უხილავ სამყაროებში არსებულ წარმოსახვით სამყაროში აღმართულ მთა კაფზე //ძველი ავტორების ნაწილი მთა კაფს აიგივებდა კაფ-კასიასთან, კავკასიასთან, გ.მ.//.
ეს სამყარო მატერიალურ სამყაროზე უფრო რეალურია, მაგრამ მიუწვდომელია ადამიანთა გრძნობებისთვის.
Simurgh, Sassanian Royal Symbol სიმურღი, სასანიანთა სამეფო სიმბოლო |
მაგრამ წასვლის მომენტში ფრინველები ყოყმანობენ:
ბულბული ყოყმანობს იმიტომ რომ ის მიჩვეულია თავის ვარდს,ბატი-თავის გუბურას, კაკაბს კი უყვარს ამქვეყნიური სიმდიდრე და ა.შ.
ყოველ ფრინველს აკავებს გარკვეული მიზეზი და მოსაზრება და ყოველ ფრინველს ოფოფი არწმუნებს რომ ბოლოს იქნება შეხვედრა და ვერაფერი შეედრება სიმორღის გვერდით ყოფნას. ოფოფი მათ არწმუნებს ყველა მიწიერი ჩვევის უარყოფის აუცილებლობაში და მოუწოდებს ფრინველებს დიდი მიზნისკენ მიმავალ გზაზე დადგომისკენ.
გზას გაუდგება,გაფრინდება ათასობით ფრინველი.
ბევრი ჩიტი გზაში დაიღუპება, ბევრი ჩიტი უკან დაბრუნდება, სხვები გაჩერდებიან.
მეფე სიმორღის ზღურბლამდე მიაღწევს მხოლოდ 30 ჩიტი //სი მორღ სპარსულად ნიშნავს ოცდაათს//.
სი მორღ-სიმორღ იქცა სპარსული ლიტერატურის ყველაზე სახელგანთქმულ სიტყვის თამაშად.
მაგრამ მეფე სიმორღის ზღურბლთან მისულმა ოცდაათმა ფრინველმა, ჰოი საოცრებავ, დაინახა მხოლოდ საკუთარი თავის ანარეკლი.
სინამდვილეში ადამიანს არ ძალუძს ღვთაების როგორც ასეთის,უშუალოდ ღვთაების დანახვა. მისი უდიდებულესობის ბრწყინვალება მიუწვდომელი რჩება თვალისთვის.
არადა მისი უდიდებულესობის ბრწყინვალება არის ყოველი სულის სიღრმეში:
"სული დამალულია სხეულში და შენ დამალული ხარ სულში. ო შენ,მალულო მალულში,სულის სულო. ო შენ,რომელიც ხარ როგორც სულში ისე სულის გარეთ".
პოეტური მოხმობის მაგიით ატარი გვიჩვენებს ღმერთის მანიფესტაციას როგორც წმინდა სინათლეს.
ზღვა,რომელიც ყოველ თავის წვეთუკაში ატარებს ღვთაების სხივმფენ მშვენებას.
ასე ხდება რომ ათასფერი სამყაროს მშვენება არის ხილულის რიგში ღვთაებრივი დიდების ანარეკლი და მეტი არაფერი.
მაგრამ ამ ათასსახოვანი მშვენიერების მიღმა უნდა მოვნახოთ უფერული,ფორმებს მიღმა არსებული ერთობა, ის რომელიც ვლინდება იმის გულში ვინც თავისი სული სარკისავით გააპრიალა.
გზის ბოლოს უნდა ჩაიკარგო ღვთაებაში, მხოლოდ ასე შეიძლება გქონდეს მასთან შეერთების იმედი. პეპელას მსგავსად უნდა ჩავარდე ცეცხლში და დაიწვა.
ამის ძალას კი იძლევა უსასრულო,რადიკალური,აბსოლუტური სიყვარული.
საყვარელის მაღალ ალში არსის და არსების მოსპობის შემდეგ ფრინველები ქრებიან და აღარაფერია სათქმელი.
მგზნებარე სიყვარული ნთქავს ყველაფერს რაც თითქოს არის მაგრამ რაც არც არასოდეს ყოფილა,ნთქავს მეს.სამყაროს და სიტყვებს.
ლეილი ანვარი |
მან ფრანგულად გამოსცა წიგნები "რუმი"//2004// და "გამხელილი საგანძური, სულიერი ისლამის ანთოლოგია" //2009//.
დაიბადა თეირანში, ირანში, ისწავლა თეირანის რაზის ლიცეუმში,ნორმალურ უმაღლეს სკოლაში //პარიზი// სწავლის შემდეგ 1987 წელს დაიცვა ხარისხი. არის ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი,,სპარსული ლიტერატურის აღიარებული სპეციალისტი და ამ ლიტერატურას ასწავლის და იკვლევს პარიზის აღმოსავლური ენების და ცივილიზაციების ეროვნულ სკოლა ინალკოში.ასწავლის ინგლისურსაც.
ეს წერილი დაიბეჭდა ფრანგულ ჟურნალში რელიგიათა სამყარო,საგანგებო ნომერი ასტროლოგია,2010 წლის ივლის-აგვისტოს ნომერი// Le monde des religions L'astrologie//.
სხვათა და საკუთარი თავის სიყვარული, საკუთარი თავის შესწავლა და დამორჩილება,ზრდა სამყაროს გაცნობიერებით, საკუთარი ადამიანობის განსრულება და განხორციელება... ფართო,ერთის შეხედვით მკაცრი მაგრამ სიცოცხლისთვის და საკუთარი შინაგანი სამყაროსთვის ჭეშმარიტად გამოღვიძებისთვის,სრულად განვითარებისთვის და სხვების სამსახურში ჩადგომისთვის აუცილებელი პროგრამა.
ასეთია გრიგოლ რობაქიძის საყვარელი სპარსეთიდან ევროპაში მოსული ლეილი ანვარის აზრი. ასეთი სპარსეთის ენის სიტკბო ასურვებდა მუსიკობას ძველ და ნამდვილად ქართველ პოეტებს...
Leili Anvar, Bonheur et accomplissement de soi
Aimer les autres, s'aimer soi, apprendre à se connaitre et se maitriser, grandir en conscience du monde, accomplir son humanité... Vaste programme qui peut paraitre un peu austère, mais essentiel pour s'éveiller vraiment à la vie et à son être intérieur, s'épanouir et pour vraiment donner aux autres...
Комментариев нет:
Отправить комментарий